დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ განაგრძობს საქველმოქმედო აქციების სერიას
20/04/2010 ბეჭდვა
 „ირაო“–ს მიზანია ხელი შეუწყოს მზრუნველობა მოკლებულ მოსახლეობას მათი სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში, ამას გარდა კომპანია აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებში, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნისა და დედაქალაქის ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას. 

    

2010 წლის 9 მაისს, კომპანია „ირაო“–ს  წარმომადგენლებმა, კლინიკა  “New Med”-ის დახმარებით ქ. თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატ „სავანე“–ს მაცხოვრებლებს ჩაუტარეს სამედიცინო გამოკვლევები, ხოლო პანსიონატის ვეტერანებს, მიულოცეს II მსოფლიო ომში გამარჯვების 65 წლის იუბილე და გადასცეს მათ საჩუქრები.

  

 

 

2010 წლის 1 მაისს, კომპანია „ირაო“–მ გამართა საქველმოქმედო აქცია და საჩუქრად გადასცა ქ. თბილისის ხანდაზმულთა

პანსიონატ „სავანე“–ს საკვები პროდუქტები პურის ფქვილისა და მცენარეული ზეთის სახით. 

 

 

 

 

2010 წლის 20 აპრილს კომპანია „ირაო“–მ ქ. თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის დახმარებით, თბილისის ზღვის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართა გამწვანების აქცია, რომელსაც წინ უძღვოდა საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ინიციატივა, თბილისსა და მის შემოგარენში 12 მოციქულის სახელზე, თითოეული მოქალაქის მიერ წელიწადში 12 ნერგის დარგვის თაობაზე. 

 

აღნიშნულ  აქციაში მიიღეს მონაწილეობა „ირაო“–ს  თანამშრომლებმა, რომლებმაც თბილისის ზღვის პარკის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე  250 ნაძვის ნერგი დარგეს. ახლო მომავალში „ირაო“ კვლავ გეგმავს ასეთი სახის ღონისძიებებში მონაწილეობას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.