მომსახურების წესები და პირობები
შესავალი
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოს“ (შემდგომში „ირაო“) ვებ-გვერდის გამოყენების პირობებს.
მომხმარებელი, რომელიც სარგებლობს „ირაოს“ ვებ-გვერდით / ელექტრონული მომსახურებით, პირობებზე თანხმობის ღილაკის მონიშვნით ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება „ირაოს“ ვებ- გვერდის გამოყენებისა და სადაზღვევო მომსახურების მიღების პირობებს (შემდგომში „პირობები“).
„ირაო“ უფლებამოსილია, ცალმხრივად, მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეიტანოს ცვლილებები და დამატებები პირობებში. მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენება ჩაითვლება თანხმობად ცვლილებებსა და დამატებებზე.
„ირაოს“ მიერ შექმნილი ვებ-გვერდი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეიძინოს სადაზღვევო პოლისი ონლაინ, შეძენილი პოლისების თაობაზე მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია და აღნიშნულ პოლისებზე უზრუნველყოს ონლაინ გადახდების წარმოება.
„ირაოს“ ვებ-გვერდის მომსახურება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე პირობების საფუძველზე.
ზოგადი ნაწილი
„ირაოს“ ვებ-გვერდის მომხმარებელი პასუხისმგებელია ვებ-გვერდზე თავის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. ვებ-გვერდით სარგებლობისას მომხმარებელი ადასტურებს, რომ არის სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, ვებ-გვერდზე ავტორიზაციისას წარმოადგენს სრულ, ზუსტ და უტყუარ ინფორმაციას, აღნიშნული ინფორმაციის „ირაოსთვის“ მიწოდება ხდება მისი სურვილით და მას გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილება, ისარგებლოს „ირაოს“ მომსახურებით.
მომხმარებელი თანახმაა, „ირაომ“ შეინახოს და დაამუშაოს მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ვებ-გვერდის ფუნქციონირების, ტრანზაქციების ისტორიის შექმნის, სრულყოფილი სადაზღვევო მომსახურების გაწევის, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის, მომხმარებელთა განცხადებების განხილვის, სხვადასხვა სახის/შინაარსის სახელშეკრულებო ურთიერთობების შესრულების, დასაქმების, პირდაპირი მარკეტინგის, „ირაოზე“ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.
მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემების (ელ. ფოსტა, პაროლი და სხვა ნებისმიერი სარეგისტრაციო მონაცემები) უსაფრთხოდ შენახვაზე.
მომხმარებელი თანახმაა, მიიღოს „სმს“ შეტყობინებები და ელექტრონული წერილები „ირაოსგან“ მის მიერ მითითებულ მონაცემებზე (ელ. ფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი). მომხმარებლის მიერ მითითებულ მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება (ელექტრონული წერილი ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინება) ჩაითვლება ოფიციალურად მიღებულად. აღნიშნული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ „ირაოს“ და მიაწოდოს ახალი ინფორმაცია.
„ირაოს“ ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა მასალა და ობიექტი, მათ შორის: ლოგო/ები, დიზაინის ელემენტები, ტექსტი, გრაფიკული გამოსახულებები, ილუსტრაციები, პროგრამები, და სხვა ობიექტები წარმოადგენს „ირაოს“ ინტელექტუალურ საკუთრებას. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, იკრძალება: კონტენტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის კოპირება, გადამუშავება, გავრცელება, გამოქვეყნება, ჩამოტვირთვა, გადაცემა, გაყიდვა ან ნებისმიერი სხვა სახით გამოყენება, „ირაოს“ წერილობითი ნებართვის გარეშე.
„ირაოს“ აქვს უფლება, თავად შეამოწმოს და განსაზღვროს, არის თუ არა მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ამომწურავი, ასევე, სინამდვილესა და „პირობებთან“ შესაბამისი, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში გააუქმოს სადაზღვევო პოლისი/ხელშეკრულება და დახუროს მომხმარებლის ანგარიში წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე ან მის გარეშე.
„ირაოს“ ვებ-გვერდზე მითითებული პროდუქტები/მომსახურება რეგულირდება შესაბამისი სადაზღვევო ხელშეკრულებებით.
მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები
მომხმარებელი ვალდებულია, იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ვებ- გვერდის პირობების შესაბამისად და სრულად აგოს პასუხი მის მიერ ვებ-გვერდის საშუალებით განხორციელებულ ქმედებებზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მომხმარებელი სრულად პასუხისმგებელია მის მიერ „ირაოსთვის“ მიწოდებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, მათ შორის პროფილის ინფორმაციაზე, ბმულებზე, სურათებზე, განცხადების შინაარსზე, ანგარიშწორებაზე და სხვა.
მომხმარებელი ვალდებულია, როგორც დაზღვევის შეძენის, ასევე ნებისმიერი მოსმახურების მიღების პროცესში, „ირაოს“ მიაწოდოს სრული, ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ირაო“ უფლებამოსილია, შეწყვიტოს მომსახურების გაწევა, უარი თქვას ზარალის ანაზღაურებაზე და გააუქმოს დაზღვევის პოლისი/ხელშეკრულება.
მომხმარებლის კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვა
„ირაო“ ყურადღებას ამახვილებს პერსონალური მონაცემების დაცვასა და ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების, ისე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების სრული შესაბამისობით.
მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს სანდო და კეთილსინდისიერი ბიზნეს ურთიერთობების და სადაზღვევო კომპანიის, როგორც მიმზიდველი პარტნიორის ან
დამსაქმებლის, რეპუტაციის მნიშვნელოვან საფუძველს.
„ირაო“, მისი კომპეტენციის ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, უზრუნველყოფს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვასა და მის კონფიდენციალურობას.
მომხმარებლის მიერ წინამდებარე ვებ-გვერდით სარგებლობა ან ნებისიმიერი ინფორმაციის „ირაოსთვის“ მიწოდება მიიჩნევა მის მიერ ინფორმაციის გადაცემაზე თანხმობად.
დეტალური ინფორმაცია „ირაოს“ მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვასა და დამუშავებაზე შესაძლებელია იხილოთ წინამდებარე ვებ-გვერდზე.
ვებ-გვერდის გამოყენება
„ირაოს” ვებ-გვერდის მეშვეობით შესაძლებელია, სადაზღვევო პროდუქტებზე ინფორმაციის მოძიება, სადაზღვევო პროდუქტის ფასის გამოთვლა/ნახვა და დაზღვევის ონლაინ შეძენა. ონლაინ შეძენელ და ფიზიკურად გაცემულ პოლისს გააჩნიათ თანაბარი იურიდიული ძალა და მათი გაფორმების წესი ექვემდებარება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას.
მომსახურების მიღება
„ირაოს“ ვებ-გვერდის მეშვეობით მომხმარებლისთვის სასურველი მომსახურების გაწევის საფასურის ოდენობა განისაზღვრება „ირაოს“ მიერ შემუშავებული საფასო პოლიტიკით, რომლის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია „ირაოს“ კორპორატიულ ვებ-გვერდზე www.irao.ge
განვადებით გადახდისას „ირაო“ უფლებამოსილია მისცეს იმ ბანკს მითითება თანხის უაქცეპტოდ ჩამოჭრაზე იმ ანგარიშიდან, რომელიც მიეთითება მომხმარებლის მიერ აპლიკაციის შევსებისას. „ირაო“ უფლებამოსილია აღნიშნული მიზნით შეინახოს მომხმარებლის საბანკო მონაცემები და გამოიყენოს ისინი მხოლოდ პოლისში მითითებული სადაზღვევო პრემიის ავტომატურ რეჟიმში დაფარვისთვის. მომხმარებელი ვალდებულია, ანგარიშზე იქონიოს მინიმუმ პრემიის გადახდის მომენტისთვის ჩამოსაჭრელი თანხა ეროვნულ ვალუტაში, წანააღმდეგ შემთხვევაში მისთვის ცნობილია, რომ შეჩერდება ან შეწყდება პოლისის მოქმედება დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული წესით.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
„ირაო“ არ აგებს პასუხს იმ ზიანისათვის, რაც გამოწვეულია ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის გამოყენებით. „ირაო“ პასუხისმგებელია მხოლოდ იმ ზიანზე, რომელიც დადგა მხოლოდ მისი განზრახი ქმედებით.
საკონტაქტო ინფორმაცია
წინამდებარე პირობებთან, ვებ-გვერდზე მითითებულ ინფორმაციასთან და მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
მისამართი: ქ. თბილისი, ვ. ბოჭორიშვილის ქ. N88/15
ცხელი ხაზი: (+995 32) 2949 949
ელ.ფოსტა: office@irao.ge
Facebook