ტაილანდში საკვებმა მომწამლა – სამოგზაურო დაზღვევამ მკურნალობის ხარჯები დაფარა

სამოგზაურო დაზღვევამ მკურნალობის ხარჯები დაფარა

ტაილანდი ბევრისთვის ნამდვილი სამოთხეა თავის ეგზოტიკური სანაპიროებით, ულამაზესი ბუდისტური ტაძრებით, საოცარი ზღვითა და გამორჩეული სამზარეულოთი.   ხშირად სოციალურ ქსელში ფირუზისფერი კამკამა წყლისა და ბანანის ფოთლებში გახვეული უგემრიელესი კერძების ფოტოების ნახვაც საკმარისია, რომ გულმა მაშინვე ამ ქვეყნისკენ გაგიწიოს.

თუმცა, როგორც ხშირად ხდება ცხოვრებაში, ყველაზე სასიამოვნო მოგზაურობაც კი შეიძლება მოულოდნელად ყველაზე უსიამოვნო თავგადასავლად იქცეს, რადგან იმავე სოციალურ ქსელში ეს მომხიბვლელი ვიდეოები არაფერს გვეუბნება ხოლმე იმაზე, რომ ეს  ეგზოტიკური კულინარია ჯანმრთელობისთვის შეიძლება საზიანოც აღმოჩნდეს.

ერთი ქართველი მოგზაურისთვის ტაილანდის ტრადიციულმა კერძმა ნამდვილად საბედისწერო როლი ითამაშა. რამდენიმე საათში, თითქოს უწყინარი, მაგრამ ზედმეტად ცხარე კერძის დაგემოვნების შემდეგ, ახალგაზრდა ქალს ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუუარესდა. უცხო გარემო, ენობრივი ბარიერი და გაურკვევლობა მარტივად შეიძლებოდა პანიკასა და დიდ პრობლემაში გადაზრდილიყო,  რომ არა წინასწარ შეძენილი სამგზავრო დაზღვევა.

რა მოხდა რეალურად?

ნინო, ახალგაზრდა მოგზაური საქართველოდან, დიდი ხნის ოცნების ასასრულებლად რამდენიმე თვე ემზადებოდა.  იყიდა ბილეთები ბანგკოკის მიმართულებით, სასტუმრო დაჯავშნა ხაო სან როუდზე, მიზნად კი  ყველა შესაძლო ღირსშესანიშნაობის დათვალიერება და ყველა იმ კერძის დაგემოვნება დაისახა, რომლის ვიდეოებიც სოციალურ ქსელში ათასჯერ მაინც ჰქონდა ნანახი.  

ამ გეგმების განხორციელება ქალაქში ჩასვლისთანავე დაიწყო – პირველივე დღეს ქუჩის ერთ-ერთ  კვების ობიექტს ესტუმრა. კერძი თავიდან საინტერესო და ეგზოტიკური მოეჩვენა. გემო უნიკალური და უცხო, ხოლო სურნელი ძალიან მძაფრი – თითქოს ერთი შეხედვით, გასაკვირიც არაფერი იყო, სხვა მოლოდინი არც ჰქონია, რომ არა რამდენიმე საათში მუცლის ძლიერი ტკივილი და მაღალი ტემპერატურა.

ის, რაც დაუვიწყარი თავგადასავლისა და ახალი გამოცდილების მიღების ნაწილი უნდა გამხდარიყო, ნამდვილ კოშმარად იქცა. და სწორედ ასეთ კრიზისულ მომენტში, როცა ღამის სამ საათზე, ნერვიულად ეძებდა ინტერნეტში ინფორმაციას ბანგკოკის კლინიკების შესახებ,  გაახსენდა – გამგზავრების წინა დღეს „ირაოში’’ შეძენილი მოგზაურობის დაზღვევა, რომელიც მაშინ უბრალო ფორმალობად ეჩვენებოდა, თუმცა ახლა ყველაზე დიდ იმედს სწორედ ამ დოკუმენტზე ამყარებდა.

რა მოიმოქმედა მომხმარებელმა?

ნინომ დაუყოვნებლივ მიმართა „ირაოს’’ 24/7 დახმარების ცენტრს. ზარის მიღებისთანავე ოპერატორმა დეტალურად მოინიშნა დეტალები არსებული ვითარების შესახებ,  გასცა პირველადი რეკომენდაციები და მყისიერად დაიწყო ადგილობრივ პარტნიორებთან კოორდინირების პროცესი. ამის შემდგომ „ირაოს’’ გუნდმა სწორედ პარტნიორების დახმარებით მოძებნა ისეთი სანდო საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი ბანგკოკში, სადაც ინგლისურენოვანი პერსონალი მუშაობდა.  

კლინიკაში მისვლისთანავე ექიმებმა სწრაფად ჩაატარეს დიაგნოსტიკა, გამოიკვლიეს დაავადების გამომწვევი მიზეზი და დაუყოვნებლივ დაიწყეს მკურნალობა. უცხო გარემოში ყოფნის მიუხედავად, ინგლისურენოვანი პერსონალი მომხმარებლისთვის დამატებით კომფორტსა და სიმშვიდის განცდას ქმნიდა. 

რამდენიმე დღეში ნინოს მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. რაც ყველაზე მთავარია, მთელი ამ დროის განმავლობაში „ირაოს’’ გუნდი ბოლომდე აკონტროლებდა პროცესს. 

როგორ გვეხმარება სამოგზაურო დაზღვევა კრიტიკულ სიტუაციაში?

კლინიკაში, რომელიც სრულად აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს, ნინომ მიიღო ექიმის კონსულტაცია, მას ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები და დაენიშნა საჭირო მედიკამენტები. ყველა ხარჯი,  რომელიც რამდენიმე ასეული აშშ დოლარის ექვივალენტი იყო, სრულად დაფარა გამგზავრებამდე შეძენილმა დაზღვევის პოლისმა. 

მომხმარებელს ექიმებმა განუმარტეს, რომ საქმე ჰქონდა გავრცელებულ პრობლემასთან, რომელსაც ხშირად აწყდებიან უცხოეთიდან ჩასული ტურისტები, როცა ორგანიზმი უბრალოდ ვერ ეგუება ახალი ბაქტერიებისა და სანელებლების კომბინაციას.

ამ გამოცდილებამ ნათლად აჩვენა, რომ სამგზავრო დაზღვევა უსაფრთხოებისა და ფინანსური დაცულობის კუთხით, საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტია. როგორც თავად მომხმარებელი ამბობს, ის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გრძნობდა, რომ ,,ირაოს’’ სახით გვერდით ჰყავდა სანდო პარტნიორი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეეძლო დახმარება. 

რატომ არის აუცილებელი სამოგზაურო დაზღვევა უცხოეთში?

უცხოეთში მოგზაურობა ყოველთვის შეიცავს ისეთ რისკებს, რომლებიც წინასწარ ძნელად განჭვრეტადია. საკვების მოწამვლა მხოლოდ ერთ-ერთი, ყველაზე ხშირი მაგალითია. სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურები ასევე ხშირად შეიძლება აღმოჩნდნენ შემდეგი საფრთხეების წინაშე: 

ტრავმები და უბედური შემთხვევები – ახალი გარემო, უცხო ინფრასტრუქტურა და განსხვავებული წესები ხშირად ზრდის ტრავმის ალბათობას. იქნება ეს ზღვაში ცურვისას მიღებული დაზიანება, ველოსიპედით ან ფეხით გადაადგილებისას მომხდარი შემთხვევა, თუ რამე სხვა. 

ალერგიული რეაქციები – ეგზოტიკურ პროდუქტებზე, ტროპიკულ მცენარეებზე, მწერების ნაკბენზე თუ ახალ კოსმეტიკურ საშუალებებზე, ზოგჯერ რეაქცია ისეთი ძლიერი შეიძლება იყოს, რომ სასწრაფო დახმარება გახდეს საჭირო.

გზაზე ავარიები – უცხო ქვეყანაში გადაადგილებისას ყოველთვის არსებობს ავარიების რისკი. განსხვავებული წესები, ინტენსიური მოძრაობა და უცნობი გზები ხშირად ქმნის სიტუაციას, სადაც ყველაზე ყურადღებიან მძღოლსაც კი შეიძლება პრობლემა შეექმნას.

ქრონიკული დაავადებების გამწვავება – კლიმატის, დროის სარტყლის ცვლილებამ და სტრესმა შეიძლება გაამწვავოს ჯანმრთელობის არსებული პრობლემები.

ინფექციური დაავადებები – მოგზაურობისას ხშირია ისეთი დაავადებების რისკი, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისგან განსხვავებით, უცხოეთიდან ჩასული ტურისტებისთვის საკმაოდ სახიფათოა. გრიპის მსგავსი ინფექციაც კი შეიძლება ტურისტისთვის სერიოზულ საფრთხედ იქცეს.

მატერიალური დანაკარგები – უცხო ქვეყანაში დაკარგული ბარგი, მოპარული პირადი ნივთები ან დაზიანებული ტექნიკა ასევე ხშირი პრობლემაა. ასეთ შემთხვევებში სამოგზაურო დაზღვევა მნიშვნელოვნად ამცირებს ფინანსურ ზიანს.

გაითვალისწინეთ, რომ თუ დაზღვევა არ გექნებათ, საჭიროების შემთხვევაში მოგიწევთ:

  • მაღალი სამედიცინო ხარჯების გაღება (კერძო კლინიკებში ვიზიტი უცხოეთში დაახლოებით 100-500 დოლარამდე ჯდება)
  • გაურკვეველ გარემოში დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება
  • ენობრივ ბარიერთან გამკლავება

სწორედ ამიტომ არის გამოსადეგი ონლაინ სამოგზაურო დაზღვევა – მარტივად შეგიძლიათ შეიძინოთ პოლისი სახლიდან გაუსვლელად, რამდენიმე წუთში. ეს არის სწრაფი და უსაფრთხო გზა იმისათვის, რომ მოგზაურობისას თავი მშვიდად იგრძნოთ. 

რატომ ,,ირაო’’?

ირაო’’ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, რომელმაც არაერთხელ გაამართლა ამ წლების განმავლობაში მოპოვებული მაღალი რეპუტაცია საკუთარი მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობებით, რომელთაგანაც ყველაზე მთავარია: 

სანდოობა და გამოცდილება – „ირაოს’’ აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის 20 + წლიანი გამოცდილება. აქ ზუსტად იციან,  როგორ უპასუხონ სხვადასხვა ქვეყნის განსხვავებული სამედიცინო სისტემის მოთხოვნებს, რათა მოგზაურმა ნებისმიერ დროს სწრაფი და  ეფექტური დახმარება მიიღოს. 

24/7 დახმარება ქართულ ენაზე – ოპერატორები დასახმარებლად მზად არიან ყოველთვის, იმის მიუხედავად მსოფლიოს რომელ წერტილშია მოგზაური. ეს ამძაფრებს სიმშვიდის განცდას და იძლევა იმის გარანტიას, რომ კრიზისულ სიტუაციაში დაზღვეული პირი არასდროს იქნება მარტო.

გაფართოებული საერთაშორისო ქსელი – იმ კლინიკებისა და სამედიცინო ცენტრების ჩამონათვალი, რომლებთანაც ,,ირაო’’ თანამშრომლობს, საკმაოდ ვრცელია – აქედან გამომდინარე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, კომპანიამ იცის, ვის და როდის დაუკავშირდეს, რათა თქვენ სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება მიიღოთ.

მოქნილი პაკეტები – შეთავაზებები მორგებულია სხვადასხვა ტიპის მოგზაურობაზე და ყოველი მომხმარებელი მარტივად ირჩევს თავისი საჭიროებებისთვის შესაბამის ვარიანტს.

სწრაფი რეაგირება – ავარიის, მოულოდნელი ავადმყოფობის ან სხვა კრიზისული სიტუაციის დროს „ირაო’’ დაუყოვნებლივ იწყებს მოქმედებას: უკავშირდება სამედიცინო დაწესებულებებს, უზრუნველყოფს სწრაფი მომსახურების მიღებას და მაქსიმალურად ცდილობს, მოგზაურს კრიტიკულ მომენტში სტრესი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქოს. 

სამოგზაურო დაზღვევა – თქვენი საიმედო თანამგზავრი ნებისმიერ ქვეყანაში

ნინოს გამოცდილება ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამოგზაურო დაზღვევის შეძენა –  ერთი შეხედვით უბრალო პოლისმა იგი არა მხოლოდ სოლიდური ხარჯებისგან იხსნა, არამედ თავიდან ააცილა მრავალსაათიანი გაურკვევლობა და სტრესი უცხო ქვეყანაში.

„ვერ წარმომიდგენია, რა მოხდებოდა, დაზღვევა რომ არ მქონოდა’’, – იხსენებს ნინო. „ღამის სამ საათზე, ბანგკოკში, მარტო და თან ავად… რომ არა ,,ირაოს’’ მხარდაჭერა, ეს მოგზაურობა ნამდვილი კოშმარი იქნებოდა. ეს ის შემთხვევაა, როცა 50-100 ლარიანმა პოლისმა შეიძლება ათასობით ლარი დაგიზოგოთ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენი ნერვები და ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი ზიანისგან იხსნას’’ – ამბობს ის. 

გახსოვდეთ, მოგზაურობას თან თითქმის ყოველთვის ახლავს სიურპრიზები – მათგან ზოგი სასიამოვნოა, ზოგი კი სერიოზული პრობლემის გამომწვევი. ამიტომ,  გამგზავრებამდე აუცილებლად შეიძინეთ სამოგზაურო დაზღვევა ,,ირაოში’’, რათა დაიცვათ საკუთარი თავი და თქვენი საოცნებო მოგზაურობაც მეტად უსაფრთხო და დაუვიწყარი გახადოთ.