მოგზაური
თუ საზღვარგარეთ ხშირად მოგზაურობ, შეგიძლია, მოგზაურის პოლისით წინასწარ შეიძინო სამოგზაურო დღეების ულიმიტო რაოდენობა.
თუ ხშირად მოგზაურობ მოკლევადიანი ვიზიტებით, მოგზაურის პოლისით დროსა და ენერგიას დაზოგავ. ამ პოლისით შეგიძლია ერთიანად შეიძინო სამოგზაურო დღეები და ისინი 1 პოლისში დააფიქსირო. ასეთ შემთხვევაში, ქვეყნიდან ყოველი გასვლისას, მოგზაურობის საწყისი 15 დღე დაზღვეული გექნება.
სამოგზაურო პოლისის გამოყენება მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეგიძლია.
სადაზღვევო სერვისების მაქსიმალური ლიმიტია 60,000 (USD/EUR), დაზღვევით ისარგებლებ ფრანშიზის გარეშე.
პოლისის ღირებულება განისაზღვრება ასაკისა და გამოყენების ვადის მიხედვით.
სამოგზაურო პოლისი უნდა შეიძინო მოგზაურობის დაწყებამდე. თუ პოლისს შეიძენ საქართველოს საზღვრის დატოვების შემდეგ, ეს პოლისი ვალიდური არ იქნება და, შესაბამისად, ანაზღაურებას ვერ მიიღებ.
დაზღვევის პირობების სანახავად გადადით ბმულზე
დამატებითი დაფარვები
ბარგის დაზღვევა
5 ₾
თუკი ბარგის დაზღვევასაც შეიძენ, ბარგის დაკარგვის შემთხვევაში $500-ის ლიმიტის ფარგლებში, 1კგ-ზე $25-ის ანაზღაურებას მიიღებ 2 დღეში.
კოვიდ 19-ის დაზღვევა
120 ₾ – დან
ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (Covid-19) და შესაბამისი გადაუდებელი შემთხვევების ხარჯების ანაზღაურება.