ერთჯერადი სამოგზაურო დაზღვევა
თუ მოგზაურობას გეგმავ, მოგვანდე შენი ჯანმრთელობის დაზღვევა ჩვენ. სამოგზაურო დაზღვევა გიცავს გაუთვალისწინებელი სამედიცინო ხარჯებისგან მოგზაურობის პერიოდში.
თუ საზღვარგარეთ სამოგზაუროდ მიდიხარ და გსურს, შენი მოგზაურობის ყოველი დღე დაზღვეული იყოს, ერთჯერადი სამოგზაურო პოლისი შენთვისაა. ერთჯერადი პოლისის შეძენისას, დაზღვეული დღეების ხანგრძლივობას თავად ირჩევ. დაზღვევა ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკიდან.
სამოგზაურო პოლისის გამოყენება მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეგიძლია.
სამოგზაურო პოლისი აუცილებლად უნდა შეიძინო მოგზაურობის დაწყებამდე. თუ პოლისს შეიძენ საქართველოს საზღვრის დატოვების შემდეგ, ეს პოლისი ვალიდური არ იქნება და, შესაბამისად, ანაზღაურებას ვერ მიიღებ.
სადაზღვევო სერვისების მაქსიმალური ლიმიტია 60,000 (USD/EUR), დაზღვევით ისარგებლებ ფრანშიზის გარეშე.
დაზღვევის დღიური ფასი იწყება 1,5 ლარიდან და განისაზღვრება ასაკისა და მოგზაურობის ხანგრძლივობის მიხედვით.
დაზღვევის პირობების სანახავად გადადით ბმულზე
დამატებითი დაფარვები
ბარგის დაზღვევა
5 ₾
მოგზაურობისას ბარგის დაკარგვის შემთხვევები ხშირია. ბარგის დაზღვევით, 1 კგ-ზე 25$-ის ანაზღაურებას 2 დღეში მიიღებ (500$-ის ლიმიტის ფარგლებში). ამ შემთხვევაში ბარგის დაზღვევა მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისაა.
კოვიდ 19-ის დაზღვევა
დღეში 3 ₾
თუ გსურს, შენი პოლისი ასევე ითვალისწინებდეს ახალი კორონავირუსის ინფექციისა (Covid-19) და მისგან გამოწვეული გადაუდებელი შემთხვევების ხარჯების ანაზღაურებასაც, შეგიძლია, გაააქტიურო დამატებითი დაფარვა.