უსაფრთხო მოგზაურობის გასაღები: რატომ არის სამოგზაურო დაზღვევა აუცილებელი?

მოგზაურობის დაგეგმვას, განსაკუთრებით საზღვარგარეთ, წასვლამდე ბევრად ადრე ვიწყებთ ხოლმე. ვიძიებთ დასარჩენ სასტუმროს ან ბინას, ვადგენთ ყოველი დღის გეგმას და გავწერთ, როდის რა უნდა ვინახულოთ. მოლოდინითა და პოზიტივით გაწერილ გეგმაშიც კი ყოველთვის შეიძლება მოულოდნელი შემთხვევები გამოჩნდეს. მაგალითად, პირველივე დღეს შეიძლება კაფეში შესულმა ცხელი ყავა გადავისხათ და დამწვრობამ მთელი მოგზაურობა აგვირიოს.

თუმცა, ასეთ დროს სანერვიულო მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემა და გაწერილი გეგმის არევა არაა. უცხოეთში მსგავსი პრობლემების შექმნა დამატებითი ფინანსური ხარჯიცაა. თანაც, ბევრ ქვეყანაში სამედიცინო მომსახურება ბევრად დიდ ბიუჯეტს მოითხოვს, ვიდრე ქართველი მომხმარებელია შეჩვეული. 

სამოგზაურო დაზღვევა სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ასეთ სიტუაციებში დაცული და მშვიდად იყოთ. სამოგზაურო დაზღვევა შეიძლება ფარავდეს სხვადასხვა სახის ხარჯებს – სამედიცინო მომსახურებიდან დაწყებული, დაკარგული ნივთების კომპენსაციით დამთავრებული. დაზღვევის ქონა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა საზღვარგარეთ იმყოფებით, სადაც შესაძლოა არ იცნობდეთ ადგილობრივ კანონებს ან სამედიცინო სისტემას. გარდა ამისა, ბევრ ქვეყანას ეს საკითხი რეგულირებულიც აქვს – მაგალითად, ევროკავშირის ტერიტორიაზე ტურისტულად სამოგზაურო დაზღვევის გარეშე ვერ შეხვალთ – შესაბამის დოკუმენტებს საზღვარზევე ამოწმებენ.

სწორედ ამიტომ, კარგად დაგეგმილი მოგზაურობა არ არის მხოლოდ სასტუმროსა და ბილეთების დაჯავშნა. დაცულობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დანიშნულების ადგილის შერჩევა. სამოგზაურო დაზღვევა კი ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია, რათა მოგზაურობა სიამოვნებად იქცეს და არა პრობლემების ჯაჭვად.

სამოგზაურო დაზღვევა – ფასი და სხვადასხვა სერვისი

ცხადია, ნებისმიერი სერვისის შეძენისას პირველ რიგში ყველანი ღირებულებით ვინტერესდებით. სამოგზაურო დაზღვევის ფასი სხვადასხვა ფაქტორით განისაზღვრება. პირველ რიგში, ის დამოკიდებულია მოგზაურობის ხანგრძლივობაზე – რაც უფრო დიდხანს გრძელდება ვიზიტი, მით უფრო მაღალია პოლისის ღირებულება. გარდა ამისა, დაზღვევის ფასი სხვადასხვა კომპანიაში შეიძლება განსხვავდებოდეს მიმართულების მიხედვით – ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც სამედიცინო მომსახურება განსაკუთრებით ძვირია, დაზღვევის ფასიც შესაბამისად შეიძლება გაიზარდოს. მნიშვნელობა აქვს ასევე დაზღვეულის ასაკსაც, რაც დამატებით განსაზღვრავს საბოლოო ღირებულებას.

მაგალითად, ჩვენს ქვეყანაში ერთერთი ყველაზე სანდო და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სადაზღვევო კომპანია „ირაო“ სხვადასხვა კატეგორიის მოგზაურებს რამდენიმე სახის პოლისს სთავაზობს, რომელიც მათი საჭიროებების მიხედვით არის შედგენილი.

  • ერთჯერადი სამოგზაურო დაზღვევა – განკუთვნილია მოკლევადიანი მოგზაურობისთვის. მომხმარებელი თავად განსაზღვრავს დაზღვევის მოქმედების პერიოდს და იღებს დაფარვას, რომელიც მოიცავს ძირითად ხარჯებს გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს.
  • გრძელვადიანი „მულტიპოლისი“ განკუთვნილია  მათთვის, ვისაც წელიწადში რამდენჯერმე უწევს საზღვარგარეთ გამგზავრება. ეს პოლისი უზრუნველყოფს ფიქსირებული რაოდენობის დაზღვეულ დღეებს 6 თვის ან 1 წლის განმავლობაში, რაც მოგზაურობის დაგეგმვას ამარტივებს და ფინანსურად უფრო ხელსაყრელია.
  • „მოგზაური“ – შეუზღუდავი დღეების დაზღვევა – თუ საზღვარგარეთ ხშირი, მაგრამ ხანმოკლე ვიზიტებით მგზავრობთ (თითოეული ვიზიტი არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს), ეს პაკეტი საშუალებას გაძლევთ, წინასწარ შეიძინოთ დაზღვევა და წლის განმავლობაში განუსაზღვრელი რაოდენობის სამოგზაურო დღეებით ისარგებლოთ.
  • შიდა ტურების დაზღვევა კი არის საქართველოში მოგზაურობისთვის შექმნილი პოლისი, რომელიც სხვადასხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს ფინანსურ დაცვას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, „ირაო“ დამატებით გვთავაზობს როგორც ბარგის დაზღვევას, ისე Covid 19-ის დაზღვევასაც. ეს ნიშნავს, რომ ბარგის დაკარგვის შემთხვევაში მიიღებთ ანაზღაურებას, ხოლო კოვიდით ინფიცირებისას სამედიცინო ხარჯები დაფარული იქნება კომპანიის მიერ.

სამგზავრო დაზღვევა მნიშვნელოვანია ნებისმიერი მოგზაურობისას, რადგან ის უზრუნველყოფს ფინანსურ დაცვას და თქვენს სიმშვიდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს. „ირაოს“ შეთავაზებული პაკეტები კი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, აირჩიოს დაზღვევის ის ვარიანტი, რომელიც მის საჭიროებებს საუკეთესოდ შეესაბამება.

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო სამოგზაურო დაზღვევა

სამოგზაურო დაზღვევის შერჩევა ბევრ დეტალზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დაფარვის პირობები – ზოგი პოლისი მხოლოდ სამედიცინო ხარჯებს ფარავს, ზოგი კი დამატებით მოიცავს მაგალითად, ბარგის დაკარგვასაც. როცა განიხილება სამოგზაურო დაზღვევა – ფასი და პოლისში შემავალი მომსახურება ერთნაირად მნიშვნელოვანია მოგზაურისთვის.

პირველ რიგში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ქვეყანას, სადაც მიემგზავრებით. ზოგ ქვეყანაში, მაგალითად, აშშ-სა და კანადაში, სამედიცინო მომსახურება განსაკუთრებით ძვირია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზღვევამ ამ ხარჯების დაფარვა უნდა შეძლოს და, შესაბამისად, თქვენც უფრო მაღალი დაფარვის პოლისი უნდა შეიძინოთ. ასევე, მნიშვნელოვანია მოგზაურობის ხანგრძლივობა – თუ მხოლოდ ერთჯერად მოგზაურობას გეგმავთ, მოკლევადიანი პოლისი საკმარისი იქნება, ხოლო მათთვის, ვინც წელიწადში რამდენჯერმე მიემგზავრება უცხოეთში, გრძელვადიანი პოლისი უფრო მოსახერხებელი და ეკონომიურია.

დაზღვევის პირობების შესწავლასთან ერთად, საჭიროა კომპანიის სანდოობაზეც დაფიქრება. რამდენად მარტივია დაზღვევის გამოყენება რეალური პრობლემის დროს? რამდენ ხანში ხდება კომპენსაციის გაცემა? მომხმარებელთა გამოცდილება და კომპანიის რეპუტაცია ამაზე ბევრს მეტყველებს. ფასი ხშირად მიმზიდველია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რა მოცულობის დაფარვას უზრუნველყოფს პოლისი. დაზღვევა მხოლოდ ფორმალობა არ უნდა იყოს – ის რეალურად უნდა ქმნიდეს დაცულობის განცდას და მოგზაურობის განმავლობაში სიმშვიდეს უზრუნველყოფდეს.

როგორ შევიძინოთ სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ?

თანამედროვე ცხოვრებაში სერვისებზე ხელმისაწვდომობა ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ მომხმარებელს ზედმეტი ბიუროკრატიული პროცესების გავლა არ მოუწიოს. სწორედ ამიტომ, სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ ხშირად უფრო მოსახერხებელია შესაძენად, ვიდრე ოფისში მისვლით.

სადაზღვევო კომპანია „ირაო“ მომხმარებლებს სწორედ მათზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს. დაზღვევის შეძენა ვებსაიტზე irao.რამდენიმე მარტივი ნაბიჯითაა შესაძლებელი. საკმარისია საჭირო ინფორმაციის შევსება, გადასახადის დაფარვა და პოლისი ავტომატურად აქტიურდება მითითებულ ვადებში, ამავდროულად, იგზავნება მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზეც.

გარკვეულ შემთხვევებში, დაზღვევის შეძენა შესაძლებელია კომპანიის ოფისშიც. გარდა ამისა, „ირაო“ გვთავაზობს დისტანციური გაყიდვების სერვისს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიას და მენეჯერთან შეთანხმებით, დოკუმენტი დისტანციურად მოამზადოს.

„ირაოს“ სამოგზაურო დაზღვევა მოიცავს ასისტანსის მომსახურებასაც, რაც დაზღვეულს საშუალებას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში დახმარება მარტივად მიიღოს. საზღვარგარეთ ყოფნისას „Geoassistance-ის“ ქართულენოვანი სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სხვადასხვა კომუნიკაციის არხის საშუალებით. უცხოეთიდან სტანდარტულ ნომერზე დარეკვა შესაძლოა პრობლემატური იყოს, ამიტომ ხელმისაწვდომია WhatsApp და Viber, ასევე, ელფოსტა და კომპანიის ვებგვერდზე ჩატის ფუნქცია.

რატომ არ ღირს დაზღვევის გარეშე მოგზაურობა

მოგზაურობისას მოულოდნელი სიტუაციების თავიდან არიდება ხშირად შეუძლებელია, მაგრამ მათთან გამკლავება – სავსებით შესაძლებელი. სამედიცინო დახმარების მიღება უცხო ქვეყანაში ფინანსურ და ორგანიზაციულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ზოგიერთ ქვეყანაში კი სამედიცინო მომსახურება იმდენად ძვირია, რომ დაზღვევის გარეშე მარტივი შემთხვევაც სერიოზულ ხარჯებად იქცევა ხოლმე.

სწორად შერჩეული სამოგზაურო დაზღვევა უზრუნველყოფს, რომ გაუთვალისწინებელი პრობლემები თქვენი მოგზაურობის გეგმებზე ზეგავლენას არ ახდენდეს. დაზღვევის ფასი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული – მათ შორის, შეიძლება იყოს მიმართულება, დაზღვეულის ასაკი, მოგზაურობის ხანგრძლივობა და დამატებითი სერვისები. როგორც წესი, პოლისის შეძენა შესაძლებელია ონლაინ – მაგალითად, კომპანია „ირაოს“ შემთხვევაში.

მოგზაურობა სიამოვნებასთან უნდა ასოცირდებოდეს და არა სტრესთან. დაზღვევის გარეშე გადაადგილება კი ყოველთვის შეიძ₾ება იყოს რისკი, რომელიც უბრალოდ არ ღირს, გავწიოთ.