სახლის დაზღვევა ირაო

სახლის დაზღვევა

დააზღვიე შენი ბინა ან კერძო სახლი და იყავი დაცული მოულოდნელი ხარჯებისგან. თუ შენი მიზეზით მეზობლის ბინა დაზიანდა, ჩვენ ამ ხარჯის ანაზღაურებაშიც დაგეხმარებით.

სახლის დაზღვევის ღირებულება თვეში 20 ლარიდან იწყება.

სახლის ან ბინის დაზღვევისთვის დაგჭირდება შენი პირადი მონაცემები და საკადასტრო კოდი.

მეზობლისგან ჩამოსული წყალი

ბინის დამქირავებელი (თუკი აქირავებ)

ხანძარი, აფეთქება ან კვამლი

კანალიზაციის, წყლის, გათბობის ან ელექტროგაყვანილობის დაზიანება

ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა ან ვანდალიზმი

ფიქსირებული მინების დაზიანება

სტიქიური მოვლენები (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი,მიწისძვრა და ა.შ)

ჩვენი დაზღვევა მოიცავს რემონტს, ტექნიკას და, თუ დამატებით სერვისებსაც გაააქტიურებ, შეგიძლია, მიიღო მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობას ზარალის ანაზღაურებაც.

თუ შენი მიზეზით დაზიანდება მეზობლის რემონტი, ავეჯი ან საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ჩვენ ამ ზარალსაც აგინაზღაურებთ.

გამონაკლისების შესახებ დეტალებს ნახავ ამ ბმულზე.

როცა სადაზღვევო მომსახურება დაგჭირდება, შეგვატყობინე წერილობით არაუგვიანეს 48 საათისა. შენი მოთხოვნა უნდა მოიცავდეს ზარალის დეტალურ აღწერას, დაზიანებული ან დაკარგული ნივთების ღირებულებას და ზიანის საერთო რაოდენობას. თუ გაქვს კითხვები, დაგვიკავშირდი: (032) 2 949 949.

სახლის დაზღვევის პირობებს ნახავ ამ ბმულზე.

სახლის დაზღვევის პირობების სანახავად გადადი ბმულზე.