საუკეთესო სამოგზაურო დაზღვევა: რატომ უნდა აირჩიოთ „ირაო’’

საუკეთესო სამოგზაურო დაზღვევა

დღესდღეობით ადამიანები სულ უფრო ხშირად კვეთენ საზღვრებს ახალი კულტურების აღმოსაჩენად, საქმიანი ვიზიტებისა თუ უბრალოდ ტურისტული მიზნებით. შესაბამისად, სულ უფრო აშკარა ხდება სამოგზაურო დაზღვევის საჭიროება, რადგან ქვეყნიდან ქვეყანაში გადაადგილების ზრდასთან ერთად, იმატებს რისკებიც, რომლებმაც შესაძლოა მოულოდნელად შეცვალოს მოგზაურობის გამოცდილება. 

საზღვარგარეთ ყოფნისას ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემა ან ავარიული შემთხვევა ხშირად მნიშვნელოვანი ხარჯების საფუძველია, ხოლო დაკარგული ბარგი ზოგჯერ დამატებით სტრესსა და დისკომფორტს ქმნის.  აქედან გამომდინარე, სწორი სადაზღვევო კომპანიისა და პაკეტის შერჩევა თანამედროვე მოგზაურისთვის უკვე ისეთივე აუცილებელია, როგორც ბილეთის ან სასტუმროს დაჯავშნა. თუმცა, ბაზარზე არსებული მრავალფეროვანი შეთავაზებების ფონზე, მნიშვნელოვანია გვქონდეს მკაფიო წარმოდგენა, თუ რა კრიტერიუმებით უნდა ავარჩიოთ საუკეთესო ვარიანტი.

„ირაოს’’ სამოგზაურო დაზღვევის უნიკალური უპირატესობები

სამოგზაურო დაზღვევის არჩევისას ადამიანების უმეტესობა პირველ რიგში საფასურსა და სტანდარტულ პირობებს აქცევს ყურადღებას. თუმცა, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რეალურად გადამწყვეტი როლი სწორედ იმ დეტალებს აქვს, რომლებიც კონკრეტულ კომპანიას სხვებისგან განასხვავებს. „ირაოს’’ შემთხვევაში საქმე მხოლოდ ხელმისაწვდომ ფასსა და საბაზისო დაფარვას არ ეხება – ეს არის სერვისი, რომელიც დაფუძნებულია სანდოობაზე, მრავალფეროვან პაკეტებსა და ისეთ დამატებით უპირატესობებზე, რომლებიც მოგზაურს უცხო ქვეყანაში მეტ თავდაჯერებულობასა და სიმშვიდეს ანიჭებს.

პირველი მნიშვნელოვანი უპირატესობა არის გლობალური დაფარვა. „ირაოს’’ სადაზღვევო პაკეტის  ქვეშ მოგზაური დაცულია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მოულოდნელი პრობლემა, ავარია ან სხვა ინციდენტი არასდროს დარჩება ყურადღების მიღმა. ფაქტობრივად, „ირაოს’’ პოლისით ადამიანი დარწმუნებულია, რომ დაცულია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, იქნება ეს ევროპის დიდი ქალაქი, აზიის ეგზოტიკური კურორტი თუ უფრო შორეული მიმართულება. 

მეორე უპირატესობაა სწრაფი და მოქნილი მომსახურება. საგანგებო სიტუაციებში დრო გადამწყვეტია, ამიტომ „ირაო’’ მომხმარებელს სთავაზობს 24/7 ცხელი ხაზის მომსახურებას, სადაც კვალიფიციური ოპერატორები რეაგირებისთვის მზად არიან ნებისმიერ დროს. ეს ნიშნავს, რომ თუ მოგზაურობისას საჭირო გახდა სამედიცინო დახმარება ან სხვა გადაუდებელი ნაბიჯი, კომპანია არ დაგტოვებთ მარტო და გაგიწევთ რეალურ მხარდაჭერას. 

გარდა ამისა, ქართული ასისტანსის სერვისი მომხმარებელს საშუალებას აძლევს კომუნიკაცია ჰქონდეს მშობლიურ ენაზე, რაც კიდევ უფრო აადვილებს მომსახურებას. კონტაქტი შესაძლებელია სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით: ტელეფონით, მეილით, ჩათით, WhatsApp-ით ან Viber-ით. სწორედ მსგავსი ოპერატიული და პროფესიონალური სერვისი განასხვავებს სანდო პარტნიორს უბრალო ფორმალური დაზღვევისგან.

მესამეა პაკეტების მოქნილობა და არჩევანის თავისუფლება. „ირაოს’’ სამოგზაურო დაზღვევა მორგებულია სხვადასხვა საჭიროებასა და ბიუჯეტს. ერთია, როცა მოგზაურობა დაგეგმილია პირობითად ევროპაში ხანმოკლე დასვენებისთვის და სრულიად სხვაა, როცა საქმე გრძელვადიან ვიზიტს ეხება. „ირაო’’ მომხმარებელს აძლევს საშუალებას აირჩიოს ისეთი პაკეტი, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება მის გეგმებსა და საჭიროებებს.

დაბოლოს, მნიშვნელოვანი უპირატესობაა სანდოობა და საერთაშორისო გამოცდილება. „ირაო’’ ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია, რაც მომხმარებელს გარანტიას აძლევს, რომ სერვისი დაფუძნებული იქნება ევროპულ სტანდარტებზე. ეს არა მხოლოდ ხარისხის ნიშანი, არამედ იმის წინაპირობაცაა, რომ ნებისმიერ ვითარებაში მიიღებთ პროფესიონალურ მომსახურებას.

შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ 

დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფას რესურსად იქცა, მოგზაურებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნებისმიერი სერვისის სწრაფად და მარტივად მიღება. „ირაო’’ მომხმარებლებს ურჩევს, იყიდონ სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ, რადგან  შეძენის სრულად ავტომატიზირებული პროცესი,  მათ აძლევს საშუალებას, დაზღვევის პოლისი სახლიდან გაუსვლელად მიიღონ. თავის მხრივ პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია და მოიცავს სტანდარტულ ნაბიჯებს, რომლებიც სულ რამდენიმე წუთში სრულდება.

პირველ რიგში, მომხმარებელი შედის „ირაოს’’ ოფიციალურ ვებსაიტზე და ირჩევს სამოგზაურო დაზღვევის განყოფილებას. აქ შესაძლებელია ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით დაფარვის ვადის, ქვეყნისა და დაზღვევის ტიპის განსაზღვრა. სისტემა ავტომატურად ითვლის ღირებულებას და მომხმარებელს აძლევს ინფორმაციას, თუ რა რისკებს ფარავს შერჩეული პაკეტი. ეს დეტალური და გამჭვირვალე მიდგომა ადამიანებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. 

შემდეგი ნაბიჯი დაკავშირებულია გადახდასთან. „ირაოს’’ პლატფორმა ინტეგრირებულია გადახდის თანამედროვე სისტემებთან, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი მარტივად, საკუთარი საბანკო ბარათის გამოყენებით ასრულებს ტრანზაქციას. ამის შემდეგ ელექტრონული პოლისი ავტომატურად იგზავნება დაზღვეულის ელფოსტაზე და  მას უკვე შეუძლია მშვიდად გამგზავრება. 

სამოგზაურო დაზღვევის დაფარვის სფეროები: რა მოიცავს პოლისი

მნიშვნელოვანია, რომ სამგზავრო დაზღვევა მაქსიმალურად ვრცელდებოდეს ისეთ შემთხვევებზე, რომელთა პროგნოზირებაც წინასწარ შეუძლებელია. სწორედ ამის გამო, „ირაო’’ ფოკუსირებულია ორ ძირითად მიმართულებაზე, ეს არის: ჯანმრთელობისა და ბარგის დაზღვევა. 

საზღვარგარეთ ყოფნისას ყველაზე მნიშვნელოვანი რისკი უკავშირდება ჯანმრთელობას. მოულოდნელი ავადმყოფობა ან ტრავმა შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს. „ირაოს’’ პოლისები კი  უზრუნველყოფს სრულ დაცვას გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევებისთვის, რაც მოიცავს სასწრაფო დახმარებას, ჰოსპიტალიზაციას, აუცილებელ სამედიცინო პროცედურებს და კლინიკაში გადაყვანას.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სადაზღვევო კომპანიაში შემოთავაზებულია სხვადასხვა საჭიროებისა და მოგზაურობის ტიპის მიხედვით შექმნილი პოლისები. ეს საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს მოკლევადიანი დასვენება, საქმიანი ვიზიტი თუ გრძელვადიანი მოგზაურობა, აირჩიოს ის სამგზავრო დაზღვევა, რომელიც სრულად შეესაბამება მის გეგმებს, ბიუჯეტსა და პირად მოთხოვნებს, მაგალითად: 

ერთჯერადი პოლისი – იდეალურია მოკლევადიანი მოგზაურობისთვის. ფარავს ძირითად სამედიცინო რისკებს, რაც საშუალებას გაძლევთ მშვიდად ისიამოვნოთ ხანმოკლე დასვენებით ან საქმიანი ვიზიტით.

მულტიპოლისი – შესანიშნავი არჩევანი იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც 6–12 თვის განმავლობაში ბევრჯერ გადიან საზღვრებს მიღმა. 

მოგზაურის პოლისი – იდეალური მათთვის, ვინც ხშირად, მოკლევადიანი ვიზიტებით მოგზაურობს. 

შიდა ტურის პოლისი – საქართველოს ფარგლებში მოგზაურობისთვის. მოიცავს ჯანმრთელობის ძირითადი რისკების დაფარვას ქვეყნის შიგნით, რათა სტრესი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

როგორ მოქმედებს „ირაო’’ საგანგებო სიტუაციებში

იმის გათვალისწინებით, რომ საგანგებო სიტუაციებისას, გადაწყვეტილების მიღება ხანდახან წუთების საკითხია, „ირაოში’’ დიდი ყურადღება ეთმობა ოპერატიულობას, რათა მომხმარებელმა სწრაფი, ეფექტური და აქტიური მხარდაჭერა ნებისმიერ ვითარებაში მიიღოს. 

ამასთან, „ირაო’’ არასდროს გაურბის პასუხისმგებლობას – ნებისმიერი კრიზისული სიტუაცია, რომელიც დაზღვევის ფარგლებში წარმოიშვება, კომპანიისთვის არის ერთგვარი სიგნალი, რეალური და ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად.  კომპანიის მიდგომა ეფუძნება პრინციპს, რომ მოგზაური ნებისმიერ სიტუაციაში დაცული უნდა იყოს – ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ირაო’’ აქტიურად მართავს პროცესს თავიდან ბოლომდე: იწყებს კოორდინაციას საჭირო პარტნიორებთან, ადგილობრივ ოფიციალურ და ავტორიტეტულ სამსახურებთან, უზრუნველყოფს დროულ რეაგირებას და აუცილებელ ლოგისტიკურ მხარდაჭერას. კომპანიას პასუხისმგებლობის თვალსაზრისით საკმაოდ მკაფიო სტანდარტები აქვს და ამიტომ, კრიზისული სიტუაციები აქ  უგულებელყოფილი არასდროს რჩება.

,,ირაოს’’ პრაქტიკული რჩევები მოგზაურებისთვის

მოგზაურობის დროს სადაზღვევო პოლისის შეძენასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია წინასწარი მომზადება. „ირაო’’ გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომელიც მოგზაურობის გამოცდილებას მეტად უსაფრთხოსა და მშვიდს გახდის:

  1. წინასწარი დაგეგმვა და ინფორმირებულობა

გამგზავრებამდე მოიძიეთ საბაზისო ინფორმაცია დანიშნულების ადგილის შესახებ,  მაგალითად, ადგილობრივი ჯანდაცვის სერვისების დეტალები, საგანგებო ნომრები, კლიმატური პირობები, კულტურული ტრადიციები და რეგულაციები. წინასწარ ინფორმირებულობა დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ სირთულეები და სტრესი.

  1. საკონტაქტო მონაცემების შენახვა

შეინახეთ მნიშვნელოვანი საკონტაქტო ინფორმაცია: თქვენი სადაზღვევო კომპანიისა და ასისტანსის ცხელი ხაზის ნომერი, ადგილობრივი საელჩოსა და სხვა საჭირო სტრუქტურების ტელეფონები – ეს კრიზისული სიტუაციებისას დროული რეაგირების საშუალებას მოგცემთ.

  1. ჯანმრთელობის დაზიანების პრევენცია

მიირთვით საკვები სუფთა გარემოში, დაიცავით ჰიგიენის წესები, ატარეთ საჭირო მედიკამენტები და ა.შ. მსგავსი პრევენციული ზომები მინიმუმამდე დაიყვანს შესაძლო საფრთხეებს.

  1. ბარგისა და პირადი ნივთების უსაფრთხოება

იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ ისეთი უსიამოვნო გამოცდილება, როგორიცაა ბარგის დაკარგვა ან ქურდობა, „ირაო’’ გირჩევთ, გამოიყენოთ სპეციალური საკეტები, მიაკარით ბარგს საიდენტიფიკაციო ნიშნები და ღირებული ნივთები შეინახეთ პირად ზურგჩანთაში. 

  1. კომუნიკაცია „ირაოსთან’’

თუ დაზღვევით გათვალისწინებული კრიზისული სიტუაცია შეიქმნა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით „ირაოს’’. კომპანიის ოპერატიულობა, 24/7 მხარდაჭერა და კლიენტთან მუდმივი კავშირი უზრუნველყოფს, რომ პრობლემა ეფექტურად მოგვარდეს.

  1. პოლისის აქტიური გამოყენება

მიუხედავად იმისა, რომ ყველა რჩევა პრევენციულია, არასდროს დაგავიწყდეთ თქვენი სადაზღვევო პოლისი. შეინახეთ მისი ელექტრონული ვერსია მობილურში,  რათა საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი მომსახურება სწრაფად მიიღოთ.