ელექტრომობილები საქართველოში სულ უფრო აქტუალური არჩევანი ხდება. თუ რამდენიმე წლის წინ ეს სეგმენტი ჯერ კიდევ ახალი და ნიშური იყო, დღეს უკვე აშკარაა, რომ ბაზარი სწრაფად იცვლება: იზრდება როგორც ელექტრომობილების რაოდენობა, ისე მათთვის საჭირო ინფრასტრუქტურაც. სწორედ ამ ცვლილებების ფონზე, სადაზღვევო კომპანია ირაო და EV Power ახალ პარტნიორობას იწყებენ, რომელიც მომხმარებლებს უფრო პრაქტიკულ და თანამედროვე სარგებელს სთავაზობს.
რას გულისხმობს თანამშრომლობა?
თანამშრომლობის ფარგლებში, ირაოს ავტოდაზღვევის მფლობელები ელექტრომობილის დამუხტვაზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზება ვრცელდება როგორც ირაოს არსებულ მომხმარებლებზე, ისე მათზე, ვინც ავტოდაზღვევას ახლა შეიძენს.
სერვისით სარგებლობის ინსტრუქცია:
- ჩამოტვირთეთ აპლიკაცია
- შეავსეთ ბალანსი – ნებისმიერი საბანკო ბარათით
- გააქტიურეთ პრომო კოდი – აპლიკაციაში, პრომო კოდის ველში შეიყვანეთ დაზღვევის პოლისის ნომერი
დამატებითი ინფორმაცია:
- ავტომობილის დატენვის ვიდეო ინსტრუქცია
- EV Power-ის ლოკაციები
გაეცანით ავტოდაზღვევის პირობებს , დაგვიტოვეთ საკონტაქტო ან დაგვიკავშირდით:
+995 (32) 2 949 949
Ev Power ირაოს ოფიციალური პარტნიორია!