რატომ არის სამოგზაურო დაზღვევა აუცილებელი?
რატომ არის სამოგზაურო დაზღვევა აუცილებელი მოგზაურობის დაგეგმვისას?
თანამედროვე მსოფლიოში უკვე დიდი ხანია, რაც მოგზაურობა თითოეული ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. საქმიანი ვიზიტები, შვებულება, ახალი ქვეყნების აღმოჩენის სურვილი – ყველაფერი ეს განსაკუთრებულ გამოცდილებას გვაძლევს, თუმცა, რაც უფრო ხშირად ვმოგზაურობთ, მით მეტად ვაცნობიერებთ, რომ მოულოდნელი და არასასიამოვნო სიტუაციები შეიძლება ყველგან დაგვხვდეს.
სწორედ ამიტომ, სამოგზაურო დაზღვევა დღეს არა ფუფუნება, არამედ აუცილებლობაა, რომელიც მოგზაურობისას ჩვენს ფინანსურ და ფიზიკურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
მოგზაურობის დაგეგმვისას, როგორც წესი, ყოველთვის სასიამოვნო მომენტებზე ვფიქრობთ, მაგრამ ხშირად მოულოდნელი სირთულეები შესაძლოა ყველაზე კარგად დაგეგმილი ტურის დროსაც წარმოიშვას, იქნება ეს გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობა, ბარგის დაკარგვა თუ სხვა ფორსმაჟორული გარემოება, რომელსაც შესაძლოა სერიოზული ფინანსური ზარალი მოჰყვეს.
რა არის სამოგზაურო დაზღვევა?
სამოგზაურო დაზღვევა არის ფინანსური დაცვის ერთგვარი ინსტრუმენტი, რომელიც მოგზაურობისას მოულოდნელი ხარჯებისა და გაუთვალისწინებელი სიტუაციებისგან გიცავთ. ეს არის კონტრაქტი სადაზღვევო კომპანიასთან, რომელიც მოგზაურობის დროს ზიანის წარმოშობის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას, შესაბამისი კომპენსაცია გადაგიხადოთ.
,,ირაოში’’ სამოგზაურო დაზღვევის პოლისების მრავალფეროვანი არჩევანია და თითოეულ ადამიანს შეუძლია აირჩიოს ის, რაც ყველაზე კარგად შეესაბამება მის საჭიროებებს:
- ერთჯერადი პოლისი – მათთვის, ვისაც სურს აირჩიოს დაზღვეული დღეების სასურველი რაოდენობა და ესაჭიროება, რომ მოგზაურობის ყოველი დღე დაზღვეული იყოს.
- მულტიპოლისი – იდეალური ვარიანტი, თუ ხშირად მოგზაურობთ. შეიძენთ ერთჯერადად და ისარგებლებთ 6-12 თვის განმავლობაში.
- მოგზაური – საშუალებას გაძლევთ წინასწარ შეიძინოთ სამოგზაურო დღეების ულიმიტო რაოდენობა და ისარგებლოთ 1 წლის მანძილზე.
- შიდა ტური – მარტივი არჩევანი საქართველოს ფარგლებში მოგზაურობისას.
ზემოთ ჩამოთვლილი პოლისების სხვადასხვა ტიპი კონკრეტული სიტუაციებისთვისაა შექმნილი. ეს ფორმატები მაქსიმალურად მორგებულია განსხვავებულ საჭიროებებზე და მოგზაურობის ტიპებზე – იქნება ეს ერთდღიანი ვიზიტი, წლიური ბიზნესშეხვედრები, ხშირი ფრენები თუ ადგილობრივი ტურები. არჩევანის მრავალფეროვნება საშუალებას გაძლევთ სადაზღვევო პოლისი ზუსტად იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით აირჩიოთ, რომლებიც თქვენი ცხოვრების სტილს, მოგზაურობის სიხშირესა და ბიუჯეტს შეესაბამება.
სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ – მოსახერხებელი და სწრაფი გადაწყვეტა
შეიძინო სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ – დღეს იმაზე მარტივია, ვიდრე ოდესმე. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, უკვე აღარ გჭირდებათ სადაზღვევო კომპანიის ოფისში მისვლა, რიგში დგომა ან რთული ბიუროკრატიული პროცედურების გავლა. ონლაინ პლატფორმა გაძლევთ საშუალებას, რომ სრულყოფილად გაეცნოთ ყველა სახის პოლისის დეტალებს, შეადაროთ ფასები, მომსახურების ხარისხი და დოკუმენტი სულ რამდენიმე წუთში ელექტრონულად მიიღოთ. ეს არის თანამედროვე და ეფექტური მიდგომა, რომელიც დროსა და ენერგიას მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ.
დღესდღეობით სამოგზაურო დაზღვევის ელექტრონულად შეძენა არა მხოლოდ მოსახერხებელი, არამედ გარკვეული თვალსაზრისით უფრო ეკონომიურიცაა. ონლაინ პლატფორმები საკუთარ მომხმარებლებს ხშირად სპეციალურ ფასდაკლებებს და საჩუქრებსდამატების ბენეფიტებსაც სთავაზობენ.
ზოგადად კი სამოგზაურო დაზღვევისთვის კომპანიის შერჩევისას, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: კომპანიის სანდოობა, მომხმარებელთა შეფასებები და 24/7 რეჟიმში ხელმისაწვდომი მხარდაჭერა. თითოეულ ამ კრიტერიუმს ზედმიწევნით აკმაყოფილებს ,,ირაო’’, რომელიც საკუთარ მომხმარებლებს დაცულობას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ნებისმიერ დროს სთავაზობს.
რას მოიცავს სამოგზაურო დაზღვევა და როდის არის ის განსაკუთრებით საჭირო?
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამგზავრო დაზღვევა მოგზაურობისას შესაძლო რისკების საკმაოდ ფართო სპექტრს ფარავს. უფრო კონკრეტულად, ეს მოიცავს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, რომლებიც საზღვარგარეთ ყოფნისას შეიძლება წარმოიშვას. ამაში შედის სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გადაუდებელი ჰოსპიტალური, ამბულატორიული, სტომატოლოგიური, ოფთალმოლოგიური მომსახურება.
სამედიცინო დაზღვევასთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ დამატებით შეიძინოთ ბარგის დაზღვევაცზოგიერთი დამატებით გვთავაზობს . თუ თქვენი ბარგი დაიკარგა ან დააზიანეს, სადაზღვევო კომპანია პასუხისმგებლობას იღებს კომპენსაციის გადახდაზე – ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრძელვადიანი მოგზაურობების დროს ან მაშინ, როდესაც ბარგში ძვირადღირებული ნივთები გიდევთ.
სამოგზაურო
რატომ არ ღირს დაზღვევაზე უარის თქმა?
ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ სამოგზაურო დაზღვევა ზედმეტი ხარჯია, რომელიც ფუჭად უნდა გაიღოს. თუმცა, მარტივად რომ ვთქვათ, ეს ძალიან საშიში ილუზიაა, რომელმაც შეიძლება სერიოზული ფინანსური პრობლემები გამოიწვიოს.
საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურება საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული – მარტივი ამბულატორიული შემოწმება შეიძლება რამდენიმე ასეული დოლარი დაგიჯდეთ, ხოლო ჰოსპიტალიზაციამ და სერიოზულმა ოპერაციამ შესაძლოა ათასობით დოლარი შეადგინოს. დაზღვევის გარეშე კი ამ ყველაფრის გადახდა, რა თქმა უნდა, სკუთარი ბიუჯეტიდან მოგიწევთ.
სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, მოგზაურთა დაახლოებით 10-15% მოულოდნელ და უსიამოვნო ინციდენტს მოგზაურობისას ერთხელ მაინც აწყდება. ეს შეიძლება იყოს როგორც უმნიშვნელო, ისე სერიოზული პრობლემები, მაგრამ ყველა შემთხვევა მაინც ფინანსურ გამოწვევებთანაა დაკავშირებული.
განსაკუთრებით საშიშია დაზღვევის უგულებელყოფა ისეთ ქვეყნებში მოგზაურობისას, სადაც სამედიცინო მომსახურება ძალიან ძვირია – მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, შვეიცარიაში, იაპონიაში და ა.შ. ასეთ ადგილებში თუნდაც მარტივი სამედიცინო ჩარევა შესაძლოა ათასობით დოლარი დაგიჯდეთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ დაზღვევის ღირებულება ხშირად მოგზაურობის ჯამური ხარჯების მხოლოდ 3-5%-ია – ეს კი საკმაოდ უმნიშვნელო თანხაა იმ სიმშვიდისთან შედარებით, რომელსაც კონკრეტული პოლისის შეძენა მოგანიჭებთ.
გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში დაზღვევის გარეშე მოგზაურობა უბრალოდ შეუძლებელია – ბევრი ქვეყანა ვიზის გაცემის წინაპირობად ბევრ სხვა მნიშვნელოვან საბუთთან ერთად, სამოგზაურო დაზღვევის დოკუმენტსაც ითხოვს. უფრო მეტიც, თავად საქართველოდან გამგზავრებისასაც, განსაკუთრებით საბაჟო კონტროლისას, ერთ-ერთი აუცილებელი დოკუმენტი სწორედ სამოგზაურო დაზღვევაა.
,,ირაოს’’ სამოგზაურო დაზღვევა – თქვენი სიმშვიდის გარანტია
დღეს, როდესაც ერთ ღამეში შეგიძლიათ გადაწყვიტოთ საზღვარგარეთ გამგზავრება, ხუთ წუთში ონლაინ შეიძინოთ ავიაბილეთები და რამდენიმე დღეში აღმოჩნდეთ მსოფლიოს მეორე მხარეს, სამოგზაურო დაზღვევის მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად იზრდება, რადგან სპონტანური გადაწყვეტილებები რისკების უგულებელყოფას არ გულისხმობს.
,,ირაო’’ გთავაზობთ სამოგზაურო დაზღვევის ისეთ პაკეტებს, რომლებიც თანამედროვე მოგზაურის ყველა საჭიროებას ითვალისწინებს, იქნება ეს ხანმოკლე საქმიანი ვიზიტი, მრავალჯერადი მოგზაურობა, შიდა ტური თუ აქტიური დასვენება. თითოეული პოლისი მოქნილია, მომხმარებელზე ორიენტირებულია და შექმნილია რეალურ საჭიროებებსა და რისკებზე დაყრდნობით.
„ირაოს’’ მთავარი მიზანი მოგზაურობისას თქვენთვის სრულფასოვანი სიმშვიდისა და კომფორტის შექმნაა. ჩვენმა თითოეულმა მომხმარებელმა იცის, რომ ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს ,,ირაოს’’ სახით ჰყავთ სანდო პარტნიორი, რომელიც საჭირო დროს, საჭირო მხარდაჭერას შესთავაზებს.
ამიტომ, ნუ გააკეთებთ ეკონომიას საკუთარი უსაფრთხოების სანაცვლოდ – როდესაც არსებობს მარტივი გზა, რომელიც თავიდან აგარიდებთ ფინანსურ ზარალს, სტრესსა და გაუთვალისწინებელ პრობლემებს, მისი იგნორირება უბრალოდ არ ღირს.