ვენის სადაზღვევო ჯგუფი
ვენის სადაზღვევო ჯგუფი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი სადაზღვევო ჯგუფია.
მის წარმატებას საფუძვლად უდევს 200-წლიანი გამოცდილება სადაზღვევო ინდუსტრიაში. ვენის სადაზღვევო ჯგუფის წინამორბედი კომპანია დაარსდა ავსტრიაში, 1824 წელს.
აერთიანებს
> 50
კომპანიას
წარმოდგენილია
30
ქვეყანაში
30000
თანამშრომელი
~ 32
მილიონი მომხმარებელი
ვენის სადაზღვევო ჯგუფის აქციები წარმოდგენილია ვენის, პრაღისა და ბუდაპეშტის საფონდო ბირჟაზე.
ვენის სადაზღვევო ჯგუფის მისიაა, რომ მომხმარებლებს მუდმივათ ჰქონდეთ დაცულობისა და სიმშვიდის შეგრძნება. კომპანია იცავს და უფრთხილდება მომხმარებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებებს.
ვენის სადაზღვევო ჯგუფს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ სანდო და სტაბილური პარტნიორი. კომპანიას ბაზარზე მყარი პოზიცია უჭირავს და რეგიონშიც მოწინავე ადგილს იკავებს. მუდმივი განვითარება და პროგრესისკენ სწრაფვა გვეხმარება, ეს პოზიციები უცვლელად შევინარჩუნოთ.
მრავალფეროვნება
მომხმარებელთან სიახლოვე
პასუხისმგებლობა
პროექტები
საბავშვო ბანაკი
საბავშვო ბანაკი ვენის სადაზღვევო ჯგუფი ყოველ ზაფხულს იწვევს წევრი კომპანიების თანამშრომლების 500-მდე ბავშვს (9-დან 13 წლამდე) ავსტრიაში, საბავშვო ბანაკში. ბანაკის მიზანი კულტურათა შორის გაცვლა და ურთიერთგაგების ხელშეწყობაა. ბანაკში ბავშვები ცვლიან შეხედულებებს, აღმოაჩენენ განსხვავებებს და მსგავსებებს, უყალიბდებათ სოლიდარობა. ბავშვებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებია დაგეგმილი, ერთობიან სხვადასხვა თამაშებითა და სპორტით, ათვალიერებენ ავსტრიის ღირსშესანიშნაობებს, სტუმრობენ ხანდაზმულთა თავშესაფარს. ბანაკში მონაწილეობის მისაღებად […]
მოხალისეობრივი აქტივობების ჯილდო
მოხალისეობრივი აქტივობების ჯილდო ვენის სადაზღვევო ჯგუფის მიერ 2013 წლიდან ყოველწლიურად ტარდება კონკურსი წევრი კომპანიების თანამშრომლებს შორის განსაკუთრებული მოხალისეობრივი აქტივობების გამოსავლენად. ყოველწლიურად, VIG-ის თანამშრომელს აქვთ შესაძლებლობა დაასახელონ კოლეგები, რომლებიც თავისუფალ დროს, სამსახურის ფარგლებს გარეთ ასრულებენ მოხალისეობრივ სამუშაოებს. კონკურსში გამარჯვებული თანამშრომლები სხვადასხვა ქვეყნიდან კი ყოველწლიურად მიწვეულნი არიან ვენაში შაბათ-კვირის გასატარებლად.
გიუნტერ გეიერის ჯილდო სოციალური პასუხისმგებლობისთვის
გიუნტერ გეიერის ჯილდო სოციალური პასუხისმგებლობისთვის 2012 წლიდან ვენის სადაზღვევო ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის – გიუნტერ გეიერის სახელობის ჯილდო ენიჭებათ ჯგუფის წევრ სადაზღვევო კომპანიებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საზოგადოებაში თავიანთი საქმიანობით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებით. კომპანიების მიერ განხორციელებული აქტივობები ყოველწლიურად მრავალფეროვნებით გამოირჩევა და მოიცავს სხვადასხვა სოციალურ საკითხებს, თუმცა ყველა საქმიანობა ერთ მიზანს: საზოგადოებისთვის სიკეთის […]
სოციალური აქტივობის დღე
სოციალური აქტივობის დღე სოციალური აქტივობის დღის პროექტი 2011 წლიდან ყოველწლიურად იმართება ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრ კომპანიებში. პროექტის ფარგლებში ჯგუფში გაერთიანებული ყველა კომპანიის თანამშრომელს, შეუძლია ერთი სამუშაო დღე გაატაროს მოხალისედ, კეთილი მიზნების მხარდასაჭერად. „სოციალური აქტივობის დღეს“ ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნის თანამშრომელი იღებს მონაწილეობას. ყოველწლიურად, ჯგუფის მასშტაბით დაახლოებით 6 000 ადამიანი ახორციელებს მოხალისეობრივ სამუშაოებს.
მდგრადი განვითარების პოლიტიკა
მდგრადი განვითარების პოლიტიკა დაარსების დღიდან ვენის სადაზღვევო ჯგუფის კორპორაციული მენეჯმენტი ყოველთვის ითვალისწინებდა მდგრადობის ასპექტებს. ამ ფუნდამენტურმა მიდგომამ და ღირებულებაზე ორიენტირებული ზრდის მკაფიო სტრატეგიამ განაპირობა წარმატებული განვითარება ადგილობრივი სადაზღვევო კომპანიისგან საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფამდე. კომპანიის საქმიანობის მდგრად განვითარებას 5 სტრატეგიული ფოკუს წერტილი უზრუნველყოფს: კაპიტალდაბანდება – VIG მართავს დაახლოებით 34.4 მილიარდ ევროს ინვესტიციებს. ჯგუფის პრიორიტეტია პრემიის გადახდების ინვესტირება […]