საბანკო გარანტიები
სავაჭრო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების შემცირების მიზნით და ბიზნესგარიგების წარმატებით განსახორციელებლად ჩვენ გთავაზობთ საბანკო გარანტიებს.
სადაზღვევო გარანტია მოეთხოვებათ ტენდერებში მონაწილე კომპანიებს დამკვეთის მიმართ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის უზრუნველსაყოფად. ხშირ შემთხვევაში, სადაზღვევო გარანტია ბიზნესპარტნიორებთან ხელშეკრულების დადების წინაპირობას წარმოადგენს.
საბანკო გარანტიის დოკუმენტი ადასტურებს, რომ თქვენი კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების დროულად და სათანადოდ შეუსრულებლობის შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს დამდგარი ფინანსური რისკის თანხას.
გადახედე პირობებს და აირჩიე შენი საქმიანობის შესაბამისი საბანკო გარანტია.
მოითხოვე ზარი
სატენდერო გარანტია
გამოიყენება ტენდერში მონაწილეობის მიღების მიზნით და უზრუნველყოფს შენი კომპანიის მიერ ტენდერის პირობების შესრულებას.
ხელშეკრულების შესრულების გარანტია
გამოიყენება ხელშეკრულების გაფორმების მიზნით და უზრუნველყოფს შენი კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
საავანსო გარანტია
გამოგადგება მაშინ, თუ შენს კომპანიას სჭირდება ავანსის მიღება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის.
ხარისხის გარანტია
დაგჭირდება საქონლის მიწოდების ან სამუშაოს შესრულების შემდგომ. დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდში, უზრუნველყოფს შენი კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
საბაჟო გარანტია
საშუალებას გაძლევს გადაავადო საბაჟო გადასახადები. გამოიყენება იმპორტირებული ტვირთის სხვადასხვა რეჟიმში განბაჟებისთვის, იქნება ეს რეექსპორტი, გადამუშავების რეჟიმი თუ საბაჟო საწყობი.