ჯანმრთელობის დაზღვევა "პულსი"
“პულსის” ინდივიდუალური დაზღვევის პოლისს მრავალფეროვანი პაკეტები აქვს. თითოეულ მათგანს განსხვავებული თანადაფინანსების პროცენტი და ლიმიტი გააჩნია. გადახედე პირობებს და აარჩიე შენზე მორგებული ჯანმრთელობის დაზღვევა.
პრემიუმი
135 ₾ – დან
თვეში
შენიშვნა
*აღნიშნულ სერვისებზე მოქმედებს საერთო ჯამური ლიმიტი
მოითხოვე ზარი
კომფორტ +
100 ₾ – დან
თვეში
შენიშვნა
*აღნიშნულ სერვისებზე მოქმედებს საერთო ჯამური ლიმიტი
მოითხოვე ზარი
კომფორტი
80 ₾ – დან
თვეში
შენიშვნა
*აღნიშნულ სერვისებზე მოქმედებს საერთო ჯამური ლიმიტი
მოითხოვე ზარი
სტანდარტი
65 ₾ – დან
თვეში
შენიშვნა
*აღნიშნულ სერვისებზე მოქმედებს საერთო ჯამური ლიმიტი
მოითხოვე ზარი
შენიშვნა
*აღნიშნულ სერვისებზე მოქმედებს საერთო ჯამური ლიმიტი
"პულსის" სერვისი სრულადაა მორგებული შენს საჭიროებებზე და გთავაზობს კლინიკების თავისუფალ არჩევანს. ანაზღაურება სწრაფად და მარტივად გაიცემა, თანაც, დაზღვევის მართვა მობილური აპლიკაციით შეგიძლია.
ირაო ასისტანსი - 24 საათიანი ცხელი ხაზი;
პირადი ექიმის სამსახური;
სასწრაფო სამედიცინო მომსახურება;
პროფილაქტიკური კვლევები;
ჰოსპიტალური მომსახურება;
კარდიოლოგია;
ამბულატორიული მომსახურება;
ორსულობა და მშობიარობა;
პროფილაქტიკური ვაქცინაცია;
ონკოლოგია;
მედიკამენტები;
სტომატოლოგია
მომსახურების მიღება ორგვარად შეგიძლია: დაუკავშირდე ოჯახის ექიმს და მიმართო პროვაიდერ კლინიკას, რათა გადახდისას ისარგებლო თანადაფინანსებით, ან მიმართო სასურველ ლიცენზირებულ კლინიკას და შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე მიიღო ანაზღაურება.
ჩვენი პარტნიორი კლინიკების ჩამონათვალს ნახავ ამ ბმულზე.
თანხის ანაზღაურებას შეძლებ ონლაინ, ირაოს აპლიკაციის ან ვებპორტალის (online.irao.ge) მეშვეობით. ასევე შეგიძლია ეწვიო ფილიალებს და სპეციალურ ყუთებში მოათავსო შენი დოკუმენტაცია.
ნებისმიერი ოდენობის თანხა აგინაზღაურდება მაქსიმუმ 2 სამუშაო დღეში.
მომსახურების მიღება შეგიძლია როგორც პროვაიდერ კლინიკაში, ასევე სასურველ არაპროვაიდერ ლიცენზირებულ კლინიკაში, სადაც ჯერ სრულად გადაიხდი თანხას, შემდეგ კი მოითხოვ ანაზღაურებას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე.
ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა მოქმედებს მხოლოდ პროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკებში.
ამბულატორიული სერვისებისა და მედიკამენტების ასანაზღაურებლად დაგჭირდება:
- ფორმა 100/დანიშნულება (ბეჭდით და ხელმოწერით);
- გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
- შემოსავლის ორდერი (გინეკოლოგთან და უროლოგთან მომსახურების მიღების შემთხვევაში აუცილებელია ჩატარებული კვლევების პასუხებიც).
სტომატოლოგიური ხარჯების ასანაზღაურებლად დაგჭირდება:
- ფორმა 100;
- გადახდის ქვითარი;
- სალაროს შემოსავლის ორდერი;
- რენტგენი მომსახურების მიღებამდე და მის შემდეგ (გარდა ჰიგიენური წმენდისა, ლორწოვანი გარსის მკურნალობისა, ონკოლოგიური პაციენტებისა, 13 წლამდე ბავშვებისა და ორსულებისა და შემთხვევებისა, თუ პაციენტს რენტგენი არ გადაუღია).
მიმართვა მედიკამენტებზე შეგიძლია მოითხოვო ოჯახის ექიმთან. ასევე, შეძლებ, მიმართვა მოითხოვო დისტანციურად, ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით - ამ შემთხვევაში, დაგჭირდება ფორმა 100 ან ექიმის დანიშნულება.
"პულსის" პოლისის გააქტიურების თარიღის არჩევა შეძენიდან 14 დღეში შეგიძლია. ამ ვადის გასვლის შემდეგ, შენ მიიღებ წვდომას პაკეტით გათვალისწინებულ სერვისებზე (გარდა იმ სერვისებისა, რომელზეც მოქმედებს მოცდის პერიოდი).
დაზღვევის პირობების სანახავად გადადით ბმულზე