ქონების დაზღვევა ირაო

ქონების დაზღვევა

დააზღვიე შენი ბიზნესის ქონება გაუთვალისწინებელი ზიანისგან: ქონების (შენობის) დაზღვევა, საქმიანობის შეჩერებისგან დაზღვევა, სამშენებლო რისკების დაზღვევა, მანქანა-დანადგარების დაზღვევა და სხვა.

ჩვენთან შეგიძლია დააზღვიო ქონება, რომელიც ბიზნესს წარმატების მიღწევისთვის სჭირდება:

  • შენობა: საწარმოო, ადმინისტრაციული, სოციალურ-კულტურული დანიშნულების ან საზოგადოებრივი მოხმარების ნაგებობა, განუყოფელი კონსტრუქციული ელემენტებისა და შიდა/გარე მოპირკეთების ჩათვლით;

  • ცალკეული ფართი შენობებში: განუყოფელი კონსტრუქციული ელემენტების ჩათვლით;

  • სამეურნეო ნაგებობები: ავტოფარეხები, საწყობები, საცავები, განუყოფელი კონსტრუქციული ელემენტებისა და შიდა/გარე მოპირკეთების ჩათვლით;

  • საწარმოო და ტექნოლოგიური ხაზები, მანქანა–დანადგარები (ჩარხები, საწარმოო-ტექნოლოგიური დანიშნულების მექანიზმები და მოწყობილობები, კოშკები), განუყოფელი კონსტრუქციული ელემენტებისა და შიდა/გარე მოპირკეთების ჩათვლით;

  • საკომუნიკაციო მოწყობილობები (სისტემები, აპარატები), მაღალი ძაბვის მანქანები;

  • პროდუქცია, საქონელი, მარაგები და სხვა სასაქონლო-მატერიალური ნივთები: პროდუქციის, საქონლისა და მარაგების ქურდობისაგან დაზღვევა შესაძლებელია მათი საწყობში მოთავსებითა და 24 საათის განმავლობაში დაცვით - იქნება ეს ადამიანური რესურსის გამოყოფა თუ ქურდობის საწინააღმდეგო დაცვის სისტემით გამართვა. დაზღვევისას, მარაგები განლაგებული უნდა იყოს მიწის დონიდან არაუმცირეს 12 სანტიმეტრის სიმაღლეზე და კედლიდან არაუმცირეს 30 სანტიმეტრის მანძილზე;

  • ინვენტარი (ავეჯი, საყოფაცხოვრებო მოწყობილობები, ელექტროტექნიკა, კომპიუტერები, ორგანიზაციული ტექნიკა) და სხვა;
  • გაითვალისწინე,რომ დაზღვეული ობიექტების კონკრეტული ჩამონათვალი განისაზღვრება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.

ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა

ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა, საჰაერო ხომალდის/მისი ნაწილების ვარდნა

წყალგაყვანილობისა და სადრენაჟო სისტემიდან გამონადენი წყლით მიყენებული პირდაპირი დაზიანება, წყლის, ზეთის ან ნავთობის საქვაბეებიდან ან მილებიდან ამოხეთქვა ან გამოჟონვა

ფიქსირებული მინების დაზიანება

სატრანსპორტო საშუალების შეჯახება

შტორმი, ქარიშხალი, სეტყვა, მეწყერი, ქვის ცვენა, თოვლის სიმძიმე, მიწისძვრა, წყალდიდობა

თუ ქონება დაზიანდა ან განადგურდა, დაზღვევა შესაბამის ფინანსურ ზარალს აანაზღაურებს.

თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევის შედეგად, მშენებლობის ადგილზე დაზიანდა: 

  • სამშენებლო მოედანზე განლაგებული მასალები;
  • დამატებითი შენობები, საწყობი, საინჟინრო სისტემები;
  • სამშენებლო მოედანზე განლაგებული ქსელები და სხვა ტიპის კუთვნილება;
  • მოწყობილობები და მანქანა-დანადგარები, რომლებიც გამოიყენება სამშენებლო მიზნებისთვის;
  • მესამე მხარისადმი პასუხისმგებლობა.

დაზღვევა მოიცავს იმ მოწყობილობებისა და მანქანა-დანადგარების დაზღვევას, რომლებიც გამოიყენება სამშენებლო მიზნებისთვის (ამწეები, მიწის მთხრელი მანქანები, სამშენებლო მოედანზე მდებარე სატრანსპორტო საშუალებები და სხვა). დაზღვევა ითვალისწინებს ნებისმიერი სახის გაუთვალისწინებელ დაზიანებასა და განადგურებას.

დაზღვევა ფარავს მანქანა-დანადგარების იმ ტიპის დაზიანებას, რომელიც გამოწვეულია საწარმოო დეფექტებით. ასეთებია:

  • არასრულყოფილი კონსტრუქცია;
  • მონტაჟის ან ხელობის დროს გაჩენილი ხარვეზები;
  • წყლის ნაკლებობა ბოილერებში;
  • ფიზიკური აფეთქება;
  • მოკლე ჩართვა.

დაზღვევის ფასის გამოთვლისა და სხვა დეტალებისთვის: