ეს მართლაც სიახლე იყო, როდესაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში დასავლური კომპანიის მონაწილეობით კერძო სექტორის პირველი სადაზღვევო კომპანია დაარსდა.
ჩვენ წარმატებულნი ავღმოჩნდით ამ გაფართოების კურსის გაგრძელებაში. დღეისათვის ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს სადაზღვევო სერვისის ყველა სახეობას ჯგუფის 50–ზე მეტი კომპანიის ფარგლებში, რეგიონის 23 ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიის წარმატება მხოლოდ მისი მოცულობით არ იზომება, განსაკუთრებით ის განისაზღვრება ჯგუფის ეკონომიკური მდგრადობით. ამ მიღწევის ძირითად ფაქტორს წარმოადგენს ჯგუფის ფარგლებში თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ საწყის ეტაპზე დავნერგეთ და განვავითარეთ. ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ერთმანეთისაგან სწავლა და საბოლოოდ, ერთმანეთისადმი ნდობა ვენის სადაზღვევო ჯგუფის ძირითადი ნიშნები და სახელმძღვანელო პრინციპებია.
სწრაფი ეკონომიკური ზრდა ასევე განპირობებულია ყველა თანამშრომლის მხარდაჭერით და საჭიროებს ადაპტირებას ჯგუფის ყველა სტრუქტურულ ერთეულში. დღეისათვის ავსტრიაში Wiener Städtische Versicherung–ის მიერ შესრულდა ორი ამოცანა: ერთი მხრივ, მან მიაღწია წარმატებას ავსტრიელი კლიენტებისათვის დაზღვევის სერვისის უზრუნველყოფაში, ხოლო მეორე მხრივ შეასრულა ჯგუფის საერთაშორისო საქმიანობაზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. ამჟამად ეს ფუნქციები იქნება დაყოფილი. როგორც ჯგუფი კომპანია, Wiener Städtische–ს ექნება შესაძლებლობა მოახდინოს კონცენტრაცია ავსტრიის სადაზღვევო ბაზარზე და მის კლიენტურაზე.
Vienna Insurance Group AG Wiener Versicherung Gruppe–ს ფორმირებისატვის შესაბამისი რესტრუქტურიზაციის თანახმად ჩვენი ჯგუფის კომპანიები იმუშავებენ ერთიანი ქოლგის ქვეშ და შეექმნებათ ძლიერი ერთობა საკუთარი ბაზრების მიღმა. ვენის სადაზღვევო ჯგუფი, როგორც ჰოლდინგ კომპანია, იქნება პასუხისმგებელი საერთაშორისო მენეჯმენტის მიმართულებით მრავალმხრივ თემატიკაზე.
ჩვენს კლიენტებს ყველა ქვეყანაში შეუძლიათ დაეყრდნონ ჯგუფის ფინანსურ სიძლიერეს. 2010 წლის დასაწყისში Standard&Poor’s–მა ღიად დაადასტურა ვენის სადაზღვევო ჯგუფის „A+“ რეიტინგი. მისი კონკურენტუნარიანი პოზიცია და სადაზღვევო საქმიანობის ქმედითუნარიანობა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოების პერსპექტივების კუთხით Standard&Poor’s–ის მიერ შეფასებულია, როგორც სტაბილური.
ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯით, ვენის სადაზღვევო ჯგუფს შეუძლია წარადგინოს საკუთარი თავი, როგორც ფინანსურად დამოუკიდებელ და ძლიერ სადაზღვევო ჯგუფად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელიც აძლიერებს თავის ლიდერულ პოზიციებს. საერთაშორისო სადაზღვევო ბიზნესის გათვალისწინებით, ჯგუფი გააგრძელებს კოორდინირებულ საქმიანობას ეროვნული საზღვრების მიღმა. იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ გარანტირებულად უზრუნველყოთ ჩვენი კიენტებისა და სავაჭრო პარტნიორებისათვის საუკეთესო მომსახურევის და დახმარების გაწევა, ტრანსნაციონალური ბიზნესი, განსაკუთრებით კი ჩვენ მთავარ კლიენტებთან წარიმართება ჯგუფის მიერ.
ამას გარდა, ვენის სადაზღვევო ჯგუფი საკუთარ თავს განსაზღვრავს, როგორც დახმარებისა და კონსულტაციების გამწევ კომპანიას, როგორც პლატფორმას, ჯგუფის შიგნით პარტნიორული ურთიერთობების საფუძველის იდეების გაცვლისა თვალსაზრისით. ჯგუფის ყოველი კომპანია – იმ კომპანიის ჩათვლით, რომელშიც თქვენ მუშაობთ – გააგრძელებს მის ფუნქციონირებას საკუთარი ფასუხისმგებლობის ფარგლებში, ავტონომიის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით. თითოეული კომპანიებისადმი ინდივიდუალისტური მიდგომა მათი დასახელების პირველ ნაწილსი ჩანს. ხოლო ბოლო სახელი – ვენის სადაზღვევო ჯგუფი გულისხმობს, რომ თითოეული კომპანია არის ნაწილი ფინანსურად ძლიერი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფისა. ასევე ნიშნავს იმას, რომ თქვენი სამსახურისა თუ პასუხისმგებლობების მიმართულებით არ განხორციელდება ცვლილებები.
თქვენი სადაზღვევო კომპანია ასევე არის ვენის სადაზღვევო ჯგუფის ნაწილი და შეაქვს თავისი წვლილი ჯგუფის ერთიანი წარმატების საქმეში. თქვენი ყოველდღიური მუშაობით თქვენ მნიშვნელოვნად უწყობთ ხელს ამ წარმატებას და ქმნით მომავლის საფუძველს. ერთად ჩვენ გავაგრძელებთ წარმატებულ გზას და ვენის სადაზღვევო ჯგუფის ფორმირებას.