2009 წლის შედეგებით, დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ სადაზღვევო ბაზრის ლიდერის პოზიციებს მყარად ინარჩუნებს
ბეჭდვა
  საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული, ყოველწლიური შედეგების თანახმად (2009 წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემიის შესახებ ინფორმაცია).  

      დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“–ს მოზიდული ჯამური პრემია – 56 018 831 ლარის მიხედვით, სადაზღვევო ბაზრის 16% უჭირავს, რაც იმას ნიშნავს რომ შარშანდელი მაჩვენებელი 3%–ით გააუმჯობესა.

      აქედან  ქონების დაზღვევის სახეობაში  მოზიდულმა პრემიამ შეადგინა  11 748 391 ლარი, რაც დაზღვევის ამ სახეობაში ყველა სადაზღვევო კომპანიის მიერ მოზიდული ჯამური პრემიის 40%–ს შეადგენს და შესაბამისად სადაზღვევო კომპანიებს შორის 1 ადგილს განაპირობებს.

        „ირაო“–ს მენეჯმენტი ყველაზე  დიდ წარმატებად მიიჩნევს, რომ კომპანიის ზრდა არ  მიმდინარეობს სახელმწიფოს  მიერ დაფინანსებული სამედიცინო  დაზღვევის პროექტების  ხარჯზე, (დაზღვევის ამ მიმართულებით კომპანია კვლავაც 14%–იან ნიშას ინარჩუნებს) არამედ, კომპანიას შენარჩუნებული აქვს ზრდის 15%–20%–იანი მაჩვენებელი,  დაზღვევის თითქმის ყველა სახეობაში, რაც უდავოდ სწორი დაგეგმარებისა და გუნდური მუშაობის შედეგია.