გიუნტერ გეიერის ჯილდო სოციალური პასუხისმგებლობისთვის
2012 წლიდან ვენის სადაზღვევო ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის – გიუნტერ გეიერის სახელობის ჯილდო ენიჭებათ ჯგუფის წევრ სადაზღვევო კომპანიებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საზოგადოებაში თავიანთი საქმიანობით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებით. კომპანიების მიერ განხორციელებული აქტივობები ყოველწლიურად მრავალფეროვნებით გამოირჩევა და მოიცავს სხვადასხვა სოციალურ საკითხებს, თუმცა ყველა საქმიანობა ერთ მიზანს: საზოგადოებისთვის სიკეთის შექმნას ემსახურება.