უმცროსი იურისტი

ლოკაცია: თბილისი

სს “დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო” აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

სს “დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო” საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც უკვე 20 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე როგორც საცალო, ასევე, კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით. “ირაო” ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 100%-ით ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია. დღეისათვის ჩვენი გუნდი მოიცავს 300 თანამშრომელს თბილისისა და რეგიონების ოფისებში, რომელთაც აერთიანებთ ისეთი ღირებულებები როგორიცაა: პროფესიონალიზმი, განვითარება, სიძლიერე, სტაბილურობა, სანდოობა და მრავალფეროვნება.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;
** საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
** საბონუსე სქემას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოება;
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
** ხელშეკრულებების, შეთანხმებების, ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მათი ვიზირებისა და გაფორმების უზრუნველყოფა;
** სასარჩელო მოთხოვნების შედგენა და კომპანიის ინტერესების დაცვა სასამართლო ორგანოებსა და აღსრულების ორგანოებში.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასამართლოში წარმომადგენლობის გამოცდილება;
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (საერთო ან სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით);
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** ანალიტიკური / კრიტიკული აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; კვირაში 40 საათი
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15

“ირაო” გისურვებთ წარმატებას!

სს “დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში” თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

შეავსე განაცხადი

Maximum allowed file size is 5 მბაიტი. Allowed Type(s): .pdf, .doc, .docx