Irao-web-final-final-19-დეკ-18

მულტიპოლისი

თუ საზღვარგარეთ ხშირად გიწევს მოგზაურობა, შეიძინე მულტიპოლისი ერთჯერადად და დაეზღვიე 6-12 თვის განმავლობაში.

ხშირად მოგზაურობისას, მულტიპოლისი ბევრად მარტივი და კომფორტული არჩევანია, ვიდრე ყოველი მოგზაურობის წინ ახალი პოლისის შეძენა. მულტიპოლისით შესაძლებელია სამოგზაურო დღეების რაოდენობის წინასწარ ყიდვა და მათი 1 პოლისში დაფიქსირება.

სერვისილიმიტი
გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება60 000 (USD/EUR)
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება10 000 (USD/EUR)
გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება1 000 (USD/EUR)
გადაუდებელი ოფთალმოლოგიური მომსახურება1 000 (USD/EUR)
დაზარალებულის ან გარდაცვლილის რეპატრიაცია5 000 (USD/EUR)
სასწრაფო სამედიცინო დახმარება200 (USD/EUR)

სამოგზაურო პოლისის გამოყენება მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეგიძლია.

სადაზღვევო სერვისების მაქსიმალური ლიმიტია 60,000 (USD/EUR), დაზღვევით ისარგებლებ ფრანშიზის გარეშე.

პოლისის ღირებულება განისაზღვრება ასაკისა და გამოყენების ვადის მიხედვით.

სამოგზაურო პოლისი უნდა შეიძინო მოგზაურობის დაწყებამდე. თუ პოლისს შეიძენ საქართველოს საზღვრის დატოვების შემდეგ, ეს პოლისი ვალიდური არ იქნება და, შესაბამისად, ანაზღაურებას ვერ მიიღებ.

დაზღვევის პირობების სანახავად გადადით ბმულზე

დამატებითი დაფარვები

ბარგის დაზღვევა

5 ₾

მოგზაურობისას ბარგის დაკარგვის შემთხვევები ხშირია. ბარგის დაზღვევით, 1 კგ-ზე 25$-ის ანაზღაურებას 2 დღეში მიიღებ (500$-ის ლიმიტის ფარგლებში). ამ შემთხვევაში ბარგის დაზღვევა მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისაა.

კოვიდ 19-ის დაზღვევა

180 ₾ – დან

თუ გსურს, შენი პოლისი ასევე ითვალისწინებდეს ახალი კორონავირუსის ინფექციისა (Covid-19) და მისგან გამოწვეული გადაუდებელი შემთხვევების ხარჯების ანაზღაურებასაც, შეგიძლია, გაააქტიურო დამატებითი დაფარვა.