მენტალური ჯანმრთელობის დაზღვევა - როგორ ისარგებლებთ "ირაოს" და "ჰილოს" ექსკლუზიური შეთავაზებებით
„ირაოში“ გვჯერა, რომ ადამიანების ემოციურ კეთილდღეობაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ჩვენს სადაზღვევო სერვისებს მუდმივად ვამრავალფეროვნებთ. ამჯერად, მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობებს ვთავაზობთ: ონლაინ ფსიქოთერაპიის პლატფორმა “ჰილო” „ირაოს“ ოფიციალური პარტნიორი გახდა.
დღეს „ირაოში“ მენტალური ჯანმრთელობის დაზღვევა ხელიმისაწვდომია. ის კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტებში შედის. გარდა ამისა, ახალი პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენი დაზღვეულებისთვის ექსკლუზიური პირობები მოქმედებს. ესენია 20%-იანი ფასდაკლება ფსიქოთერაპიაზე, ადგილობრივ ვებინარებსა თუ ვორკშოპებზე უფასოდ დასწრების შესაძლებლობა და საერთაშორისო ღონისძიებებზე 50%-მდე შეღავათი.
თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ემოციური კეთილდღეობა და სტრესის მართვა ისეთივე პრიორიტეტული გახდა, როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ჩვენ კი ვზრუნავთ, რომ მომხმარებლებმა სრული და კომპლექსური მხარდაჭერა მიიღონ.
ფარავს თუ არა „ირაოს“ დაზღვევა მენტალურ ჯანმრთელობას?
დიახ, „ირაოს“ დაზღვევა მოიცავს მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერას, თუმცა დაფარვის ფორმატი დამოკიდებულია სადაზღვევო პაკეტზე::
- კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა: კორპორაციული პაკეტები პირდაპირ ითვალისწინებს მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას. ეს ნიშნავს, რომ თანამშრომლებს შეუძლიათ ისარგებლონ ფსიქოთერაპიული სესიებით სადაზღვევო ლიმიტის და თანადაფინანსების ფარგლებში; ხოლო დამატებითი ბენეფიტის სახით ისარგებლონ „ჰილოს“ შეთავაზებით;
- ინდივიდუალური პაკეტები: პაკეტები, რომლებიც არ მოიცავს ფსიქოთერაპიის ხარჯების ანაზღაურებას, ავტომატურად სარგებლობს ექსკლუზიური შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით ჩვენს პარტნიორ პლატფორმა HEALO-ზე.
ამრიგად, „ირაოს“ ნებისმიერ დაზღვეულს აქვს წვდომა კვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებასა და საგანმანათლებლო რესურსებზე. თანაც შეღავათიანი პირობებით.
მენტალური ჯანმრთელობის დაზღვევა კორპორაციული კლიენტებისთვის
თანამედროვე ბიზნესგარემოში თანამშრომლების ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვა კომპანიის პროდუქტიულობას პირდაპირ უკავშირდება. სამუშაო სტრესი, გადაწვა და მაღალი პასუხისმგებლობა ხშირად გუნდის შედეგებზე აისახება.
სწორედ ამიტომ, მენტალური ჯანმრთელობის დაზღვევა კორპორაციული პაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. „ირაოს“ კორპორაციული დაზღვევა ითვალისწინებს დამსაქმებლებისა და თანამშრომლების რეალურ საჭიროებებს. ესენია:
- სპეციალურად მორგებული დაფარვები: კომპანიებს საშუალება აქვთ, რომ თანამშრომლებს ფსიქოთერაპიისა და ფსიქოლოგის კონსულტაცია აუნაზღაურდეთ;
- სტრესის შემცირება და მოტივაციის ზრდა: როდესაც თანამშრომელს აქვს პროფესიულ დახმარებაზე მარტივი წვდომა, მცირდება სამუშაოდან გაცდენების მაჩვენებელი და იზრდება ჩართულობა;
- დამატებითი ბენეფიტები ყველა თანამშრომლისთვის: პაკეტის ლიმიტის მიღმა თანამშრომლებს აქვთშესაძლებლობა ისარგებლობენ „ჰილოს“ ექსკლუზიური ფასდაკლებებითა და უფასო ვებინარებით.
ახალი პარტნიორობა „ჰილოსთან“ – კონკრეტულად რა დამატებით ბენეფიტებს იღებთ?
„ირაოს“ ახალი პარტნიორი „ჰილო“ (HEALO) ონლაინ ფსიქოთერაპიის ინოვაციური პლატფორმაა. ის აერთიანებს სერტიფიცირებულ ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებს, ნუტრიციოლოგებსა და ქოუჩებს.
ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, „ირაოს“ დაზღვეულები შემდეგ ექსკლუზიურ პირობებს იღებენ:
- ფსიქოთერაპია / ფსიქოლოგის კონსულტაცია – 20%-იანი ფასდაკლება: მოქმედებს ინდივიდუალურ ონლაინ კონსულტაციებსა და თერაპიულ სესიებზე;
- ადგილობრივი პროფესიონალების ვებინარები და ვორკშოპები – უფასოდ: დაზღვეულებს აქვთ შესაძლებლობა, უფასოდ დაესწრონ შეხვედრებს ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა: სტრესის მართვა, ემოციური ინტელექტი, სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსი;
- საერთაშორისო ვებინარები და ვორკშოპები – 50%-მდე ფასდაკლება: წამყვანი უცხოელი ექსპერტების შემეცნებით და პრაქტიკულ სესიებზე წვდომა თითქმის ნახევარ ფასად.
მენტალური ჯანმრთელობის დაზღვევა და მისი მნიშვნელობა
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) განმარტებით, მენტალური ჯანმრთელობა მხოლოდ ფსიქიკური აშლილობის არარსებობას არ ნიშნავს. ეს არის კეთილდღეობის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს შეუძლია საკუთარი პოტენციალის რეალიზება, ყოველდღიურ სტრესთან გამკლავება, პროდუქტიული მუშაობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წვლილის შეტანა.
დღეს ფსიქოთერაპია აღარ აღიქმება მხოლოდ პრობლემის წარმოქმნისას გადასადგმელ ნაბიჯად. ეს არის პრევენციული ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანს ეხმარება:
- უკეთ გაიგოს საკუთარი ემოციები და ქცევები;
- ეფექტურად მართოს პროფესიული თუ პირადი სტრესი;
- გააუმჯობესოს ურთიერთობები გარშემომყოფებთან;
- თავიდან აიცილოს ემოციური გადაწვა.
„ირაოს“ მიზანია, მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა გახადოს მაქსიმალურად მარტივი, ხელმისაწვდომი და ყოველდღიური ცხოვრების ბუნებრივი ნაწილი.
ონლაინ კონსულტაციისა და კომპლექსური მიდგომის უპირატესობები
„ჰილოს“ პლატფორმით სარგებლობას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. ესენია:
- დროის ეკონომია: კონსულტაციის გავლა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ტრანსპორტსა და საცობებში დროის დაკარგვის გარეშე;
- კომფორტული და უსაფრთხო გარემო: სახლიდან ან ოფისიდან ჩართვა ამცირებს პირველად შფოთვას და დიალოგს უფრო ღიას ხდის;
- კონფიდენციალურობა: პლატფორმა სრულად უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემებისა და სესიების კონფიდენციალურობას;
- კომპლექსური მიდგომა: ვინაიდან ფსიქიკური ჯანმრთელობა მჭიდროდ უკავშირდება კვებას, ძილსა და ყოველდღიურ ჩვევებს, პლატფორმაზე ფსიქოთერაპევტებთან ერთად ჩართულები არიან ნუტრიციოლოგები და ქოუჩები.
როდის უნდა მივმართოთ ფსიქოთერაპევტს – პირველი ნიშნები და პრევენცია
ხშირად ადამიანებს უჭირთ იმ მომენტის ამოცნობა, როდესაც ყოველდღიური სტრესი ქრონიკულ პრობლემაში გადადის. ფსიქოთერაპიისთვის მიმართვა აუცილებელი არ არის მხოლოდ ღრმა კრიზისის დროს – ეს ეფექტურია პრევენციის ეტაპზეც.
არსებობს რამდენიმე სიმპტომი, როდესაც პროფესიონალის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
- ძილის დარღვევები და ქრონიკული დაღლილობა: როდესაც დასვენების მიუხედავად ენერგიის აღდგენა ვერ ხერხდება;
- კონცენტრაციის დაქვეითება: როდესაც მარტივი ყოველდღიური თუ პროფესიული ამოცანების შესრულება დიდ ძალისხმევას მოითხოვს;
- ემოციური ცვლილებები: მომატებული გაღიზიანებადობა, უმიზეზო შფოთვა ან აპათია იმ საქმიანობების მიმართ, რაც ადრე სიამოვნებას განიჭებდათ;
- ფიზიკური დისკომფორტი სამედიცინო საფუძვლის გარეშე: ფსიქოსომატური გამოვლინებები, როგორიცაა თავის ტკივილი ან კუნთების დაჭიმულობა სტრესის ფონზე.
სპეციალისტთან დროული ვიზიტი გეხმარებათ, ამოიცნოთ ამ მდგომარეობების გამომწვევი მიზეზები და შეიმუშაოთ მასთან გამკლავების მექანიზმები.
როგორ მოვემზადოთ პირველი ონლაინ სესიისთვის?
ონლაინ ფსიქოთერაპია ბევრისთვის ახალი გამოცდილებაა. იმისათვის, რომ პირველმა კონსულტაციამ მაქსიმალურად პროდუქტიულად ჩაიაროს, სასურველია რამდენიმე მარტივი დეტალის გათვალისწინება:
- მოამზადეთ პირადი სივრცე: შეარჩიეთ წყნარი ოთახი, სადაც 45-60 წუთის განმავლობაში არავინ შეგაწუხებთ და თავს სრულად დაცულად იგრძნობთ;
- შეამოწმეთ ტექნიკური მხარე: წინასწარ დარწმუნდით, რომ ინტერნეტკავშირი სტაბილურია, ხოლო ყურსასმენები და მიკროფონი გამართულად მუშაობს;
- ჩამოაყალიბეთ მოლოდინები: სესიამდე შეგიძლიათ მოკლედ ჩამოწეროთ ის ძირითადი თემები ან კითხვები, რაც ყველაზე მეტად გაწუხებთ. ეს დაგეხმარებათ, საუბარი უფრო სტრუქტურირებულად წაიყვანოთ.
გახსოვდეთ, პირველი შეხვედრა ძირითადად გაცნობით ხასიათს ატარებს. ხშირად სწორედ ამ დროს წყდება, რამდენად კომფორტულია თქვენთვის კონკრეტულ სპეციალისტთან მუშაობა.
როგორ ისარგებლოთ ბენეფიტით – ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი
თუ „ირაოს“ დაზღვეული ხართ, „ჰილოს“ ექსკლუზიური შეთავაზებებით სარგებლობისთვის ამ ნაბიჯებს მიჰყევით:
- გაიარეთ ავტორიზაცია: ეწვიეთ „ჰილოს“ ოფიციალურ პლატფორმას https://healo.live/ ან ჩამოტვირთეთ შესაბამისი აპლიკაცია HEALO;
- აირჩიეთ სპეციალისტი: შეარჩიეთ ფსიქოთერაპევტი, ნუტრიციოლოგი ან ქოუჩი თქვენი ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით;
- დაჯავშნეთ დრო: აირჩიეთ თქვენთვის ხელსაყრელი თარიღი და საათი;
- მიუთითეთ პრომო კოდი: ჯავშნის გაფორმებისას შეიყვანეთ „ირაოს“ დაზღვეულებისთვის განკუთვნილი სპეციალური პრომო კოდი, რათა გავრცელდეს 20%-იანი ფასდაკლება.
შენიშვნა: პრომო კოდის მისაღებად მოგვწერეთ „ირაოს“ მესენჯერში ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: (032) 2 94 99 49.
ფარავს თუ არა „ირაოს“ დაზღვევა ფსიქოთერაპიას?
დიახ. კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტებში პირდაპირ გათვალისწინებულია მენტალური ჯანმრთელობის დაზღვევა. გარდა ამისა, „ირაოს“ ყველა დაზღვეული სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით ფსიქოთერაპიის სესიებზე ონლაინ პლატფორმა HEALO-ზე.
რომელი პაკეტი მოიცავს მენტალურ ჯანმრთელობას?
მენტალური ჯანმრთელობის პირდაპირი დაფარვა ინტეგრირებულია კორპორაციული დაზღვევის პაკეტებში. თუმცა დამატებით, HEALO-ს პარტნიორული ბენეფიტებით (ფასდაკლებები, უფასო ვებინარები) სარგებლობა შეუძლია „ირაოს“ ყველა დაზღვეულს, ყოველგვარი ლიმიტის გარეშე.
რა ფასდაკლებას იღებს „ირაოს“ დაზღვეული ფსიქოთერაპიაზე?
„ირაოს“ დაზღვეულები „ჰილოს“ პლატფორმაზე იღებენ 20%-იან ფასდაკლებას ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიულ სესიებზე, უფასო დასწრებას ადგილობრივ ვორკშოპებზე და 50%-მდე ფასდაკლებას საერთაშორისო ვებინარებზე.
