ავტოდაზღვევა კასკო
დააზღვიე ავტომობილი მარტივად და მიიღე შენზე მორგებული ექსკლუზიური პირობები.
ამ პოლისში შედის:
- ინდივიდუალური ტარიფები ავტომობილის მართვის გამოცდილების მიხედვით;
- შენს საჭიროებებზე მორგებული პირობები: სადაზღვევო დაფარვები, ლიმიტები, გადახდის გრაფიკი და სხვა;
- ფასდაკლება გამოცდილი მძღოლებისთვის;
- ზარალის გამოთვლა დისტანციურად, ოფისში მოსვლის გარეშე;
- ავტო-ასისტანსის მომსახურება;
- დაფარვის არეალი სომხეთსა და აზერბაიჯანში.
ავტოსაგზაო შემთხვევა;
ვანდალიზმი;
სხვადასხვა საგნის დაცემა;
სტიქიური მოვლენები: მიწისძვრა, სეტყვა, წყალდიდობა, დიდთოვლობა, ქარიშხალი, მეწყერი, ღვარცოფი;
ხანძარი, მეხის დაცემა, აფეთქება;
ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა;
ცალკეული დეტალებისა და აქსესუარების დაზიანება / დაკარგვა.
მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა
შენთან ერთად დაზღვეულია ნებისმიერი მესამე პირი, რომლის ავტომობილი, ქონება, თუ ჯანმრთელობა შენი მიზეზით დაზიანდება.
მძღოლის და მგზავრების უბედური შემთხვევის დაზღვევა
ავტოსაგზაო შემთხვევევის შედეგად, შენს ავტომობილში მყოფი მგზავრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ზიანი ასევე ანაზღაურდება.
მძღოლის დაზღვევა - "ირაო დრაივერი"
მართე ნებისმიერი ავტომობილი და დაიზღვიე თავი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან.
“ირაო - ასისტანსი” - ჩვენი 24 საათიანი ცხელი ხაზი, ყოველთვის მზადაა გიპასუხოთ დაზღვევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვაზე და დაგეხმაროთ ყველა საგზაო საკითხის მოგვარებაში:
ევაკუატორის მომსახურება
ავტომობილის დაქოქვა
საბურავის გამოცვლა
საწვავის ადგილზე მიტანა
- დამატებითი სერვისის მიღება შეგიძლია თბილისსა და მის შემოგარენში (25კმ-ის რადიუსში): წყნეთი, წავკისი, ოქროყანა, ტაბახმელა, საგურამო, ახალსოფელი, ნავდარაანთკარი, მცხეთა, ბეთანია, კოჯორი, შინდისი, ფონიჭალა.
- თბილისის გარდა, სერვისით სარგებლობას შეძლებ იმერეთსა (ქუთაისი) და აჭარაში (ბათუმი, ხელვაჩაური, ჩაქვი).დაზღვევის პირობების სანახავად ეწვიე ბმულს.