რეპროდუქტოლოგიისა და ანდროლოგიის დაფარვა - ირაოს პაკეტები კიდევ უფრო მრავლისმომცველი გახდა

რეპროდუქტოლოგია და ანდროლოგია

სადაზღვევო კომპანია „ირაოში“ ადამიანზე ორიენტირებული მიდგომით ვხელმძღვანელობთ. ევროპული ცოდნა და გამოცდილება გვეხმარება, რომ მომხმარებლის მაჯისცემას ვგრძნობდეთ და შესაბამისად ვმოქმედებდეთ. დროდადრო ჩვენი პაკეტები კიდევ უფრო მრავლისმომცველი ხდება. ამჯერადაც, მორიგი სასიამოვნო სიახლე გვაქვს.  

„ირაოს“ ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი პირობებით, გინეკოლოგიური (მათ შორის რეპროდუქტოლოგიური) და ანდროლოგიური მომსახურება ამბულატორიული დაფარვის ნაწილია. ის ხელმისაწვდომია როგორც ინდივიდუალური, ისე კორპორაციული დაზღვევის ფარგლებში. მომსახურება შესაბამისი ლიმიტის ფარგლებში ანაზღაურდება.  

 

კონკრეტულად რა იცვლება ჯანმრთელობის დაზღვევის პირობებში?

ირაოს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტებში რეპროდუქტოლოგიისა და ანდროლოგიის მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეა. ამიერიდან, მომხმარებლებს შესაბამისი მომსახურების მიღება ამბულატორიული ქველიმიტის ფარგლებში შეუძლიათ. 

ცვლილება ეხებათ როგორც ინდივიდუალურად დაზღვეულ ადამიანებს, ისე კომპანიების თანამშრომლებს, რომლებსაც კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა აქვთ.

აღსანიშნავია, რომ დაფარვა კონკრეტული პაკეტის პირობებით განისაზღვრება. ამიტომ არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციო არა მხოლოდ პაკეტის ღირებულებას, არამედ მის ლიმიტებსა და დაფარვის პირობებსაც. 

 

რატომ არის მნიშვნელოვანი სადაზღვევო პაკეტში რეპროდუქტოლოგიური და ანდროლოგიური მომსახურება შედიოდეს?

ზოგიერთი სამედიცინო სერვისის ღირებულება იმდენად მაღალია, რომ შესაძლოა, ადამიანმა ექიმთან ვიზიტისგან თავი შეიკავოს. დროული დიაგნოსტიკა კი ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია. შენს საჭიროებებზე მორგებული სადაზღვევო პაკეტის ქონა თავდაჯერებულობის საფუძველია. სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ სამედიცინო ხარჯების დაფარვა მთლიანად შენი ჯიბიდან არ მოგიწევს. 

სადაზღვევო პაკეტში გინეკოლოგიური, რეპროდუქტოლოგიური და ანდროლოგიური მომსახურებების არსებობა ბევრი ადამიანისთვის სიმშვიდის საფუძველია. როგორც წესი, ამ მიმართულების სპეციალისტებს მხოლოდ პრობლემის არსებობის დროს არ მიმართავენ. საჭიროა, რეგულარული კონსულტაციაც. 

მაგალითად:

  • გინეკოლოგიური მომსახურება მოიცავს ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის რეგულარულ შეფასებას, საჭირო კონსულტაციებსა და კვლევებს;
  • რეპროდუქტოლოგიური მომსახურება მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ორსულობის დაგეგმვას, დაორსულების სირთულეებს ან რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს ეხება საქმე;
  • ანდროლოგიური მომსახურება მამაკაცის რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის შეფასებასა და შესაბამის დიაგნოსტიკას მოიცავს.

სადაზღვევო პაკეტში ამ სერვისების გათვალისწინება მომხმარებელს მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯისგან იცავს. მთავარია, დააზუსტო კონკრეტული პაკეტის შემთხვევაში რა პირობები მოქმედებს.  

 

როდის შეიძლება დაგჭირდეს რეპროდუქტოლოგის ან ანდროლოგის მომსახურება?

აღნიშნული პროფილის სპეციალისტების ჩართულობა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზეა საჭირო. მათ შორის, ორსულობის დაგეგმვისას. ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის გასაგებად. 

რეპროდუქტოლოგიური მომსახურება რეპროდუქციულ ფუნქციასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს. მისი საჭიროება შეიძლება გაჩნდეს როგორც ორსულობის დაგეგმვისას, ისე ჩასახვასთან დაკავშირებული სირთულეები არსებობს.

ანდროლოგიური მომსახურება მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და სქესობრივ ფუნქციასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს. ადამიანმა ექიმს შეიძლება სხვადასხვა სიმპტომის, რეპროდუქციული პრობლემის ან სქესობრივი ფუნქციის დარღვევის დროს მიმართოს. 

ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტებში მათი გათვალისწინებით, ადამიანს სიმშვიდის მეტი საფუძველი აქვს. კარგია იმის ცოდნა, რომ სამედიცინო ხარჯების პირისპირ მარტო არ დარჩები. 

 

რას მოიცავს ახალი დაფარვა?

ახალი პირობის თანახმად, ამბულატორიული ქველიმიტის ფარგლებში ანაზღაურდება რეპროდუქტოლოგიური და ანდროლოგიური მომსახურება.

არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება. რეპროდუქციულ ფუნქციასთან, სექსუალურ დისფუნქციასა და დისბალანსთან დაკავშირებული მომსახურება, ასევე ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებული ხარჯები გამონაკლისების ჩამონათვალიდან ამოღებულია. ამიტომაც, შესაბამისი მომსახურება პაკეტის განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ანაზღაურდება.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებაში შედის ფერტილიზაცია და ინსემინაციაც.

გაითვალისწინე, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ამ დაფარვაში არ შედის. პოლისის პირობებში შესაბამისი გამონაკლისები ცალკე არის მითითებული.

რეპროდუქტოლოგიური მომსახურება მხოლოდ ორსულობის დაგეგმვას არ უკავშირდება. სხვადასხვა ეტაპზე შესაძლოა საჭირო იყოს დიაგნოსტიკა, რეპროდუქციული მდგომარეობის შეფასება ან კონკრეტული პრობლემის მართვა. ამ დროს კი, სადაზღვევო პაკეტით სარგებლობა მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათია.  

 

რა ლიმიტით შეგიძლია სარგებლობა?

ახალი დაფარვა ამბულატორიის ქველიმიტის ფარგლებში მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ მომსახურების ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია შენი პაკეტის ლიმიტზე. 

„პულსს“ რამდენიმე პაკეტი აქვს, ესენია: „პრემიუმი“, „კომფორტი“, „კლასიკი“, „სტანდარტი“, „პრემიუმ+“ „კომფორტ+“, „კლასიკ+“ და „სტანდარტ+“. 

ლიმიტები და დაფარვის პირობები სწორედ პაკეტების შესაბამისად განსხვავდება. 

ეს დაზღვევის არჩევისასაც უნდა გაითვალისწინო. თუ რეპროდუქტოლოგიური ან ანდროლოგიური მომსახურების მიღება შენთვის პრიორიტეტია, წინასწარ უნდა გადაამოწმო:

  • ამბულატორიული მომსახურების ლიმიტი;
  • შესაბამისი ქველიმიტი;
  • რა პროცენტით ანაზღაურდება მომსახურება;
  • კონკრეტულად რომელი სერვისები შედის დაფარვაში;
  • მოქმედებს თუ არა დამატებითი პირობები კონკრეტულ მომსახურებაზე.

ასეთი დეტალების წინასწარ ცოდნა ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება. სადაზღვევო კომპანია ირაოში სწორედ ეს მიდგომა გვაქვს – გვსურს, რომ მომხმარებლისთვის ყველაფერი ცხადი და გასაგები იყოს.  

 

შეგიძლია კლინიკა თავად აირჩიო

ზოგიერთი ადამიანი მხოლოდ კონკრეტულ კლინიკას ან ექიმს ენდობა. შესაბამისად, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი სადაზღვევო პაკეტში გათვალისწინებული იყოს. 

რეპროდუქტოლოგიური და ანდროლოგიური მომსახურების მიღება თავისუფალი არჩევანის პრინციპით იქნება შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულ კლინიკაზე მიბმული არ ხარ.

შეგიძლია თავად აირჩიო ის დაწესებულება, სადაც სამედიცინო მომსახურებას მიიღებ. 

 

ვის ეხება ახალი დაფარვა?

მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური, ისე კორპორაციული დაზღვევის ფარგლებში.

თუ გსურს ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევა შეიძინო, რამდენიმე რამ გაითვალისწინე. სასურველია, პაკეტების პირობები ერთმანეთს შეადარო და რეპროდუქტოლოგიისა და ანდროლოგიის დაფარვაც გაითვალისწინო. 

კორპორაციული დაზღვევით სარგებლობის შემთხვევაში ზუსტად გაიგე, რა პირობები მოქმედებს შენს კორპორატიულ პაკეტზე. ერთი და იმავე მიმართულების მომსახურება სხვადასხვა პაკეტში განსხვავებული ლიმიტითა და პირობებით შეიძლება იყოს გათვალისწინებული.

მხოლოდ ის ფაქტი, რომ კონკრეტული სერვისი სადაზღვევო პაკეტში შედის, ბევრ ინფორმაციას ვერ მოგცემს. აუცილებლად უნდა იცოდე, ლიმიტები და პირობები.  

 

რას უნდა მიაქციო ყურადღება პაკეტის არჩევისას?

სადაზღვევო პაკეტის არჩევისას რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინო და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედო. 

თუ შენთვის მნიშვნელოვანია რეპროდუქტოლოგიური ან ანდროლოგიური მომსახურების დაფარვა, პაკეტის არჩევისას შეამოწმე მისი ლიმიტი და ანაზღაურების პირობები.

პირველ რიგში, ნახე ამბულატორიული ქველიმიტი. შემდეგ გადაამოწმე, რა მომსახურებები შედის მასში და როგორია მათი ანაზღაურების პირობები. 

ჯანმრთელობის დაზღვევის შედარებისას ეს ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სადაზღვევო პაკეტის არჩევისას მხოლოდ ზოგადი დაპირებებით არ იხელმძღვანელო. უნდა იცოდე, ვის მიმართო საჭიროების შემთხვევაში, რა მომსახურება იფარება, რა პირობებით და როგორ ხდება ანაზღაურება.  

 

ირაოს ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა

რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით კონსულტაცია და შესაბამისი კვლევები შეიძლება სხვადასხვა მიზეზით დაგჭირდეს. 

ახალი დაფარვა ამ საჭიროებას ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში პასუხობს. ამასთან, კონკრეტული ლიმიტი და დაფინანსების პირობები პაკეტის მიხედვით იცვლება.

ჩვენი მიზანია, ასეთი პირობები თავიდანვე მკაფიოდ იყოს წარმოდგენილი. ეს ადამიანზე ორიენტირებული დაზღვევის ნაწილია – იცოდე, რა შესაძლებლობა გაქვს და რა პირობებით შეგიძლია მისი გამოყენება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ირაო ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრია. ევროპული გამოცდილება და ცოდნა გვეხმარება, რომ სადაზღვევო პირობები მომხმარებლების რეალურ საჭიროებებს პასუხობდეს. ჩვენ სანდო სადაზღვევო მრჩევლად სწორედ ეს გვაქცევს. 

ჩვენს თითოეულ პაკეტში ინფორმაცია სრულყოფილად და გასაგებადაა გადმოცემული. საკითხების წინასწარ ცოდნა კი მეტ თავდაჯერებულობას ნიშნავს. მომხმარებელს ექიმთან ვიზიტის აღარ ეშინია, რადგან იცის, რომ ფინანსური საკითხები მისი მოსაგვარებელი არაა. 

ირაოში პროცესებს სწრაფად, მარტივად და ორგანიზებულად ვმართავთ. ამასთანავე, ვზრუნავთ, რომ საჭირო მომსახურება ზედმეტი სირთულისა და ძალისხმევის გარეშე მიიღო. რა თქმა უნდა, ფეხს ვუწყობთ თანამედროვე სამყაროს ტემპსაც. ჩვენს მომხმარებლებს სერვისების ციფრულად მიღების შესაძლებლობა აქვთ, რაც პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს.

ხშირად დასმული კითხვები

ფარავს თუ არა ჯანმრთელობის დაზღვევა რეპროდუქტოლოგიურ მომსახურებას?

ირაოს ახალ პირობებში რეპროდუქტოლოგიური მომსახურება ამბულატორიული ქველიმიტის ფარგლებში შედის. კონკრეტული ლიმიტი და დაფარვის პირობები დამოკიდებულია შენს პაკეტზე.

ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი პირობებით, რეპროდუქციულ ფუნქციასთან და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებული მომსახურება, მათ შორის ფერტილიზაცია და ინსემინაცია, გამონაკლისებიდან ამოღებულია და შესაბამისი პაკეტის ლიმიტის ფარგლებში ანაზღაურდება.

დიახ. ახალი დაფარვის ფარგლებში მომსახურების მიღება თავისუფალი არჩევანის პრინციპით არის შესაძლებელი და კონკრეტულ კლინიკაზე მიბმული არ ხარ. კონკრეტული პირობები კი შენს სადაზღვევო პაკეტზეა დამოკიდებული.