ირაოს “საუკეთესო სამუშაო ადგილის” სტატუსი მიენიჭა

„ირაომ“ საერთაშორისოდ აღიარებული, The Great Place to Work®  სერტიფიკატი მოიპოვა და  ოფიციალურად მიენიჭა “საუკეთესო სამუშაო ადგილის” სტატუსი. რომელიც კომპანიებს მსოფლიოს მასშტაბით ენიჭებათ.

კვლევა ჩაატარა ორგანიზაციული კულტურის კვლევებისა და კონსალტინგის მიმართულებით საერთაშორისო ლიდერმა კომპანია – Great Place to Work-მა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა დიდ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს. სერტიფიცირების პროცესი მოიცავდა თანამშრომლების დეტალურ გამოკითხვას და ორგანიზაციული კულტურის სხვადასხვა ასპექტის შეფასებას. კვლევის ფარგლებში შეფასდა თანამშრომლების ნდობა ლიდერებისადმი, რამდენად გრძნობენ პატივისცემას მენეჯმენტის მხრიდან, აღიქვამენ თუ არა მათ გადაწყვეტილებებს სამართლიანად, რამდენად ამაყობენ თავიანთი საქმით, გუნდითა თუ კომპანიით და რამდენად კარგად გრძნობენ თავს ორგანიზაციაში.

„ირაომ“ კვლევის ყველა მიმართულებით კარგი შედეგი აჩვენა, განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლებლები კი დაფიქსირდა ლიდერობის ხარისხისა (სანდოობა და სამართლიანობა) და თანამშრომლობის მიმართულებით, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა, რამდენადაც ეს ორგანიზაციული კულტურის მთავარ საყრდენს წარმოადგენს. მაგალითად: თანამშრომელთა 90% თვლის, რომ „როდესაც კომპანიას უერთდები, კეთილგანწყობით გიღებენ“, ხოლო 88%-ის აზრით, „მე შემიძლია მენეჯმენტს დავუსვა ნებისმიერი კითხვა და მივიღო ცხადი  პასუხი“.

„საუკეთესო სამუშაო ადგილის“ სტატუსის მონიჭება ჩვენთვის გამოხატავს კომპანიაში ნდობის, პატივისცემისა და თანამშრომლობის კულტურის გასაძლიერებლად მუდმივ სწრაფვას. ჩვენი წარმატების მთავარი ფორმულაა „ირაოს“ გუნდი. ეს სერტიფიკატი კი არის გუნდის თითოეული წევრის ერთგულებისა და იმ პოზიტიური, ინკლუზიური გარემოს აღიარება, რომლის შენარჩუნებასაც ჩვენ ვცდილობთ. ასევე იმის ნათელი დემონსტრაციაა, რომ ჩვენ დიდ ინვესტიციას ვდებთ, როგორც ჩვენი თანამშრომლების განვითარებაში, ასევე ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც თითოეული თანამშრომელი შეძლებს პროფესიულ ზრდასა და მაქსიმალურ თვითრეალიზაციას.” – აცხადებს ირაოს ადამიანური რესურსების მენეჯერი, ნინი ბიკაშვილი.