ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა ირაო

ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა

ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლებზე ზრუნვა, ამიტომ გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელიც კომპანიის უნიკალურ საჭიროებებსა და სასურველ პირობებზეა მორგებული.

ირაოში მიიღებ ყველაზე ხარისხიან, სწრაფ და მოსახერხებელ მომსახურებას. სიმარტივისა და სისწრაფისთვის, შეძლებ მობილური აპლიკაციისა და პირადი სივრცის გამოყენებას.

კომპანიაში უნდა მუშაობდეს 5 ან მეტი თანამშრომელი.

“ირაო-ასისტანსი”

ოჯახის ექიმის კონსულტაცია

სასწრაფო სამედიცინო მომსახურება

პროფილაქტიკური კვლევა

ვაქცინაცია

გეგმიური და გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია

კარდიოქირურგია

ონკოლოგია

დღის სტაციონარი

გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორია

ორსულობა და მშობიარობა

მედიკამენტები

გგემიური და გადაუდებელი სტომატოლოგია

სამოგზაურო დაზღვევა

შეგიძლია აირჩიო მომსახურების მიღების სასურველი სქემა: 

  1. მიმართე პროვაიდერ კლინიკას და ისარგებლე თანადაფინანსებით;
  2. მიიღე სასურველი ლიცენზირებული კლინიკის მომსახურება და მოითხოვე ანაზღაურება დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე.

ოჯახის ექიმების სიის სანახავად ეწვიე ბმულს.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის ვადა არის 1-5 სამუშაო დღე. ანაზღაურების პირობები დამოკიდებულია ხელშეკრულების დეტალებზე.

ასევე, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სარგებელია პირადი სამედიცინო მენეჯერის მომსახურება, ის დაგეხმარება, სწრაფად და მარტივად შეასრულო შემდეგი მოქმედებები:

  • გაარკვიო სამედიცინო მომსახურების ან საგარანტიო წერილზე მიღებული პასუხის დეტალები; 
  • გაიგო მეტი მომსახურების მიღების შესახებ;
  • გადაჭრა პროვაიდერ კლინიკებთან დაკავშირებული საკითხები;
  • მიიღო დახმარება გადაუდებელ სიტუაციებში, თუ ვერ ახერხებ შესაბამის სამსახურებთან დაკავშირებას;
  • დააზუსტო დაზღვევის ხელშეკრულებაში მომსახურებასთან დაკავშირებული ჩანაწერები. 
  • დააფიქსირო მომსახურებასთან დაკავშირებული თხოვნები, რეკომენდაციები და პრეტენზიები.