ირაოს რომელი პაკეტი ფარავს საუკეთესოდ პროფილაქტიკურ კვლევებს?

ირაოს რომელი პაკეტი ფარავს საუკეთესოდ პროფილაქტიკურ კვლევებს?

სადაზღვევო კომპანია ირაოში ვცდილობთ, რომ ადამიანებს კონკრეტულად მათ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისი მივაწოდოთ. ევროპული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, პოლისებში ისეთ პირობებს ვითვალისწინებთ, რაც თითოეულ დაზღვეულს სჭირდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია პროფილაქტიკური კვლევები. ამ მხრივ, „პულსის“ პაკეტებში გარკვეული განსხვავებები არსებობს. 

ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ მაშინ არ უნდა დავიწყოთ, როდესაც კონკრეტული სიმპტომი შეგვაწუხებს. რეგულარული შემოწმება საშუალებას გვაძლევს, საკუთარ ჯანმრთელობას უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ და ცვლილებები დროულად შევნიშნოთ. ჯანმრთელობის დაზღვევის არჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ არა მხოლოდ გადაუდებელი და ჰოსპიტალური მომსახურება, არამედ პროფილაქტიკური კვლევების პირობებიც.

ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისში – „პულსი“ პროფილაქტიკური კვლევები პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილია. მათი დაფინანსება წელიწადში ორჯერ არის შესაძლებელი და მასში ერთი სისტემის ექოსკოპიაც შედის. პაკეტის მიხედვით განსხვავებულია დაფინანსების პროცენტი. ამიტომ არჩევანის გაკეთებისას მნიშვნელოვანია იცოდე, კონკრეტულად რას გთავაზობს თითოეული ვარიანტი.

რომელი პაკეტი აფინანსებს პროფილაქტიკურ კვლევებს ყველაზე მაღალი პროცენტით?

თუ შენთვის მთავარი სწორედ პროფილაქტიკური კვლევების დაფინანსებაა, „პრემიუმ“ და „პრემიუმ+“ პაკეტები საუკეთესო ვარიანტია. 

„კომფორტისა“ და „კომფორტ+“ პაკეტებში დაფინანსება შედარებით ნაკლებია. ამას მოჰყვება „კლასიკი“ და „კლასიკ+“ პაკეტები. ბოლოს კი, „სტანდარტი“ და „სტანდარტ+“ პაკეტები.
ამ განსხვავების ცოდნა დაგეხმარება, უკეთ შეაფასო პაკეტების რეალური ღირებულება. თუ შენთვის პროფილაქტიკური კვლევების რეგულარულად ჩატარება მნიშვნელოვანია, დაფინანსების მაღალი პროცენტის მქონე პაკეტი შეიძლება უფრო ხელსაყრელი არჩევანი იყოს. 

თუმცა, პაკეტის არჩევისას მხოლოდ პროფილაქტიკური კვლევების დაფინანსება არ უნდა გაითვალისწინო. ჩვენი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტები სხვა მომსახურებების დაფარვით, ლიმიტებითა და პირობებითაც განსხვავდება. ამიტომ, გადაწყვეტილების მიღებამდე მნიშვნელოვანია, მთლიანად შეაფასო, რამდენად შეესაბამება კონკრეტული პაკეტი შენს საჭიროებებს. 

რას მოიცავს პროფილაქტიკური კვლევების დაფინანსება?

პროფილაქტიკური კვლევების ჩატარების მიზანი ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული კონტროლია. სწორედ ამიტომ, „პულსში“ ამ მიმართულებას ცალკე მნიშვნელობას ვანიჭებთ.

ჩვენი პირობებით, დაზღვეულს პროფილაქტიკური კვლევებით სარგებლობა სადაზღვევო პერიოდში წელიწადში ორჯერ შეუძლია. ერთ-ერთი კვლევა ექოსკოპიასაც მოიცავს. ეს შესაძლებლობა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ჯანმრთელობის მდგომარეობა რეგულარულად შეიმოწმოს. 

პროფილაქტიკური კვლევებისთვის მიმართვის მიღება რამდენიმე გზით შეგიძლია. მიმართვა შესაძლებელია პირად ექიმთან სატელეფონო ან პირადი კონსულტაციის დროს მიიღო. ასევე შეგიძლია ისარგებლო ჩვენი აპლიკაციით ან პირადი სივრცით – ONLINE.IRAO.GE. პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება შესაძლებელია თბილისში და რეგიონებში – პირადი ექიმის დისლოკაციის ადგილებში. 

ასეთი მიდგომა სამედიცინო მომსახურების მიღებას უფრო მარტივს ხდის. საჭიროების შემთხვევაში, პირადი ექიმი დაგეხმარება შესაბამისი კვლევის შერჩევაში და გასცემს საჭირო მიმართვასა და რეკომენდაციას. 

რა განსხვავებაა „პულსის“ პაკეტებს შორის?

„პულსში“ ჯანმრთელობის დაზღვევის 4 ძირითად პაკეტს მოიცავს. ესენია „პრემიუმი“, „კომფორტი“, „კლასიკი“ და „სტანდარტი“. თითოეულ მათგანს აქვს პლუს ვერსიაც, რომელიც დამატებით თავისუფალი არჩევანის სქემასაც ითვალისწინებს.

პროფილაქტიკური კვლევების დაფინანსების კუთხით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი „პრემიუმ“ და „პრემიუმ+“ პაკეტებშია. შემდეგ მოდის „კომფორტი“ და „კომფორტ+“; ასევე, „კლასიკი“ და „კლასიკ+“ და ბოლოს კი, „სტანდარტი“ და „სტანდარტ+“.

პაკეტის შეფასებისას მხოლოდ დაფინანსების პროცენტზე ყურადღების გამახვილება საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, კიდევ რა სამედიცინო მომსახურებებს მოიცავს ის, რა ლიმიტები აქვს და როგორია მომსახურების მიღების პირობები. ჯანმრთელობის დაზღვევის ფასების შედარებისას ყოველთვიურ პრემიასთან ერთად, უნდა გაითვალისწინო, რა მოცულობის დაფარვას იღებ კონკრეტული პაკეტით. 

ანალიზები და ექოსკოპია – კომპლექსური დიაგნოსტიკის უპირატესობა

ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების ზუსტად შესაფასებლად ხშირად კონკრეტული ანალიზების პასუხები საკმარისი არ არის. საჭიროა, ექოსკოპიის ჩატარება. „პულსის“ პროფილაქტიკურ კვლევებში ლაბორატორიულ მაჩვენებლებთან ერთად, ერთი სისტემის ექოსკოპიური დიაგნოსტიკაც შედის.

ვიზუალიზაციისა და ლაბორატორიული მონაცემების ერთობლიობა ექიმს საშუალებას აძლევს, სრული სურათი ადრეულ ეტაპზევე დაინახოს. ეს მიდგომა პრევენციის ეფექტურობას მნიშვნელოვნად ზრდის. დაზღვევა ექსპერტებისგან სწორედ ასეთ სიღრმისეულ ანალიზს ეფუძნება. სადაზღვევო კომპანია ირაოში ვზრუნავთ, რომ ადამიანებმა ჯანმრთელობა, თავდაჯერებულობა და სტაბილურობა შეინარჩუნონ. 

ოჯახის ექიმის სქემა თუ თავისუფალი არჩევანი?

პროფილაქტიკური კვლევების დაფინანსების პროცენტი ორივე სქემაში ერთნაირია. განსხვავება მომსახურების მიღების მოდელშია.

ოჯახის ექიმის სქემით სარგებლობისას ჩვენთან გეყოლება პირადი ექიმი, რომელიც ჯანმრთელობის საკითხების მართვაში დაგეხმარება. მასთან დაკავშირება შეგიძლია ტელეფონით, პირადი ვიზიტით, აპლიკაციით ან პირადი სივრცის საშუალებით. საჭიროების შემთხვევაში, პირადი ექიმი შესაბამის მიმართვას გასცემს.

ზოგადად, თავისუფალი არჩევანის სქემა უფრო მეტ მოქნილობას გაძლევს კლინიკის შერჩევის დროს. თუმცა, გაითვალისწინე, რომ პროფილაქტიკური კვლევები მხოლოდ ოჯახის ექიმის დისლოკაციის ადგილებშია ხელმისაწვდომი. 

ამიტომ, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტების შედარებისას მხოლოდ დაფინანსების პროცენტს ნუ შეხედავ. დაფარვასთან ერთად გაითვალისწინე მომსახურების მიღების წესიც. შესაძლოა, შენთვის სწორედ ეს აღმოჩნდეს ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი.

რა უნდა გაითვალისწინოთ პაკეტის არჩევისას?

პირველი ნაბიჯი საკუთარი საჭიროებების განსაზღვრაა. დაფიქრდი, რამდენად ხშირად მიმართავ ექიმს, რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება და რომელი სხვა სამედიცინო მომსახურებები გსურს, რომ დაზღვევამ დაფაროს.

შემდეგ უკვე შეგიძლია პაკეტების პირობების შედარება. მაგალითად, პროფილაქტიკური კვლევების შემთხვევაში განსხვავება 70%-იან და 100%-იან დაფინანსებას შორის მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად, ყურადღება მიაქციე ლიმიტებს, თანადაფინანსებას, მომსახურების მიღების წესსა და სხვა მიმართულებების დაფარვას.

ჩვენი მიზანია, დაზღევის პოლისი მარტივად აარჩიოთ და პასუხი ყველა კითხვაზე გქონდეს. სწორედ ეს არის ადამიანზე ორიენტირებული დაზღვევის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი – მომხმარებელმა ზუსტად უნდა იცოდეს, რას იღებს და როგორ შეუძლია სერვისით სარგებლობა.

ჩვენს საქმიანობას VIG-ის (ვენის სადაზღვევო ჯგუფის) მრავალწლიანი ევროპული გამოცდილება და ცოდნა უდევს საფუძვლად. სადაზღვევო კომპანია ირაოს ამოცანაა, ეს საერთაშორისო სტანდარტები რეალურ სარგებლად ვაქციოთ. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დაზღვეული პირი გადაწყვეტილების მიღებისას თავდაჯერებული იყოს. ამიტომ, დაზღვევაზე საუბრისას ყოველთვის ვცდილობთ, რთული საკითხები მარტივად და გასაგებად ავხსნათ. სადაზღვევო კომპანია მხოლოდ მომსახურების მიმწოდებელი არ უნდა იყოს. ის იმ სანდო სადაზღვევო მრჩევლად უნდა გესახებოდეს, რომელსაც საჭირო დროს დაეყრდნობი.

ფაქტია, რომ პროფილაქტიკური კვლევების დაფინანსება „პულსის“ მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ ამ მომსახურებისთვის ყველაზე მაღალი დაფინანსება გჭირდება, „პრემიუმი„ და „პრემიუმ+“ უნდა აირჩიო. სხვა პაკეტებში დაფინანსება ეტაპობრივად მცირდება.

ხშირად დასმული კითხვები

რას ფარავს ჯანმრთელობის დაზღვევა?

დაფარვა კონკრეტულ პაკეტზეა დამოკიდებული. ჩვენს პოლისში „პულსი“ გათვალისწინებულია პირადი ექიმის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, პროფილაქტიკური კვლევების, პროფილაქტიკური ვაქცინაციის, ამბულატორიული და ჰოსპიტალური მომსახურების, მედიკამენტებისა და სხვა სერვისების დაფინანსება. პაკეტების მიხედვით განსხვავებულია დაფინანსების პროცენტები და ლიმიტები.

„პულსის“ პირობების გათვალისწინებით, პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება შესაძლებელია წელიწადში ორჯერ. ამაში შედის ერთი სისტემის ექოსკოპიაც.

„პრემიუმ“ და „პრემიუმ+“ პაკეტები. ამ შემთხვევაში პროფილაქტიკური კვლევები მაღალი მაჩვენებლით ფინანსდება.