მუდმივი ფასდაკლება საწვავზე და 10 000 ქულა საჩუქრად - აქცია ავტოდაზღვევის შეძენისას
მომხმარებლებზე ზრუნვა, მათ ინტერესებზე ფიქრი და რეალური საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავებული შეთავაზებები – სწორედ ეს გამოარჩევს „ირაოს“. ამჯერად, სადაზღვევო კომპანია ყოველდღიური ხარჯების შემცირების შესაძლებლობას გაძლევს.
უსაფრთხოებისა და თავდაჯერებულობის გარდა, ირაოს ავტოდაზღვევა დამატებით სარგებელსაც მოგიტანს.
SOCAR-თან პარტნიორობის ფარგლებში, 12-დან 25 ნოემბრის ჩათვლით, დაზღვეულები Energy Card-ზე 10 000 ქულას მიიღებენ და საწვავზე სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლებენ.
შეთავაზება ირაოს ავტოდაზღვევის ბენეფიციარებს ეხებათ. თითოეულ პოლისზე მომხმარებელს ერთჯერადად 10 000 ქულა დაერიცხება. ერთი ქულა ერთი თეთრის ეკვივალენტია. აღსანიშნავია, რომ ბენეფიტი ერთჯერადი საჩუქრით არ შემოიფარგლება – საწვავზე ფასდაკლება იმოქმედებს მანამ, სანამ მომხმარებელი ირაოს დაზღვეულია.
სპეციალური ფასდაკლება საწვავზე
თუ გაქვს ირაოს მანქანის დაზღვევა, ბენზინისა და დიზელის თითოეულ ლიტრზე, ასევე ბუნებრივი აირის (CNG) თითოეულ კუბურ მეტრზე ფასდაკლებით ისარგებლებ.
ფასდაკლების ოდენობა წინა თვის განმავლობაში შეძენილი საწვავის მოცულობაზეა დამოკიდებული. რაც უფრო მეტი საწვავი გექნება წინა თვეში შეძენილი, მით უფრო მეტ ფასდაკლებას მიიღებ.
ბენზინსა და დიზელზე ფასდაკლება თითოეულ ლიტრზე 20, 25 ან 30 თეთრია, ხოლო ბუნებრივ აირზე – 7, 9 ან 10 თეთრი თითოეულ კუბურ მეტრზე. პირველ თვეს მოქმედებს პირველი საფასურის ფასდაკლება: 20 თეთრი ბენზინსა და დიზელზე, ხოლო 7 თეთრი CNG-ზე.
როგორ შეიძლება 10 000 ქულის გამოყენება?
ქულები SOCAR-ის Energy Card-ზე ირიცხება. მათი გამოყენება შესაძლებელია SOCAR-ის ავტოგასამართ სადგურებზე საწვავისა და Way Mart-ის პროდუქციის შესაძენად. ქულების მისაღებად საჭიროა, მომხმარებელი რეგისტრირებული იყოს SOCAR Geo-ს აპლიკაციაში ან ვებგვერდზე sgp.ge. მას საკუთარ ანგარიშზე მიბმული უნდა ჰქონდეს Energy Card (ფიზიკური ან ციფრული).
როგორ შეიძინო მანქანის დაზღვევა?
მანქანის დაზღვევა წლის ნებისმიერ სეზონზე საჭიროა. ზამთრის მოახლოებასთან ერთად კი, საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ხდება. თოვლი და გზების მოყინვა ავტომობილის მართვას ართულებს. ამ დროს მძღოლებს უფრო მეტი სიფრთხილე და ყურადღება მართებთ.
ავტო დაზღვევა ადამიანებისთვის ის დასაყრდენია, რომელიც გზებზე მშვიდად მოძრაობაში ეხმარებათ.
ავტოდაზღვევის შეძენა შესაძლებელია დისტანციურად, გაყიდვების მენეჯერის დახმარებით.
„ირაო“ ადამიანებისთვის სანდო სადაზღვევო მრჩეველია, რომელიც მომხმარებლების რეალურ საჭიროებებზე ფიქრობს. SOCAR-თან პარტნიორობის ფარგლებში მიღებული დამატებითი სარგებელიც ამ მიდგომის ნაწილია. ავტოდაზღვევასთან ერთად, მომხმარებლებს ყოველდღიური ხარჯების შემცირების შესაძლებლობა აქვთ.
დაგვიკავშირდი დეტალებზე: 0322 949 949