ონლაინ ანაზღაურება

ონლაინ ანაზღაურება
phone-red +995 (32) 2 949 949

დააზღვიე ავტო პასუხისმგებლობა

ფასდაკლებით წელიწადში 55 ლარიდან

იყავი დაცული გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან

შეიძინე ონლაინ

დააზღვიე სახლი

ფასდაკლებით წელიწადში 80 ლარად

იგრძენი თავი უსაფრთხოდ იქ, სადაც ყველაზე მეტად გჭირდება კომფორტი

შეიძინე ონლაინ

დააზღვიე ავტომობილი

მიიღე შენს საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური დაზღვევის პაკეტი

დათვალე დაზღვევის ღირებულება

სამოგზაურო დაზღვევა

დღეში 0.50 ლარიდან

შენი მშვიდი მოგზაურობისთვის 

იხილე სრულად

სიახლეები

down-arrow
03 - აგვ - 2020

ონლაინ ანაზღაურება

72817d036ac4eefc9e9bfa947926be70.jpg

ჩვენ ახალი ონლაინ პლატფორმა შევქმენით, რომლის მეშვეობით მომსახურების მიღება უფრო მარტივად არის შესაძლებელი!

 

3 აგვისტოდან სამედიცინო მომსახურების ონლაინ ანაზღურების მოთხოვნას მეილის ნაცვლად ჩვენს პორტალზე  online.irao.ge შეძლებთ. 

 

სამედიცინო მომსახურების ონლაინ ანაზღაურება ჩვენი მომხმარებლებისთვის შექმნილი სერვისია, რომელიც თქვენ საშულებას გაძლევთ სასურველ დროს, სერვის ცენტრში მისვლის გარეშე, ნებისმიერი ადგილიდან შეავსოთ ჯანმრთელობის დაზღვევის ანაზღაურების განაცხადი და მიიღოთ თანხის ანაზღაურება პირად ანგარიშზე ძალიან მარტივად!

 

თქვენთვის დისტანციური სერვისები და მათ შორის ონლაინ ანაზღაურება, უკვე ხელმისაწვდომი იყო, თუმცა მომსახურება ამ დრომდე, მხოლოდ მეილის საშუალებით ხდებოდა. ახალი პლატფორმის მეშვეობით კი თანხის ანაზღაურების პროცესი უფრო მოქნილი და კომფორტული გახდა. თქვენ შესაძლებლობა აქვთ თვალი ადევნოთ გაგზავნილი განაცხადების სტატუსს, საჭიროების შემთხვევაში იხილოთ ატვირთული განაცხადების ისტორია და კომენტარები დარეგულირებულ განაცხადებზე.

 

დოკუმენტების ატვირთვის პროცესი ძალიან მარტივი და მოსახერხებელია. პლატფორმა სრულად არის მორგებული როგორც დესკტოპ, ისე მობილურ ვერსიაზეც. შესაბამისად, საჭირო დოკუმენტებისთვის ფოტოს გადაღება და ატვირთვა მომენტალურად არის შესაძლებელი. 

 

ონლაინ ანაზღაურების მისაღებად ჩვენი ვებ-გვერდიდან უნდა გადახვიდეთ "პირად სივრცეში", დარეგისტრირდეთ და ატვირთოთ შესაბამისი დოკუმენტაცია. „პირად სივრცეში“ რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ირაოს დაზღვევით მოსარგებლე პირთათვის - მათთვის, ვინც რეგისტრაციის მომენტში ფლობთ აქტიურ პოლისს.

 

„პირადი სივრცე“ არის ვებ-პლატფორმა, რომელიც საშუალებას  გაძლევთ  ისარგებლოთ დისტანციური  მომსახურებებით. ამ ეტაპზე პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია თავისუფალი არჩევანით მიღებული სამედიცინო მომსახურებების ხარჯების ანაზღაურება, გარდა სტომატოლოგიური ხარჯებისა. საგარანტიო წერილის მოთხოვნისათვის კი კვლავ შეგიძლიათ მოგვმართოთ მეილზე: online@irao.ge .   

 

პლატფორმას ძალიან მალე დაემატება როგორც სტომატოლოგიური ხარჯების ანაზღაურების, ასევე საგარანტიო წერილის მოთხოვნის შესაძლებლობაც. უახლოეს მომავალში კვლავ იგეგმება სხვა ფუნქციების დამატებაც, რაც კიდევ უფრო მეტად სწრაფს და ხელმისაწვდომს გახდის ჩვენს სერვისებს.

 

 

ფოტო გალერეა

e18c2ccf4550e0ae7b7355a658060f29.jpg
b208ea995e2eaecca14f7bf46c83b635.jpg
close
Modal
n
p