„ირაოს’’ კორპორატიული დაზღვევა - ყველა სექტორისთვის

,,ირაოს’’კორპორატიულიდაზღვევა - ყველა სექტორისთვის

თანამედროვე ბიზნესგარემოში წარმატებული კომპანიების მართვა უამრავ რისკთან არის დაკავშირებული.  „ირაოს’’ კორპორატიული დაზღვევა კი გთავაზობთ სრულყოფილ და კომპლექსურ მხარდაჭერას, რომელიც თქვენს ბიზნესს ფაქტობრივად ყველა პოტენციურ საფრთხეს აარიდებს. ჩვენი მიზანია, რომ თითოეულმა კომპანიამ შეძლოს სტაბილური ფუნქციონირება, ყოველგვარი გაუთვალისწინებელი სიურპრიზების გარეშე. ამიტომ, შეთავაზება, რომელსაც მომხმარებლებს ვთავაზობთ მაქსიმალურად მორგებულია სხვადასხვა სექტორის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე.

თუ გსურთ გაიგოთ, როგორ მუშაობს კორპორატიული დაზღვევა, როგორია პირობები და რა სარგებელი შეიძლება მიიღოთ დაზღვევის სხვადასხვა ტიპით, ეს ბლოგი ამ კითხვებზე პასუხების მოძებნაში ნამდვილად დაგეხმარებათ. აქ დეტალურად განვიხილავთ „ირაოს’’  შეთავაზებებსა და  იმ კომპონენტებს, რომლითაც შეძლებთ, გააანალიზოთ რისკები და დაიცვათ თქვენი ბიზნესის მომავალი.  

თანამშრომლებზე ზრუნვა, როგორც ბიზნესის წარმატების მთავარი სტრატეგია

თანამშრომლები ნებისმიერი კომპანიის მთავარი სიმდიდრეა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველა პასუხისმგებლიანი ორგანიზაციის პრიორიტეტი უნდა იყოს.   „ირაოს’’ ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა შექმნილია იმისთვის, რომ ბიზნესებმა თანამშრომლებისთვის ხარისხიანი და ყოვლისმომცველი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა შეძლონ.

დაზღვევის შეძენის მინიმალური პირობაა, რომ კომპანიაში დასაქმებული იყოს 5 და მეტი ადამიანი. ხოლო პაკეტში შედის როგორც აუცილებელი სერვისები – ოჯახის ექიმის კონსულტაცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პროფილაქტიკური კვლევები, ასევე სხვა მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი სპეციალიზებული მომსახურებები, როგორიცაა: კარდიოქირურგია, ონკოლოგია, გეგმური და გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია, სტომატოლოგიური მომსახურება და ორსულობის მხარდაჭერა.

გარდა ამისა, თითოეული დაზღვეულისთვის მნიშნელოვანია სერვისი, რომელიც პირადი სამედიცინო მენეჯერის მომსახურებას გულისხმობს – ეს არის სპეციალისტი, რომელიც მათ სამედიცინო სერვისების დროულ მიღებაში ეხმარება, გადაუდებელ შემთხვევებს აგვარებს და ყველა შესაძლო კითხვას პასუხობს. 

ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა აძლიერებს კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობას, ზრდის თანამშრომელთა ლოიალობას და საბოლოო ჯამში დადებითად აისახება სამუშაო გარემოზე.

ქონების დაზღვევა – თქვენი ბიზნესის უსაფრთხოების სრულყოფილი მექანიზმი

კომერციული ქონება წარმოადგენს იმ ფუნდამენტს, რომელზეც თქვენი ყოველდღიური ოპერაციები დგას, იქნება ეს ოფისი, საწარმოო ფართი, საწყობი თუ მაღაზია. შესაბამისად, ასეთი ქონების დაზღვევა საკმაოდ გონივრული და აუცილებელი ნაბიჯია, რადგან ნებისმიერი მოულოდნელი შემთხვევა: ხანძარი, წყალმომარაგების სისტემის ავარიული დაზიანება, ქურდობა ან სტიქიური უბედურება, შეიძლება კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური დარტყმა აღმოჩნდეს.

დაზღვევაში გათვალისწინებულია როგორც უძრავი ქონება (შენობები, ცალკეული ფართები, სამეურნეო ნაგებობები), ისე მოძრავი ქონება: ინვენტარი, ტექნიკა, საწარმოო ხაზები, კომპიუტერული და საკომუნიკაციო მოწყობილობები, მარაგები და პროდუქცია. ეს კომპლექსური დაფარვა უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენი ბიზნესი დაცული იყოს სრულად –  იმ მატერიალური რესურსების ჩათვლით, რომლებიც ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

„ირაოს’’ ქონების დაზღვევაში განსაზღვრულია შემდეგი რისკებიც:  ვანდალიზმი, აფეთქება, ფიქსირებული მინების დაზიანება, სატრანსპორტო საშუალებების შეჯახება და ა.შ. ასევე შესაძლებელია დააზღვიოთ ბიზნესის შეჩერებით გამოწვეული ფინანსური დანაკარგები და მესამე პირის წინაშე სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ეს იმას ნიშნავს, რომ დაზღვევა აგინაზღაურებთ ყველა იმ ხარჯს, რომელიც სამართლებრივად დაგეკისრებათ საქმიანობის განხორციელებისას, დაზღვევის ტერიტორიაზე მესამე პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებული ზიანისთვის.

ავტოპარკის დაზღვევა – ყოველდღიური ოპერაციების სტაბილურობისთვის

იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობისთვის სატრანსპორტო საშუალებებს იყენებენ, კორპორაციული ავტოდაზღვევა კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია. ავტოსაგზაო შემთხვევები, სტიქიური მოვლენები, ვანდალიზმი ან ქურდობა – ამ რისკებმა შესაძლოა ნებისმიერი ზომის ბიზნესის ოპერაციულ სტაბილურობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას.  სწორედ ამიტომ, კომპანიის ავტოპარკის უსაფრთხოებაზე ზრუნვა მრავალდონიან სადაზღვევო გადაწყვეტილებებს გულისხმობს – ამ საჭიროებას კი ,,ირაოს’’ კორპორაციული დაზღვევა სრულფასოვნად პასუხობს. 

დაზღვევა ვრცელდება როგორც კომპანიის საკუთრებაში არსებულ, ისე თანამშრომელთა პირად ავტომობილებზე, თუ ისინი სამსახურებრივი დანიშნულებით გამოიყენება. პაკეტი ფარავს მრავალფეროვან რისკებს: ავტოსაგზაო შემთხვევებს, ვანდალიზმს, სტიქიით, ხანძრით, აფეთქებით და ასევე  ავტომობილის ცალკეული დეტალებისა და აქსესუარების დაზიანებით ან დაკარგვით გამოწვეულ ზიანს.  დამატებით შესაძლებელია მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევაც, რაც კომპანიას იცავს იმ შემთხვევაშიც, თუ გზაზე დაშავდა სხვა მძღოლი, მგზავრი ან დაზიანდა სხვისი ქონება.

პაკეტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ასისტანსის სერვისს – „ირაოს’’ 24-საათიანი დახმარების ჯგუფი უზრუნველყოფს ევაკუატორს, საბურავის გამოცვლას, საწვავის ადგილზე მიტანას და სხვა გადაუდებელ დახმარებებს. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია თბილისსა და შემოგარენში, რაც რეგიონული საქმიანობისთვის დამატებითი უპირატესობაა. ასეთი დეტალურად გაწერილი სისტემა ქმნის დაცულობის განცდას და აყალიბებს საიმედო თანამშრომლობის საფუძველს.

სავალდებულო დაზღვევა და დამატებითი სერვისები – კომპლექსური მხარდაჭერა 

არსებობს საქმიანობის ისეთი ტიპები, სადაც გარკვეული ტიპის დაზღვევა  სავალდებულოა, რეგულაციებით განსაზღვრულია და პირდაპირ კავშირშია მესამე პირების უსაფრთხოებასთან. მაგალითად, მასობრივი თავშეყრის ადგილებში კომერციული ობიექტების მფლობელები (სავაჭრო ცენტრები, კინოთეატრები, გასართობი სივრცეები, საკონცერტო დარბაზები და სხვ.) ვალდებულნი არიან, ჰქონდეთ მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევის – აფეთქების, ხანძრის, კონსტრუქციული დაზიანების ან სხვა სახიფათო ინციდენტის შემთხვევაში, კომპანია დაფარავს იმ ზარალს, რომელიც შეიძლება მიადგეს სტუმრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას.

გარდა სავალდებულო დაზღვევისა, „ირაოს’’ კორპორატიული პაკეტი მოიცავს ისეთ სერვისებს, რომლებიც ხშირად ბიზნესგარემოში გადამწყვეტ როლს თამაშობს, მაგალითად, ასეთია: 

უბედური შემთხვევის დაზღვევა – ფარავს ხარჯებს სამუშაო პროცესში თანამშრომლის ტრამვის, შრომისუნარიანობის დროებით ან მუდმივად დაკარგვისა და  გარდაცვალების შემთხვევაში. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ლოგისტიკის, მშენებლობის, მრეწველობისა და მსგავსი სფეროებისთვის.

ტვირთის დაზღვევა –  აუცილებელია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო ან შიდა გადაზიდვებს სახმელეთო, საჰაერო ან საზღვაო მარშრუტით. დაზღვევა ფარავს ტრანსპორტირებისას ტვირთის დაზიანების, დაკარგვის, ქურდობის ან განადგურების შედეგად გამოწვეულ ზიანს.

საბანკო გარანტიები – საშუალებას აძლევს კომპანიებს მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებსა და ტენდერებში, სადაც აუცილებელია გარანტიის წარდგენა კომპანიის ფინანსური სტაბილურობის დასამტკიცებლად.

ამ სერვისების ერთობლიობა ქმნის ძლიერ, მოქნილ და მრავალფუნქციურ სადაზღვევო ჩარჩოს, რომელიც მარტივად ერგება როგორც სტარტაპების, ისე დიდი კორპორაციების საჭიროებებს. „ირაოს’’ ბიზნესის დაზღვევა არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური ზარალის ანაზღაურებით – ჩვენ გთავაზობთ მხარდაჭერის სისტემას, რომელიც კრიზისული სიტუაციების ეფექტურ მართვაში დაგეხმარებათ.

როგორ უნდა შეარჩიოს კომპანიამ დაზღვევის სწორი პაკეტი?

სადაზღვევო პაკეტის შერჩევისას მთავარი ამოსავალი წერტილი კონკრეტული კომპანიის სპეციფიკა და მის წინაშე არსებული რეალური რისკებია. არ აქვს მნიშვნელობა, საშუალო ზომის საწარმოს მართავთ თუ დიდ ინდუსტრიულ კორპორაციას – საქმიანობის სფერო, ქონების ტიპი, თანამშრომელთა რაოდენობა, ავტოპარკის მოცულობა და ლოგისტიკური ქსელი ის ფაქტორებია, რომლებიც პირდაპირ განსაზღვრავს, რომელი ტიპის დაზღვევა გახდება თქვენთვის პრიორიტეტული და რა კომპონენტებით უნდა დაკომპლექტდეს კორპორატიული პაკეტი.

წარმატებული გადაწყვეტილება მოიაზრებს როგორც რისკების სწორად იდენტიფიცირებას, ისე ბალანსის დაცვას შემოთავაზებული სერვისების მოცულობასა და კომპანიის ბიუჯეტს შორის. მნიშვნელოვანია, დაზღვევა აღქმული იყოს არა როგორც ზედმეტი ხარჯი, არამედ როგორც გონივრული ინვესტიცია, რომელიც სერიოზული ფინანსური ზარალის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ზუსტად ამ პრინციპით მუშაობს „ირაო’’, რომლის მრავალფეროვანი პაკეტები ყველა ტიპის ბიზნესს მოქნილ პირობებს სთავაზობს.

საუკეთესო შედეგს იძლევა პრაქტიკა, რომლის დროსაც კომპანიები სადაზღვევო კონსულტანტებთან ერთად აყალიბებენ საჭიროებების კონკრეტულ სიას – კომპანიის სტრუქტურისა და ოპერაციული რეალობიდან გამომდინარე. სწორედ ასეთ მონაცემებზე დაყრდნობით იქმნება ინდივიდუალური პაკეტი, რომელიც არა მხოლოდ აკმაყოფილებს თქვენს საჭიროებებს, არამედ მაქსიმალურად ერგება თქვენი ბიზნესის ყოველდღიურ ოპერაციებს. ასე გარდაიქმნება სტანდარტული დაზღვევა მრავალფუნქციურ, მოქნილ და რეალურად სასარგებლო სისტემად – სისტემად, რომელიც თქვენთვის საჭირო კომფორტს, ოპერაციულ სტაბილურობასა და გრძელვადიან დაცვას უზრუნველყოფს.

თუ ბიზნესის დაზღვევა გადაწყვეტილი გაქვს, ნამდვილად სწორ ადგილას ხარ !

ის ფაქტი, რომ ამ ბლოგს კითხულობ, ნიშნავს მხოლოდ ერთს – შენ, სავარაუდოდ, უკვე დაიწყე იმაზე ფიქრი, როგორ იზრუნო საკუთარი კომპანიის წარმატებულ მომავალზე. ბიზნესის დაზღვევა კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც შეგიძლია ამ მიზნის მისაღწევად გადადგა.

„ირაოს’’ გუნდს სხვადასხვა სფეროს ბიზნესებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და მზადაა დაგეხმაროს შენც, რათა აირჩიო დაზღვევის ის პაკეტი, რომელიც კონკრეტული კომპანიის სპეციფიკურ საჭიროებებსა და მიზნებს სრულად შეესაბამება.

ამიტომ, დაგვიკავშირდი დღესვე და ერთად შევქმნათ შენი ბიზნესისთვის უსაფრთხოების სრულყოფილი გეგმა.