ჯანმრთელობის დაზღვევა ირაო პულსი

ჯანმრთელობის დაზღვევა "პულსი"

“პულსის” ინდივიდუალური დაზღვევის პოლისს მრავალფეროვანი პაკეტები აქვს. თითოეულ მათგანს განსხვავებული თანადაფინანსების პროცენტი და ლიმიტი გააჩნია. გადახედე პირობებს და აარჩიე შენზე მორგებული ჯანმრთელობის დაზღვევა.

პრემიუმი

135 ₾ – დან

თვეში

კომფორტ +

100 ₾ – დან

თვეში

კომფორტი

80 ₾ – დან

თვეში

სტანდარტი

65 ₾ – დან

თვეში

"პულსის" სერვისი სრულადაა მორგებული შენს საჭიროებებზე და გთავაზობს კლინიკების თავისუფალ არჩევანს. ანაზღაურება სწრაფად და მარტივად გაიცემა, თანაც, დაზღვევის მართვა მობილური აპლიკაციით შეგიძლია.

ირაო ასისტანსი - 24 საათიანი ცხელი ხაზი;

პირადი ექიმის სამსახური;

სასწრაფო სამედიცინო მომსახურება;

პროფილაქტიკური კვლევები;

ჰოსპიტალური მომსახურება;

კარდიოლოგია;

ამბულატორიული მომსახურება;

ორსულობა და მშობიარობა;

პროფილაქტიკური ვაქცინაცია;

ონკოლოგია;

მედიკამენტები;

სტომატოლოგია

მომსახურების მიღება ორგვარად შეგიძლია: დაუკავშირდე ოჯახის ექიმს და მიმართო პროვაიდერ კლინიკას, რათა გადახდისას ისარგებლო თანადაფინანსებით, ან მიმართო სასურველ ლიცენზირებულ კლინიკას და შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე მიიღო ანაზღაურება.

ჩვენი პარტნიორი კლინიკების ჩამონათვალს ნახავ ამ ბმულზე.

თანხის ანაზღაურებას შეძლებ ონლაინ, ირაოს აპლიკაციის ან ვებპორტალის (online.irao.ge) მეშვეობით. ასევე შეგიძლია ეწვიო ფილიალებს და სპეციალურ ყუთებში მოათავსო შენი დოკუმენტაცია.

ნებისმიერი ოდენობის თანხა აგინაზღაურდება მაქსიმუმ 2 სამუშაო დღეში.

მომსახურების მიღება შეგიძლია როგორც პროვაიდერ კლინიკაში, ასევე სასურველ არაპროვაიდერ ლიცენზირებულ კლინიკაში, სადაც ჯერ სრულად გადაიხდი თანხას, შემდეგ კი მოითხოვ ანაზღაურებას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე.

ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა მოქმედებს მხოლოდ პროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკებში.

ამბულატორიული სერვისებისა და მედიკამენტების ასანაზღაურებლად დაგჭირდება:

  • ფორმა 100/დანიშნულება (ბეჭდით და ხელმოწერით);
  • გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
  • შემოსავლის ორდერი (გინეკოლოგთან და უროლოგთან მომსახურების მიღების შემთხვევაში აუცილებელია ჩატარებული კვლევების პასუხებიც).

სტომატოლოგიური ხარჯების ასანაზღაურებლად დაგჭირდება:

  • ფორმა 100;
  • გადახდის ქვითარი;
  • სალაროს შემოსავლის ორდერი;
  • რენტგენი მომსახურების მიღებამდე და მის შემდეგ (გარდა ჰიგიენური წმენდისა, ლორწოვანი გარსის მკურნალობისა, ონკოლოგიური პაციენტებისა, 13 წლამდე ბავშვებისა და ორსულებისა და შემთხვევებისა, თუ პაციენტს რენტგენი არ გადაუღია).

მიმართვა მედიკამენტებზე შეგიძლია მოითხოვო ოჯახის ექიმთან. ასევე, შეძლებ, მიმართვა მოითხოვო დისტანციურად, ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით - ამ შემთხვევაში, დაგჭირდება ფორმა 100 ან ექიმის დანიშნულება.

"პულსის" პოლისის გააქტიურების თარიღის არჩევა შეძენიდან 14 დღეში შეგიძლია. ამ ვადის გასვლის შემდეგ, შენ მიიღებ წვდომას პაკეტით გათვალისწინებულ სერვისებზე (გარდა იმ სერვისებისა, რომელზეც მოქმედებს მოცდის პერიოდი).

ირაო ერთ-ერთი ლიდერი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, რომელიც ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში 20-წლიანი გამოცდილებით გამოირჩევა და 100%-ით “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” მფლობელობაშია. ეს კომპანიის რეპუტაციას კიდევ უფრო ამყარებსწ და მომხმარებლებისთვის დამატებით სანდოობის გარანტიას წარმოადგენს. ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანი თქვენთვის მაღალი ხარისხის სერვისების მოწოდებაა, რაც მომხმარებელთა კმაყოფილებაში ნათლად არის გამოხატული.  ჩვენი კომპანიის რეპუტაცია დაფუძნებულია პროფესიონალიზმსა და მომხმარებელთა ინტერესებისადმი ორიენტირებულ მიდგომაზე. სწორედ ამიტომ გვიცხადებს ნდობას უამრავი ადამიანი და გვირჩევს ჩვენ.

მოქნილი და ინდივიდუალური პაკეტები:

თითოეული მომხმარებლის მოთხოვნები განსხვავებულია, ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევის მრავალფეროვან პაკეტებს, რომლებიც მორგებულია ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე. ჯანმრთელობის კერძო დაზღვევა შეიცავს სხვადასხვა პაკეტებს და თითოეულ პაკეტს აქვს განსხვავებული ღირებულება, თანადაფინანსების პროცენტი და ლიმიტი, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, აირჩიონ მათთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი. ეს ყოველივე უზრუნველყოფს, რომ თითოეულმა პირმა მიიღოს ის სერვისი, რომელიც მათზეა მორგებული. ეს შეიძლება მოიცავდეს როგორც გეგმიურ შემოწმებებს, ასევე მედიკამენტების დაფინანსებას, გადაუდებელი დახმარების სერვისებს და ა.შ.

 

ჯანმრთელობის დაზღვევა - ფასები

 

ირაოს ჯანმრთელობის დაზღვევა მორგებულია თითოეული მომხმარებლის ფინანსურ შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე. პაკეტების ფასები განისაზღვრება მათში ჩართული სერვისების რაოდენობითა და დაფინანსების ლიმიტებით.

ირაო გთავაზობთ როგორც ბიუჯეტურ “სტანდარტ” პაკეტს, ასევე კომფორტ და პრემიუმ პაკეტებს, რომლებიც ითვალისწინებს მკურნალობასთან დაკავშირებულ სერვისებს.


გამჭვირვალობა და ინოვაცია

ირაო გამოირჩევა გამჭვირვალობითა და მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული მიდგომით. თითოეული დაზღვევის პაკეტში დეტალურად არის აღწერილი მომსახურების პირობები, რაც ხელს უწყობს ინფორმირებული და გააზრებული არჩევნის გაკეთებას. გარდა ამისა ირაო მუდმივად ანვითარებს და აუმჯობესებს სერვისებს, რათა მომხმარებლებს შესთავაზოს როგორც თანამედროვე და ინოვაციური დაზღვევის პირობები, ასევე მარტივად გამოსაყენებელი  ვებ პლატფორმა, მომხმარებელზე მორგებული აპლიკაცია და სწრაფი მომსახურების სისტემა, რაც უზრუნველყოფს კიდევ უფრო კომფორტულ სერვისს.

დაზღვევის პირობების სანახავად გადადით ბმულზე