დააზღვიე ავტომობილი 10 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით „ირაოში“ და მიიღე რეცხვა საჩუქრად

გინდა, რომ შენი ავტომობილი იყოს არა მხოლოდ დაცული, არამედ სუფთა და მოვლილიც? 10 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით „ირაოში“ დააზღვიე ავტომობილი და  საჩუქრად მიიღე პროფესიონალური რეცხვა.

ავტომობილის დაზღვევა ის აუცილებელი სერვისია, რომელიც უზრუნველყოფს მფლობელის ფინანსურ უსაფრთხოებას. არცერთი მძღოლი არ არის დაცული გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან – იქნება ეს ავარია, სტიქიური მოვლენები თუ მესამე პირების მიერ მიყენებული ზიანი. დაზღვევა საშუალებას გაძლევს, თავიდან აიცილო მოულოდნელი ხარჯები და მშვიდად მართო მანქანა, იცოდე, რომ ნებისმიერ სიტუაციაში დაცული ხარ.

გარდა ამისა, ავტომობილის დაზღვევა არ ეხება მხოლოდ ფინანსებს – ეს არის პირადი პასუხისმგებლობის საკითხიც და ხელს უწყობს გზაზე უსაფრთხოების გაძლიერებას. სწორედ ამიტომ, დაზღვევა არა მხოლოდ გონივრული არჩევანია, არამედ სიმშვიდისა და თავდაჯერებულობის საფუძველიც.

რას მიიღებთ ავტოდაზღვევის შეძენის შემთხვევაში?

ყველა მომხმარებელი, რომელიც 10 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით დააზღვევს ავტომობილს  „ირაოში“, საჩუქრად მიიღებს ავტომობილის რეცხვის სერვისს სამრეცხაო „საშხაპეში“.

როგორ უნდა მიიღო საჩუქარი?

  • შეიძინე ავტომობილის დაზღვევა 10-21 მარტის ჩათვლით.
  • მიიღეთ ვაუჩერი სამრეცხაო „საშხაპეში“ – აქციის ფარგლებში აქ ავტომობილის გარეცხვა სამჯერ შეგეძლება;
  • ისარგებლე მომსახურებით შენთვის მოსახერხებელ დროს.

სადაზღვევო კომპანია „ირაო“ მომხმარებლებს სთავაზობს მოქნილ და პერსონალიზებულ სადაზღვევო პაკეტებს, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ აირჩიოთ ისეთი პირობები, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება მათ ბიუჯეტსა და მოლოდინებს.

დაზღვევის ღირებულება დამოკიდებულია ავტომობილის ტიპზე, მძღოლის გამოცდილებაზე, ფრანშიზის ოდენობაზე, ლიმიტებსა და სხვა ფაქტორებზე. სრული ავტოდაზღვევის პაკეტის შეძენით კი ავტომატურად გადმოგეცემა საჩუქარიც – „საშხაპეში“ ავტომბილის სამჯერ გარეცხვის ვაუჩერი.

რაც მთავარია, ავტოდაზღვევის შეძენა „ირაოში“ ძალიან მარტივია. საკმარისია კომპანიის ვებგვერდზე დატოვო საკონტაქტო ან დაუკავშირდე ცხელ ხაზს. კომპანიის წარმომადგენელი მოკლე დროში დაგიკავშირდება და თავად დაგითვლის ინდივიდუალურად მორგებულ შეთავაზებას. 

„ირაო“ მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებითაც გამოირჩევა. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს 24/7-ზე დახმარებას საგზაო შემთხვევების დროს, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია, მიიღოთ მხარდაჭერა. „ირაო – ასისტანსი“ უზრუნველყოფს ევაკუატორის მომსახურებას, საბურავის შეცვლას, ავტომობილის დაქოქვას, საწვავის ადგილზე მიტანას და სხვა გადაუდებელ დახმარებას თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და მიმდებარე ტერიტორიებზე.

კომპანიას ჰყავს გამოცდილი და სანდო პარტნიორი ავტოსერვისების ქსელი, რომელიც დაზღვეულ ავტომობილებს უმოკლეს დროში უზრუნველყოფს შესაბამისი სერვისით. მცირე ზარალის შემთხვევებში შეგიძლია მიიღოთ დისტანციური მომსახურება, რაც დამატებით დროს დაგიზოგავს და დაზღვევის პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და ეფექტურს გახდის.

რატომ უნდა გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა?

ბევრისთვის დაზღვევა ავტომობილის უსაფრთხოების და კომფორტის გარანტიაა. მგზავრობა სავსეა მოულოდნელობებით — დაწყებული გზებზე მცირე ავარიებიდან, გაგრძელებული სერიოზული დაზიანებებითა და დამთავრებული უამინდობით გამოწვეული ზიანით. სწორედ ასეთ შემთხვევებში დაზღვევა ხდება შენი საუკეთესო დაცვა, რომელიც ფინანსურ სირთულეებს თავიდან აგარიდებს.

10-დან 21 მარტის ჩათვლით „ირაოს“ შემოთავაზებული აქციით კი, გარდა იმისა, რომ დაზღვევით საკუთარ ბიუჯეტს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან იცავ, დამატებით სარგებელსაც ნახავ – ეს ნიშნავს, რომ ავტომობილი არა მხოლოდ დაცული იქნება, არამედ მუდამ სუფთაც.

დაზღვევა, რომელიც მეტს გაძლევთ

არ გამოტოვო ეს განსაკუთრებული შეთავაზება – დააზღვიე ავტომობილი დღესვე და მიიღე პრემიუმ კლასის სერვისი საჩუქრად!

მართალია, მოულოდნელი შემთხვევები ყოველთვის შეიძლება მოხდეს, მაგრამ სწორად შერჩეული ავტოდაზღვევა მათ გავლენას მინიმუმამდე ამცირებს. „ირაოს“ შეთავაზება კი კიდევ ერთ დამატებით სარგებელს გაძლევს – დაცულ ავტომობილთან ერთად, სისუფთავესაც იღებ.