მდგრადი განვითარების პოლიტიკა

დაარსების დღიდან ვენის სადაზღვევო ჯგუფის კორპორაციული მენეჯმენტი ყოველთვის ითვალისწინებდა მდგრადობის ასპექტებს. ამ ფუნდამენტურმა მიდგომამ და ღირებულებაზე ორიენტირებული ზრდის მკაფიო სტრატეგიამ განაპირობა წარმატებული განვითარება ადგილობრივი სადაზღვევო კომპანიისგან საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფამდე.

კომპანიის საქმიანობის მდგრად განვითარებას 5 სტრატეგიული ფოკუს წერტილი უზრუნველყოფს:

  • კაპიტალდაბანდება – VIG მართავს დაახლოებით 34.4 მილიარდ ევროს ინვესტიციებს. ჯგუფის პრიორიტეტია პრემიის გადახდების ინვესტირება ისე, რომ უზრუნველყოს სრულად შეასრულოს ნებისმიერი ვალდებულება. ამიტომაც ყურადღებას ამახვილებს ინვესტიციების უსაფრთხოებაზე, უპირატესობას ანიჭებს კარგ საკრედიტო რეიტინგს და, შედეგად, სტაბილურ შემოსავლებს. ამასთან, VIG იღებს პასუხისმგებლობას თავისი ინვესტიციების სოციალურ და გარემოსდაცვით ეფექტებზე.
  • მომხმარებლები – VIG-ს სურს მოემსახუროს ადამიანების რაც შეიძლება ფართო სპექტრს ინოვაციური პროდუქტებით, რომლებიც უზრუნველყოფენ სოციალურ და გარემოსდაცვით დამატებით ღირებულებას.
  • თანამშრომლები – VIG თანამშრომლებს სთავაზობს მიმზიდველ სამუშაო გარემოს, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა თანამშრომელს წვლილი შეიტანოს კომპანიის განვითარებაში. 
  • საზოგადოება – ვენის სადაზღვევო ჯგუფი იღებს პასუხისმგებლობას სოციალურ საკითხებზე და მხარს უჭერს ადგილობრივი საზოგადოების განვითარებას. სოციალურ-ეკონომიკური ტენდენციების მონიტორინგით, VIG ბიზნეს მოდელს მაქსიმალურად არგებს სოციალურ ტენდენციებს, რათა მომავალი მიმზიდველი დარჩეს მომავალი თაობებისთვისაც.
  • გარემო – VIG თავის ბიზნეს მოდელს არგებს კლიმატის ცვლილების გამოწვევებს და კიდევ უფრო ავითარებს გამოცდილებას ბუნებრივი კატასტროფების რისკებთან დაკავშირებით. ის ხელს უწყობს სოციალურ ცნობიერების ამაღლებას მზარდი გარემოსდაცვითი რისკების შესახებ და გეგმავს ინიციატივებს გარემოს დაცვისა და რესურსების დაზოგვის მიმართულებით.