სოციალური აქტივობის დღე

სოციალური აქტივობის დღის პროექტი 2011 წლიდან ყოველწლიურად იმართება ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრ კომპანიებში. პროექტის ფარგლებში ჯგუფში გაერთიანებული ყველა კომპანიის თანამშრომელს, შეუძლია ერთი სამუშაო დღე გაატაროს მოხალისედ, კეთილი მიზნების მხარდასაჭერად. „სოციალური აქტივობის დღეს“ ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნის თანამშრომელი იღებს მონაწილეობას. ყოველწლიურად, ჯგუფის მასშტაბით დაახლოებით 6 000 ადამიანი ახორციელებს მოხალისეობრივ სამუშაოებს.