დაიცავი, გადაამუშავე, გადაარჩინე

ირაო საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც ამაყობს თავისი 19-წლიანი ისტორიით და წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე როგორც საცალო, ასევე კორპორაციული დაზღვევის სეგმენტში.

ირაო 100%-ით ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია.

სწორედ ამიტომ, ირაო სრულად იზიარებს ვენის სადაზღვევო ჯგუფის ორსაუკუნოვან გამოცდილებას და მათ საერთო ღირებულებებს, განსაკუთრებით სოციალური ინიციატივების მიმართულებით. მეტსაც გეტყვით, კომპანიის პროექტები სრულად შეესაბამება ჯგუფის გლობალური კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიას, რაც საზოგადოებაზე დადებითი ზეგავლენის მოხდენისკენ მიმართული კოლექტიური ძალისხმევაა.

ამასთან, უკვე რამდენიმე წელია, რაც სადაზღვევო კომპანია ჩვენი დროის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევის, გარემოსდაცვითი მიმართულების მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს და ინიციატივას ნერგავს.

ირაოს მიზანია, გახდეს საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია, რომელიც გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმიზაციას შეძლებს, ხოლო სხვა კომპანიებს უჩვენებს მაგალითს, როგორ გახდნენ ეკომეგობრულები.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება მისი გარემოსდაცვითი, საინტერესო კონცეფციის პროექტი “დაიცავი, გადაამუშავე, გადაარჩინე”, რომლის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებით ირაოს ოფისი — უფრო მწვანე, საზოგადოების ქცევა კი უფრო ეკომეგობრული გახდა.

ირაოს გუნდი არა მხოლოდ აყალიბებს საკუთარ პრაქტიკას, ასევე ხელს უწყობს ეკოცნობიერების ჩამოყალიბებას ახალგაზრდებში.

გარემოსდაცვითმა ინიციატივებმა სადაზღვევო კომპანიის ყველა ოფისსა თუ სერვისცენტრში პლასტმასის გამოყენება მკვეთრად შეამცირა. გარდა ამისა, ირაოს გუნდმა ნარჩენების სპეციალურ ყუთებში დახარისხება დაიწყო, ხოლო ნაგვის ურნების ოპტიმიზაციით მათ წელიწადში 33 120-ით ნაკლები პოლიეთილენის პარკი გამოიყენეს.

ირაოს მიერ მდგრადი განვითარების მხარდასაჭერი აქტივობები ამით არ მთავრდება. კომპანიის თანამშრომლები სამი წლის მანძილზე დაწყებითი კლასის 800-მდე მოსწავლეს გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ შემეცნებითი და სახალისო გაკვეთილები უტარებდნენ, ხოლო თავად კი 2 წელია ორგანიზაცია სადაგთან ერთად ჩართულნი არიან სხვადასხვა ლოკაციების ნარჩენებისგან დასუფთავებაში.

ამას გარდა, 2023 წელს კომპანიამ თანამშრომლებში ყველაზე მასშტაბური ეკო-შეჯიბრება გამოაცხადა, რომლის ფარგლებში განხორციელებულ ეკო-აქტივობებში ერთი თვის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი აქტიურად მონაწილეობდა. საბოლოოდ, ეკო-შეჯიბრის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა და ამ მცირე პერიოდში ირაოს თანამშრომლებმა ჯამურად: 

  • ჩააბარეს 900 კგ მეორადი ქაღალდი და 300 კგ მეორადი პლასტმასა;
  • ჩაატარეს ეკო-მეგობრული გაკვეთილები 11 სკოლაში, რის შედეგად 330 მოსწავლეს ჩამოუყალიბდა ეკოცნობიერება.
  • ჩააბარეს 100-მდე ბატარეა;
  • მათ მიერ დასუფთავებულმა ადგილებმა მოიცვა 21 ტერიტორია და ექვსი სხვადასხვა რეგიონი.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ირაოს შვიდმა გუნდმა ერთი თვის განმავლობაში უარი თქვა ავტომობილის მოხმარებაზე და დაიწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება ან ფეხით გადაადგილება. ხოლო ათმა გუნდმა გარკვეულ ნივთებს მეორადი დანიშნულება უპოვა და კრეატიული პროექტები შექმნა.

ამ დროისთვის ირაოს გუნდი 300-მდე თანამშრომლისგან შედგება, რომელთა ძალისხმევითა და მაღალი კვალიფიკაციის დამსახურებით დღესდღეობით ირაო ბაზარზე საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს.

მრავალწლიანი გამოცდილებით და უამრავი კმაყოფილი მომხმარებლით ირაო სადაზღვევო ინდუსტრიის გაუმჯობესებასთან ერთად ქმედითი ნაბიჯებით აქტიურად უწყობს ხელს გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას, ხოლო მომავალში ბევრ საინტერესო სიახლეს გვპირდება.