ყველაზე კარგი ჯანმრთელობის დაზღვევა - რატომ უნდა აირჩიო „ირაო“?

დიდი ხანია ფიქრობ, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა გჭირდება? თუ სამედიცინო საჭიროებებმა თავი ახლახან შეგახსენა? – არ აქვს მნიშვნელობა ადამიანების რომელ ჯგუფში ხარ. მთავარია, რომ ყველაზე კარგი ჯანმრთელობის დაზღვევა აირჩიო. ის, რომელიც შენს საჭიროებებს მოერგება. ამისთვის კი მხოლოდ პოლისის ღირებულებით არ უნდა იხელმძღვანელო. არსებობს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორებიც. მაგალითად, უნდა იცოდე, რა მომსახურებებს მოიცავს დაზღვევა, რა ლიმიტები აქვს, რომელ შემთხვევებს არ ფარავს და როდის შეგიძლია მისი გამოყენება.
გაითვალისწინე, ერთი შეხედვით, მსგავს პოლისებს შორისაცაა განსხვავება. სწორედ მცირე დეტალები განსაზღვრავს რომელი იქნება საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევა შენთვის.
ირაოში მომხმარებლების საჭიროებებზე ვფიქრობთ და სერვისს მუდმივად ვხვეწთ. ჩვენ გთავაზობთ წვდომას წამყვან პარტნიორ კლინიკებთან და საუკეთესო სპეციალისტებთან.
ყველაზე კარგი ჯანმრთელობის დაზღვევა – რას მოიცავს „ირაოს“ პაკეტები?
ჯანმრთელობის დაზღვევა „პულსი“ სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს. პაკეტებში შედის სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ამბულატორიული და ჰოსპიტალური მომსახურება, მედიკამენტები, პირადი ექიმის მომსახურება, პროფილაქტიკური კვლევები და ვაქცინაცია. გარდა ამისა, დაფარვა მოიცავს ონკოლოგიურ მომსახურებას, კარდიოლოგიას, სტომატოლოგიას, ორსულობასა და მშობიარობას.
„პულსს“ რამდენიმე პაკეტი აქვს, ესენია: „პრემიუმი“, „კომფორტი“, „კლასიკი“, „სტანდარტი“, „პრემიუმ+“ „კომფორტ+“, „კლასიკ+“ და „სტანდარტ+“.
ბუნებრივია, ამ პაკეტებს შორის გარკვეული განსხვავებები არსებობს. მაგალითად, განსხვავდება ლიმიტები, დაფინანსების პროცენტები და ცალკეული სერვისების პირობები. დაფიქრდი, რომელი პაკეტის პირობები შეესაბამება კონკრეტულად შენს საჭიროებებს.
ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტები ერთმანეთს მხოლოდ ფასის მიხედვით არ უნდა შეადარო. საჭიროა თითოეული მიმართულების პირობების ნახვა და იმის განსაზღვრა, რა არის შენთვის პრიორიტეტი.
რას ნიშნავს ადამიანზე მორგებული დაზღვევა?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა პოლისის პირობები წინასწარ გაიაზროს და ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს. შენ უნდა იცოდე: რა იფარება „პულსის“ კონკრეტული პოლისით, რა ეტაპებია გასავლელი მომსახურების მისაღებად, ვის უნდა მიმართო კითხვების შემთხვევაში და რა ლიმიტები ან მოცდის პერიოდი მოქმედებს.
„ირაოში“ ვზრუნავთ, რომ ადამიანებს ის შევთავაზოთ, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. პაკეტებიც ამის გათვალისწინებითაა შედგენილი. ყველაზე კარგი ჯანმრთელობის დაზღვევა ის იქნება, რომელიც შენს ინტერესებს მოერგება.
მაგალითად, ზოგიერთი ადამიანისთვის შეიძლება ექიმთან გეგმიური ვიზიტები და პროფილაქტიკური კვლევები იყოს მნიშვნელოვანი. ოჯახისთვის – ბავშვების სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა. ასევე, ვაქცინაციის, ორსულობისა და მშობიარობის შესახებ არსებული პირობები. ზოგ მომხმარებელს კი ჰოსპიტალური ან ონკოლოგიური მომსახურების დაფარვა სჭირდება.
უნივერსალური, საუკეთესო ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა არ არსებობს. მთავარია, პოლისი სამედიცინო საჭიროებების მიხედვით შეარჩიო.
კერძო სამედიცინო დაზღვევა – დროისა და თანხის დაზოგვის საშუალება
ჯანმრთელობის კერძო დაზღვევა ბევრი ადამიანისთვის სიმშვიდის გარანტიაა. მართლაც, დიდი კომფორტია, როდესაც ექიმთან მისვლისას ფინანსურ მხარეზე ფიქრი არ გიწევს.
კერძო სამედიცინო დაზღვევით სარგებლობის შემთხვევაში თანხას მთლიანად შენ არ გადაიხდი. პოლისის მიხედვით, შეგიძლია მიიღო დაფინანსება სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებაზე და წინასწარ იცოდე, რა პირობებით მოქმედებს დაზღვევა.
კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა მხოლოდ მკურნალობაზე არ არის ორიენტირებული. „პულსის“ პირობებში გათვალისწინებულია პროფილაქტიკური კვლევების დაფინანსებაც, წელიწადში ორჯერ. გარდა ამისა, შედის ქრონიკული დაავადებების დაფინანსებაც მოცდის პერიოდების გარეშე. გარდა ამისა, ჯანმრთელობის დაზღვევით იფარება ისეთი სერვისები, როგორიცაა რეპროდუქტოლოგია/ანდროლოგია და ფსიქოთერაპია.
აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობს, რომელსაც გარკვეული ლიმიტები აქვს. ის ბევრ ისეთ პროცედურას არ ითვალისწინებს, რომლებიც ადამიანს ყოველდღიურად სჭირდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ყველა ადამიანი ვერ ხვდება.
კერძო პოლისი ფარავს იმ ხარჯებს, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებს. მაგალითად, „ირაოს“ კერძო პაკეტები ფარავს გეგმურ სტომატოლოგიურ მომსახურებას, მედიკამენტების ღირებულების ნაწილსა და საავადმყოფოში განთავსებას. კერძო პოლისის მფლობელებს აქვთ უფლება, აირჩიონ კონკრეტული ექიმი ან კლინიკა.
საუკეთესო ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა ოჯახისთვის და ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში
პროფილაქტიკური კვლევების დაფინანსება საშუალებას გაძლევს, ჯანმრთელობის მდგომარეობა რეგულარულად აკონტროლო და შესაძლო პრობლემები ადრეულ ეტაპზე გამოავლინო. „პულსის“ პაკეტებით პროფილაქტიკური კვლევები წელიწადში ორჯერ ფინანსდება, მათ შორის ერთი სისტემის ექოსკოპიაც.
ოჯახისთვის დაზღვევის არჩევისას მნიშვნელოვანია, პაკეტი ოჯახის სხვადასხვა წევრის საჭიროებებს მოერგოს. „პულსის“ ინდივიდუალური პაკეტები სხვადასხვა დაფარვას მოიცავს და მათში გათვალისწინებულია როგორც ამბულატორიული და ჰოსპიტალური მომსახურება, ისე მედიკამენტები, სტომატოლოგია, პროფილაქტიკური კვლევები და ვაქცინაცია. პაკეტის კონკრეტული პირობები კი არჩეული სქემისა და დაფარვის მიხედვით განსხვავდება.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დაზღვევას თუ ადამიანს ქრონიკული დაავადება აქვს და ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული კონტროლი სჭირდება. „პულსის“ პაკეტებში გათვალისწინებულია ქრონიკული დაავადებების დაფინანსება, მათ შორის შაქრიანი დიაბეტის, თირკმელებისა და ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის შემთხვევებში. ასევე ფინანსდება შესაბამისი მედიკამენტები და გეგმიური ამბულატორიული მომსახურება.
საერთაშორისო სტანდარტები და სანდოობა – რატომ ირჩევენ „ირაოს“?
ჯანმრთელობის დაზღვევის არჩევისას მნიშვნელოვანია ისიც, თუ ვის ანდობ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ყურადღება უნდა მიაქციო კომპანიის გამოცდილებას, პროფესიულ ცოდნას და იმ სტანდარტებს, რომლებზე დაყრდნობითაც მუშაობს.
ირაო ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრია. ჩვენს საქმიანობას სწორედ მათი მრავალწლიანი ევროპული გამოცდილება და ცოდნა უდევს საფუძვლად. კომპანიაში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო სტანდარტები რეალურ სარგებლად ვაქციოთ.
აღსანიშნავია, რომ ჩვენთვის ვენის სადაზღვევო ჯგუფი მხოლოდ საერთაშორისო კავშირი არ არის. მნიშვნელოვანია, რას ნიშნავს ეს გამოცდილება მომხმარებლისთვის. მაგალითად, როგორ იქმნება პროდუქტი, რამდენად გასაგებია პაკეტების პირობები და პოლისის გამოყენებისას როგორ სერვისს იღებს თითოეული ადამიანი.
ევროპული ცოდნა ქართულ რეალობაში სწორედ ამ მიდგომის საშუალებით ინტეგრირდება. მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რომელიც მას გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.
ციფრული სერვისები და ნაკლები ბიუროკრატია
მნიშვნელოვანია, რამდენად სწრაფად მიიღებ კონკრეტულ სერვისს. თანამედროვე სამყაროში ზედმეტი ბიუროკრატიისთვის დრო არავის აქვს. ირაოში პროცესებს მარტივად, სწრაფად და ორგანიზებულად ვმართავთ. ჩვენი მიზანია, რომ საჭირო მომსახურება ზედმეტი სირთულისა და ძალისხმევის გარეშე მიიღო. ამაში კი ევროპული გამოცდილება და ცოდნა გვეხმარება.
ჩვენს მომხმარებლებს სერვისების ციფრულად მიღების შესაძლებლობა აქვთ. აღსანიშნავია, რომ ირაოს მობილური აპლიკაციის საშუალებით სხვადასხვა სადაზღვევო სერვისით სარგებლობა შეგიძლია. ეს პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს.
ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომაშიც სწორედ ეს იგულისხმება. ირაოში ვზრუნავთ, რომ დაზღვევით სარგებლობისას ყურადღება თავად მომსახურებაზე გადაიტანო და პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე ნაკლები დრო დახარჯო.
როგორ შეარჩიო შენთვის შესაფერისი დაზღვევის პაკეტი?
ყველაზე კარგი ჯანმრთელობის დაზღვევის შერჩევა შესაძლოა მარტივი არ იყოს. ამ დროს სხვადასხვა ფაქტორი უნდა გაითვალისწინო. თავდაპირველად, შეგიძლია ის სერვისები ჩამოწერო, რომლებიც ყველაზე მეტად გჭირდება. შემდეგ ამის მიხედვით რამდენიმე პაკეტი შეადარე ერთმანეთს.
ნახე, რა ლიმიტია განსაზღვრული კონკრეტულ მომსახურებაზე და რა პროცენტით ფინანსდება ის. გადაამოწმე მოცდის პერიოდები და ის, თუ რა შემთხვევაში ვერ ისარგებლებ დაფარვით.
ასევე გაითვალისწინე, რამდენად მარტივად შეძლებ კონკრეტული სერვისების მიღებას. ირაოს პოლისით სარგებლობის შემთხვევაში, გეგმური ვიზიტისას, პირველ რიგში, შენს პირად ექიმს (ოჯახის ექიმს) ან სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზს უნდა დაუკავშირდე. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის მიმართვებსა და რეკომენდაციებს სწორედ პირადი ექიმი გასცემს. თუკი პოლისით თავისუფალი არჩევანიც გათვალისწინებულია, შეგიძლია სასურველ კლინიკას პირადი ექიმის ჩართულობის გარეშე მიმართო და თანხა შემდგომ აგინაზღაურდება.
ამ ფაქტორების გათვალისწინება დაგეხმარება, რომ შენთვის შესაფერისი ყველაზე კარგი ჯანმრთელობის დაზღვევა აირჩიო.
ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა – მომხმარებლებს გადაწყვეტილების მიღება გავუმარტივოთ. თუ ზუსტად გეცოდინება, რაში იხდი თანხას, რა გიფინანსდება და რა პროცედურის გავლა დაგჭირდება – შესაფერის პოლისს მშვიდად აარჩევ.
ირაოს მიდგომა ევროპულ გამოცდილებას, პროფესიულ ცოდნას და ადამიანზე ორიენტირებულ მომსახურებას აერთიანებს. ჯანმრთელობის დაზღვევის არჩევისას კი მხოლოდ პოლისის ფასი ან დაფარვის ჩამონათვალი არ უნდა გაითვალისწინო. მნიშვნელოვანია, თავიდანვე იცოდე, კონკრეტულად რა პირობები მოქმედებს.
თუ სხვადასხვა პაკეტს ადარებ, ყურადღებით გაეცანი მოცდის პერიოდებსა და მომსახურების მიღების წესებსაც. ხშირად, ეს დეტალები განსაზღვრავს, რამდენად გამოგადგება კონკრეტული პოლისი.
ხშირად დასმული კითხვები
რა უნდა გავითვალისწინო ჯანმრთელობის დაზღვევის არჩევისას?
ყველაზე კარგი ჯანმრთელობის დაზღვევა რომ აირჩიო, შეადარე დაფარვის მიმართულებები, ლიმიტები, დაფინანსების პროცენტები, მოცდის პერიოდები და მომსახურების მიღების წესი. ასევე გაითვალისწინე, რომელი სერვისები გჭირდება ყველაზე ხშირად.
რას მოიცავს ირაოს ჯანმრთელობის დაზღვევა „პულსი“?
„პულსს“ რამდენიმე პაკეტი აქვს. მათში გათვალისწინებულია პირადი ექიმის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, პროფილაქტიკური კვლევების, პროფილაქტიკური ვაქცინაციის, ამბულატორიული და ჰოსპიტალური მომსახურების, მედიკამენტებისა და სხვა სერვისების დაფინანსება. პაკეტების მიხედვით განსხვავებულია დაფინანსების პროცენტები და ლიმიტები.
როგორ გავიგო, რომელი პაკეტი შეესაბამება ჩემს საჭიროებებს?
არჩევისას მხოლოდ ფასით არ იხელმძღვანელო. პირველ რიგში, განსაზღვრე შენთვის რომელი სამედიცინო მომსახურებებია ყველაზე მნიშვნელოვანი. შემდეგ ინფორმაციას გაეცანი პაკეტების დაფარვის, ლიმიტების, თანადაფინანსების, მოცდის პერიოდებისა და გამონაკლისების შესახებ.