უბედური შემთხვევის დაზღვევა
უბედური შემთხვევის დაზღვევით ჩვენ გინაზღაურებთ ხარჯებს, თუკი თქვენს კომპანიაში დასაქმებულმა თანამშრომელმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრამვა, დაუზიანდა ჯანმრთელობა ან გარდაიცვალა.
მოითხოვე ზარი
რას მოიცავს დაზღვევა?
დაზღვევა ვრცელდება მხოლოდ დაზღვეული კომპანიის თანამშრომელზე და მოიცავს ზიანს, რომელიც თანამშრომელს მიადგა:
- სამუშაო მოვალეობის შესრულებისას ორგანიზაციის ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ;
- დამქირავებლის მიერ, სამუშაო მიზნით გამოყოფილი ტრანსპორტით მგზავრობისას.
რა შემთხვევებს ფარავს დაზღვევა?
დაზღვევა ფარავს შემთხვევებს, როცა:
- დაზღვეული გარდაიცვალა ან ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარეს;
- დაზღვეულმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება;
- დაზღვეულს შეეზღუდა შრომისუნარიანობა.
ანაზღაურების ოდენობა და ლიმიტი
ქმედითუნარიანობის შეზღუდვის ხარისხი | ფიქსირებული ლიმიტი / ან/და ხელფასის ოდენობა / ხელფასის ლიმიტის % |
---|---|
შრომისუნარიანობის შეზღუდვა - მსუბუქი (მსუბუქი დაზიანება უბედური შემთხვევის გამო, შრომისუნარიანობის დაკარგვით არა უმეტეს 3 დღის განმავლობაში) | 35% |
შრომისუნარიანობის შეზღუდვა - ზომიერად გამოხატული (დაზიანება უბედური შემთხვევის გამო შრომისუნარიანობის დაკარგვით 3-დან 40 დღემდე) | 50% |
შრომისუნარიანობის შეზღუდვა - მნიშვნელოვნად გამოხატული (დროებითი შრომისუუნარობის განვითარება ავარიის გამო 40 კალენდარულ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში) | 75% |
შრომისუნარიანობის შეზღუდვა - მძიმე (მუდმივი ქმედუუნარობის განვითარება უბედური შემთხვევის ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების გამო) | 85% |
დაზარალებულ პირს ენიჭება კატეგორია „შშმ პირი“ | 100% |