2 მაისს საქართველოში დაზღვევის დღე აღინიშნება

ეროვნული ბანკის და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერითა და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით დაზღვევის დღე საქართველოში 2022 წლიდან აღინიშნება. ამ დღის აღნიშნვას საფუძვლად უდევს 1997 წლის 2 მაისის ისტორიული ფაქტი, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი დაზღვევის შესახებ, რომელიც დღესაც ქვეყანაში სადაზღვევო საქმიანობის მარეგულირებელი ძირითადი აქტია და განსაზღვრავს სადაზღვევო საქმიანობის და რეგულირების ძირითად საკითხებს.

დაზღვევის დღის დაწესების იდეა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში გაჩნდა და მიზნად ისახავს დაზღვევის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევის ზოგადი არსი და პრინციპებიც შეიძლება შენთვის ნაცნობი იყოს, შესაძლოა მაინც გიჭირდეს კითხვაზე პასუხის გაცემა – მჭირდება თუ არა დაზღვევა?

  • „ჯანმრთელობის პრობლემები არ მაწუხებს და რისთვის მჭირდება დაზღვევა?”
  • „ძალიან კარგი მძღოლი ვარ და ჯერ არცერთი ავტოსაგზაო შემთხვევა არ მქონია, რატომ უნდა ვიხადო დაზღვევაში ფული?
  • „სახლში მეზობელი წყალს თუ ჩამომიშვებს და რემონტს გამიფუჭებს, ხარჯებსაც ის ამინაზღაურებს, რატომ უნდა დავაზღვიო?“

ეს ის გავრცელებული კითხვებია, რომლებსაც საკუთარ თავს შეიძლება დაუსვა დაზღვევის საჭიროების გარკვევისას, მაგრამ ამ პასუხებში არ არის გათვალისწინებული უამრავი გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი ფაქტორი, რომლისგან დაცვაც არის დაზღვევის მთავარი არსი.

ჩვენ შევეცდებით უკეთ გაპოვნინოთ პასუხები ზემოთ დასმულ კითხვებზე:

ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი აქტივია. თუმცა ის ხშირად რჩება ჩვენი ყურადღების მიღმა. ჯანმრთელობის დაზღვევა უზრუნველყოფს, რომ გქონდეს წვდომა ხარისხიან სამედიცინო დახმარებაზე, როცა ის ყველაზე მეტად გჭირდება, გაუთვალისწინებელი სამედიცინო დანახარჯების გარეშე. პროფილაქტიკური კვლევებიდან დაწყებული გაუთვალისწინებელი გადაუდებელი შემთხვევებით დამთავრებული, ჯანმრთელობის დაზღვევა მზად არის დაგეხმაროს ყოველ ნაბიჯზე.

თუ ავტომობილი შენი ყოველდღიური მეგზური ან თავგადასავლების პარტნიორია, ავტო დაზღვევა აუცილებლად გჭირდება. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი დაზღვეული მძღოლები საუკეთესოდ მართავენ ავტომობილს, მაგრამ რა იცი რა ხდება? შენი მშვიდი მგზავრობისა და გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯების თავიდან ასარიდებლად, დაზღვევა შენს გვერდით იქნება.

სახლი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ქონება. ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად ვგრძნობთ თავს უსაფრთხოდ და მშვიდად. მაგრამ ამ განსაკუთრებულ ადგილს თუ მცირედი საფრთხე მაინც ექმნება, შესაძლოა სულ თავდაყირა დააყენოს ჩვენი ყოველდღიურობა. სახლის დაზღვევა სიმშვიდის შეგრძნებას ბოლომდე მისცემს ფრთების გაშლის საშუალებას და მეზობლებთანაც აგარიდებს პოტენციური კონფლიქტის რისკს.

დაზღვევა ფინანსური რისკების სწორად მართვის შესაძლებლობას გვაძლევს. თუმცა ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფინანსური პროდუქტი. ეს არის უსაფრთხოების ნაკრები, რომელიც უზრუნველყოფს დაცვასა და სტაბილურობას სხვადასხვა რისკების დროს. ზოგიერთი რისკის შემცირება ან თავიდან აცილება შესაძლებელია, მაგრამ არსებობს ისეთი რისკებიც, რომელიც კონტროლს ნაკლებად ან საერთოდ არ ექვემდებარება. მაგალითად, ჩვენ ვერასდროს გავთვლით წინასწარ გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება სრულიად ჯანმრთელად ვგრძნობდეთ თავს და არაფერი გვაწუხებდეს, ან ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს ჩვენი ბრალეულობით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებიანი და ფრთხილი მძღოლი ვიყოთ.  სწორედ ასეთი, ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული რისკების მიმართ, ფინანსური და მორალური მზაობის შესაქმნელად, დაზღვევა საუკეთესო გამოსავალია.