როდის და როგორ შეგვიძლია ჯანმრთელობის დაზღვევის გამოყენება?

ჯანმრთელობის დაზღვევა ხშირად ასოცირდება პრობლემის მოგვარების უმტკივნეულო გზასთან. ცხადია, ეს ასეც არის – სადაზღვევო პოლისის ქონა უკვე ნიშნავს, რომ ფინანსური თავისტკივილი არიდებულია. თუმცა, გვავიწყდება, რომ სადაზღვევო პაკეტით პრობლემების პრევენციაც შესაძლებელია – გეგმიური კვლევები, ექიმთან კონსულტაცია ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით და მრავალი სხვა სერვისი ბევრ პრობლემას აგვარიდებს.

თუმცა, მხოლოდ დაზღვევის შეძენა არ არის საკმარისი – ჯანმრთელობის დაზღვევის გამოყენება, თანაც მაქსიმალურად ეფექტურად, დამოკიდებულია სწორად შერჩეულ პოლისზე, მომსახურების პირობების კარგად გააზრებასა და სერვისების სწორად გამოყენებაზე.

სანამ დაზღვევის ეფექტურ გამოყენებაზე ვისაუბრებთ, საჭიროა სერვისის ტიპების კარგად გაცნობა. სხვადასხვა პოლისი განსხვავებულ მომსახურებებს მოიცავს და უნდა შევარჩიოთ ის, რომელიც ჩვენს საჭიროებებს საუკეთესოდ მოერგება.

დაზღვევა შეიძლება იყოს როგორც სახელმწიფო, ისევე კერძო. მაგალითად, საქართველოში სახელმწიფოს მიერ სამედიცინო საჭიროებების ანაზღაურება დამოკიდებულია თქვენს შემოსავალზე, ხოლო ჯანმრთელობის კერძო დაზღვევა, იქნება ეს ინდივიდუალური თუ კორპორაციული, გაძლევთ საშუალებას, მეტად თქვენზე მორგებული მომსახურება მიიღოთ.

ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევა და მისი ბენეფიტები

ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევა გათვლილია ერთ ადამიანზე და მოიცავს სამედიცინო ხარჯების დაფარვას, გეგმიურ და გადაუდებელ მომსახურებას, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში – პრევენციულ გამოკვლევებს. ინდივიდუალური შეიძლება იყოს როგორც ჯანმრთელობის კერძო დაზღვევა, ისე სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული პაკეტი (ე.წ. საყოველთაო დაზღვევა).

საქართველოში ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევა ერთერთ ყველაზე პოპულარულ მომსახურებად ითვლება. მისი საშუალებით, თქვენ შეძლებთ მაქსიმალურად თქვენზე მორგებული პაკეტი შეარჩიოთ.

მაგალითად, კომპანია „ირაო“ მომხმარებელს ინდივიდუალური დაზღვევა „პულსის“ ოთხ განსხვავებულ პაკეტს სთავაზობს. ამ შემთხვევაში მომხმარებელს აქვს დიდი არჩევანი, თუ რომელ პაკეტს შეიძენს: სტანდარტი, კომფორტი, კომფორტ+ და პრემიუმი. თითოეული პაკეტი. „ირაოს“ შეთავაზებული სერვისი სრულად ერგება მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებს და სთავაზობს მათ სერვისის დიდ არჩევანს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ანაზღაურების პროცესი სწრაფი და მარტივია, რაც სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. გარდა ამისა, დაზღვევის მართვა მობილური აპლიკაციით შეგიძლიათ, რაც სერვისის გამოყენებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

“ირაოს” ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა მომხმარებლებს მრავალფეროვან მომსახურებებს სთავაზობს. პოლისის პირობების მიხედვით, დაზღვეულს შეუძლია ისარგებლოს ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურებით, რაც გულისხმობს ექიმების კონსულტაციებს, დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს, ქირურგიულ ჩარევებსა და ჰოსპიტალიზაციას. გარდა ამისა, დაზღვევა მოიცავს გადაუდებელ დახმარებას, მედიკამენტებსა და სტომატოლოგიურ მომსახურებასაც კი.

ამ სერვისების მიღება შესაძლებელია როგორც “ირაოს” პროვაიდერ, ასევე სხვა კლინიკებშიც – ეს კი დაზღვეულს დამატებით ფინანსურ შეღავათებს სთავაზობს. პრევენციული მედიცინის ხელშეწყობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც ჯანმრთელობის დაზღვევის სწორად გამოყენებას გულისხმობს. ადამიანები ხშირად არ ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე მანამ, სანამ სერიოზული პრობლემა არ გაჩნდება, თუმცა, ჯანმრთელობის დაზღვევა საშუალებას გაძლევთ, რეგულარულად ჩაიტაროთ საჭირო გამოკვლევები და თავიდან აიცილოთ რთული დაავადებების განვითარება.

ინდივიდუალური დაზღვევის შერჩევისას მნიშვნელოვანია, კარგად გაეცნოთ პოლისის პირობებს, ლიმიტებსა და სხვა მცირე, თუმცა მნიშვნელოვან დეტალებს. დაზღვევა ნაწილობრივ ან სრულად ფარავს კონკრეტულ სამედიცინო მომსახურებებს. ამიტომ, სანამ პოლისს შეიძენთ, აუცილებელია, გაარკვიოთ, რამდენად შეესაბამება ის თქვენს საჭიროებებს.

ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა – როგორ გამოვიყენოთ ის?

ჯანმრთელობის კორპორატიული  დაზღვევა ერთერთი ყველაზე პოპულარული და ეფექტური გზა არის, რომლითაც დამსაქმებლები თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვასა და ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფენ. ის არა მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, არამედ ძლიერი მოტივატორიც, რომელიც კომპანიებს უპირატესობას ანიჭებს.

“ირაოს” ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა სხვადასხვა ზომის კომპანიებისთვისაა განკუთვნილი და თანამშრომლებს ფართო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს. პოლისის პირობები მორგებულია კონკრეტული ორგანიზაციის საჭიროებებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას შეუძლია შეარჩიოს ისეთი პაკეტი, რომელიც საუკეთესო იქნება როგორც თანამშრომლებისთვის, ისე დამსაქმებლის ბიუჯეტისთვის.

კორპორაციული დაზღვევა მოიცავს როგორც გეგმიურ, ისე გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას. თანამშრომლებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ოჯახის ექიმის და პროფილური სპეციალისტების კონსულტაციებით, ჩაიტარონ საჭირო დიაგნოსტიკური გამოკვლევები და მიიღონ აუცილებელი სერვისები. გარდა ამისა, პოლისი ფარავს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას, ჰოსპიტალიზაციასა და მედიკამენტების შეღავათიან ფასად შეძენასაც კი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თანამშრომლებს აღარ უწევთ მოულოდნელი სამედიცინო ხარჯების დამოუკიდებლად დაფარვა.

კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ კომპანიას შეუძლია საკუთარი საჭიროებების მიხედვით შეარჩიოს დაზღვევის პირობები და მოარგოს ის თავის თანამშრომლებს. ხშირად კომპანია თანამშრომლების ოჯახის წევრებსაც ითვალისწინებს, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ კმაყოფილებას და ლოიალობას დამსაქმებლის მიმართ.

კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ აირჩიონ ისეთი სადაზღვევო პაკეტი, რომელიც არა მხოლოდ ფინანსურად მისაღები იქნება, არამედ თანამშრომლების ჯანმრთელობის მაქსიმალურ დაცვასაც უზრუნველყოფს. “ირაო” მათ სთავაზობს მოქნილ და მათზე მორგებულ კორპორატიულ დაზღვევას, რომელიც ითვალისწინებს როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სამედიცინო სერვისების ფართო სპექტრს. შედეგად, თანამშრომლები დაცულნი არიან მოულოდნელი სამედიცინო შემთხვევებისგან, ხოლო კომპანიები იღებენ უფრო პროდუქტიულ და მოტივირებულ სამუშაო ძალას.

როგორ უნდა მოითხოვოთ სადაზღვევო თანხა?

ჯანმრთელობის დაზღვევის ეფექტურად გამოყენება მხოლოდ სამედიცინო მომსახურების დაფარვით არ შემოიფარგლება. ხშირად დაზღვეულ პირებს უწევთ სადაზღვევო კომპანიისგან თანხის მოთხოვნა იმ შემთხვევებში, როდესაც მომსახურება საკუთარი სახსრებით დააფინანსეს და შემდეგ კომპენსაცია სჭირდებათ. ამისთვის აუცილებელია ყველა პროცედურის სწორად გავლა, რომ მოთხოვნა დამუშავდეს და თანხის ანაზღაურება უპრობლემოდ მოხდეს.

ამ პროცესში პირველი ნაბიჯი არის იმ დოკუმენტაციის შეგროვება, რომელიც ადასტურებს გაწეულ ხარჯს. ამ დოკუმენტებში შეიძლება შედიოდეს ფორმა 100, იგივე ექიმის დანიშნულება, რომელიც მიუთითებს ჩატარებული გამოკვლევების, მკურნალობის ან წამლების აუცილებლობაზე; საავადმყოფოს ან კლინიკის მიერ გაცემული ოფიციალური ფინანსური ანგარიში, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი მიღებული მომსახურება; გადახდის დამადასტურებელი ქვითრები ან ინვოისები, რომლებიც ასახავს რეალურად გაწეულ ხარჯს. 

ამ დოკუმენტების შეგროვების შემდეგ საჭიროა განაცხადის ფორმის შევსება. კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლოა საჭირო იყოს ონლაინ პლატფორმის გამოყენება ან განაცხადის ფიზიკურად შეტანა. მნიშვნელოვანია, რომ ფორმა სწორად და სრულად იყოს შევსებული, რათა თავიდან იქნას აცილებული დამატებითი დროის დაკარგვა ან მოთხოვნის უარყოფა ტექნიკური მიზეზებით. 

კომპანია „ირაოში“ ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ამ პროცედურის გავლა მობილური აპლიკაციის/ვებ-პორტალის მეშვეობით, ნებისმიერ დროსა და ადგილას.

რა უნდა გავაკეთოთ, თუ მოთხოვნა უარყოფილია?

არსებობს შემთხვევები, როდესაც სადაზღვევო კომპანია უარს აცხადებს თანხის ანაზღაურებაზე. ამის მიზეზები შესაძლოა იყოს არასწორად შევსებული ფორმა, არასაკმარისი დოკუმენტაცია ან ის, რომ მოთხოვნილი მომსახურება პოლისის პირობებში არ შედის.

თუ მოთხოვნა უარყოფილია, პირველ რიგში, უნდა გადაამოწმოთ კომპანიის მიერ გაცემული პასუხი და გაარკვიოთ, რა გახდა უარის მიზეზი. თუ დოკუმენტაციაში რაიმე ნაკლოვანებაა, შესაძლებელია დამატებითი საბუთების წარდგენა და ხელახალი განაცხადის გაკეთება იყოს გამოსავალი.

იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ სადაზღვევო კომპანიის გადაწყვეტილება უსამართლოა და პოლისი ნამდვილად ფარავს მოთხოვნილ მომსახურებას, შეგიძლიათ მიმართოთ სადაზღვევო კომპანიის შესაბამის განყოფილებას. მაგალითად, კომპანია „ირაოში“ შეგიძლიათ მიმართოთ ხარისხის მართვის დეარტამენტს. სწორედ ისინი განიხილავენ თქვენს მოთხოვნას და მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებულად მიიღებენ გადაწყვეტილებას.

სადაზღვევო თანხის მიღების პროცესი შეიძლება მარტივი იყოს, თუ ყველა დოკუმენტს სწორად შეაგროვებთ და მოთხოვნის ფორმას ყურადღებით შეავსებთ. თუმცა, უარის შემთხვევაში მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ უნდა იმოქმედოთ, რათა თქვენი უფლებები მაქსიმალურად დაიცვათ.