ქონების დაზღვევა ირაო

ქონების დაზღვევა

კომერციული დანიშნულების ქონების დაზღვევა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბიზნესისთვის, რომელიც ფლობს შენობას, ძვირადღირებულ ინვენტარსა და აღჭურვილობას. ის ეხმარება თქვენს ბიზნესს , რომ დაიცვას ფინანსური ზარალისგან ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს, როგორიცაა ხანძარი, ქურდობა თუ სხვა.

ჩვენთან შეგიძლია დააზღვიო ქონება, რომელიც ბიზნესს წარმატების მიღწევისთვის სჭირდება:

  • შენობა: საწარმოო, ადმინისტრაციული, სოციალურ-კულტურული დანიშნულების ან საზოგადოებრივი მოხმარების ნაგებობა, განუყოფელი კონსტრუქციული ელემენტებისა და შიდა/გარე მოპირკეთების ჩათვლით;

  • ცალკეული ფართი შენობებში: განუყოფელი კონსტრუქციული ელემენტების ჩათვლით;

  • სამეურნეო ნაგებობები: ავტოფარეხები, საწყობები, საცავები, განუყოფელი კონსტრუქციული ელემენტებისა და შიდა/გარე მოპირკეთების ჩათვლით;

  • საწარმოო და ტექნოლოგიური ხაზები, მანქანა–დანადგარები (ჩარხები, საწარმოო-ტექნოლოგიური დანიშნულების მექანიზმები და მოწყობილობები, კოშკები), განუყოფელი კონსტრუქციული ელემენტებისა და შიდა/გარე მოპირკეთების ჩათვლით;

  • საკომუნიკაციო მოწყობილობები (სისტემები, აპარატები), მაღალი ძაბვის მანქანები;

  • პროდუქცია, საქონელი, მარაგები და სხვა სასაქონლო-მატერიალური ნივთები: პროდუქციის, საქონლისა და მარაგების ქურდობისაგან დაზღვევა შესაძლებელია მათი საწყობში მოთავსებითა და 24 საათის განმავლობაში დაცვით - იქნება ეს ადამიანური რესურსის გამოყოფა თუ ქურდობის საწინააღმდეგო დაცვის სისტემით გამართვა. დაზღვევისას, მარაგები განლაგებული უნდა იყოს მიწის დონიდან არაუმცირეს 12 სანტიმეტრის სიმაღლეზე და კედლიდან არაუმცირეს 30 სანტიმეტრის მანძილზე;

  • ინვენტარი (ავეჯი, საყოფაცხოვრებო მოწყობილობები, ელექტროტექნიკა, კომპიუტერები, ორგანიზაციული ტექნიკა) და სხვა;
  • გაითვალისწინე,რომ დაზღვეული ობიექტების კონკრეტული ჩამონათვალი განისაზღვრება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.

ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა

ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა, საჰაერო ხომალდის/მისი ნაწილების ვარდნა

წყალგაყვანილობისა და სადრენაჟო სისტემიდან გამონადენი წყლით მიყენებული პირდაპირი დაზიანება, წყლის, ზეთის ან ნავთობის საქვაბეებიდან ან მილებიდან ამოხეთქვა ან გამოჟონვა

ფიქსირებული მინების დაზიანება

სატრანსპორტო საშუალების შეჯახება

შტორმი, ქარიშხალი, სეტყვა, მეწყერი, ქვის ცვენა, თოვლის სიმძიმე, მიწისძვრა, წყალდიდობა

დამატებით შეგიძლიათ დააზღვიოთ: 

  • ბიზნეს საქმიანობის შეჩერება, რომელიც გამოწვეულია დაზღვეული ქონების განადგურებით ან დაზიანებით. დაზღვევა აგინაზღაურებთ საქმიანობის შეჩერების პერიოდში მიღებულ ფინანსურ დანაკარგს;

  • მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობა  - დაზღვევა აგინაზღაურებთ ყველა იმ ხარჯს, რომელიც სამართლებრივად დაგეკისრებათ საქმიანობის განხორციელებისას, დაზღვევის ტერიტორიაზე მესამე პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისათვის მიყენებული ზიანისათვის.

დაზღვევის ფასის გამოთვლისა და სხვა დეტალებისთვის: 

  • სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დაზიანებულ ობიექტს ათვალიერებს, ასურათებს ირაოს წარმომადგნელი.
  • ზიანის ოდენობა განისაზღვრება დამზღვევის მიერ წარმოდგენილი კალკულაციის საფუძველზე.
  • საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნა საექსპერტო შეფასების უფლების მქონე ორგანიზაციის მეშვეობით.
  • ექსპერტიზის დანიშვნის უფლება აქვს როგორც ირაოს, ისე დამზღვევს.
  1. დაუყოვნებლივ დააფიქსირე შემთხვევა ირაოს ცხელ ხაზზე 2 949 949
  2. დაუყოვნებლივ შეატყობინე შესაბამის ორგანოებს: (შსს, საპატრულო პოლიცია, სახანძრო სამსახური, შესაბამისი საავარიო ორგანოები და ა.შ.)
  3. არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა ვადაში მოგვმართე წერილობითი მოთხოვნით, რომელიც უნდა შეიცავდეს ზარალის დეტალურ აღწერას, დაზიანებული/ დაკარგული ნივთების, მათი ღირებულებების და ზიანის საერთო ოდენობის მითითებით.
  4. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ, ირაოს წარმომადგენლის მიერ ობიექტის დათვალიერებამდე, არ შეაკეთო ან გადააადგილო დაზიანებული ობიექტი/ნივთები.
  5. მიიღე ყველა აუცილებელი ზომა დაზღვეული ქონების განადგურების თავიდან ასაცილებლად და შესაძლო ზარალის შესამცირებლად.