მანქანის დაზღვევა - ფასები 2026 წელს, რა ღირს მინიმალური და სრული პაკეტი?

„მანქანის დაზღვევა დამატებითი ხარჯია“, – შეიძლება ეს ფრაზა შენც მოგისმენია. ზოგიერთი ადამიანი რეალურ რისკებს იმ დრომდე ვერ აცნობიერებს, სანამ თავად არ ზარალდება. გზებზე მოძრაობა სხვადასხვა გამოწვევასთანაა დაკავშირებული. ამიტომ, ზოგჯერ დაზღვევაზე თანხის დაზოგვა მძიმე ფინანსურ ტვირთად იქცევა ხოლმე.
ქართულ ბაზარზე მანქანის დაზღვევის ფასები განსხვევებულია და სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ზუსტი ღირებულების განსასაზღვრად სადაზღვევო კომპანია ირაო რამდენიმე კრიტერიუმს იყენებს. მათ შორის არის: ავტომობილის მოდელი და გამოშვების წელი, მძღოლის გამოცდილება, არჩეული ფრანშიზა, დაფარვის ლიმიტები და საექსპლუატაციო რისკები.
საბედნიეროდ, შესაძლოა გაუთველისწინებელი შემთხვევის მსხვერპლი სულაც არ გახდე, თუმცა რისკებისგან მაინც დაზღვეული უნდა იყო.
რატომ არის მანქანის დაზღვევა მნიშვნელოვანი 2026 წელს?
ავტომობილის დაზღვევის არჩევისას, პირველ რიგში, იმ რისკებზე დაფიქრდი, რომელთა თავიდან არიდებაც გინდა. აღსანიშნავია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის გარდა, არსებობს სხვა რისკ-ფაქტორებიც. მაგალითად, ავტომობილი შეიძლება დაზიანდეს სტიქიური მოვლენების, ხანძრის, ვანდალიზმის ან სხვა გარემოების გამო. ასევე, შესაძლებელია ისიც, რომ გაჩერებული ავტომობილი დაუდგენელ ვითარებაში ან დაუდგენელმა პირმა დააზიანოს. ავტოდაზღვევა კასკო სწორედ ასეთ შემთხვევებში დაგიცავთ.
უფრო კონკრეტულად, ანაზღაურებას ექვემდებარება:
- ავტოსაგზაო შემთხვევა;
- ავტოტრანსპორტის ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა;
- ხანძარი, აფეთქება;
- ვანდალიზმი;
- სხვადასხვა საგნის დაცემა;
- ცხოველებისგან / ფრინველებისგან მიყენებული დაზიანებები;
- სტიქიური უბედურებები – მიწისძვრა, სეტყვა, წყალდიდობა, დიდთოვლობა, ქარიშხალი, მეწყერი, ღვარცოფი, მეხის დაცემა;
- ცალკეული დეტალებისა და აქსესუარების დაზღვეული რისკების შედეგად დაზიანება ან დაკარგვა, მინებისა და სარკეების ჩათვლით.
გარდა ამისა, „ირაოს“ გათვალისწინებული აქვს დაფარვები, რომლის დამატებით შეძენა არის შესაძლებელი. ესენია:
- მესამე პირის წინაშე დამზღვევის პასუხისმგებლობის დაზღვევა;
- მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა;
- მძღოლის დაზღვევა.
სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ თუ მანქანის დაზღვევის ფასებს ადარებ, სხვა ფაქტორებიც გაითვალისწინო. ყველაზე მთავარია, პოლისი შენს საჭიროებებს ერგებოდეს.
რა ფაქტორები განსაზღვრავს მანქანის დაზღვევის ფასს?
რა ჯდება მანქანის დაზღვევა? – ეს ბევრ მომხმარებელს აინტერესებს. პაკეტის ზუსტი ღირებულება მხოლოდ ავტომობილის საბაზრო ღირებულებით არ იანგარიშება. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია მძღოლის გამოცდილება, არჩეული ფრანშიზა, დაფარვის ლიმიტები და საექსპლუატაციო რისკები. სადაზღვევო კომპანია ირაოში მომხმარებლებს ინდივიდუალურ პირობებს ვთავაზობთ. დაზღვევის შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციო რამდენიმე ძირითად საკითხს.
სადაზღვევო თანხა
სადაზღვევო თანხა პოლისით განისაზღვრება. მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილის დაზღვევის პირობებს კარგად გაეცნო და კონკრეტული ვარიანტი შემდეგ აირჩიო.
გაითვალისწინე, რა მოხდება მაშინ, თუ სადაზღვევო თანხა ავტომობილის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებია. „კასკოს“ პირობებით ასეთ დროს ზარალი სადაზღვევო თანხისა და საბაზრო ღირებულების შეფარდების შესაბამისად ანაზღაურდება.
ფრანშიზა
ფრანშიზა არის ზიანის ის აუნაზღაურებელი მინიმუმი ან პროცენტული წილი, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას რჩება დაზღვეულის პასუხისმგებლობად. ფრანშიზის ოდენობა პოლისის ღირებულებაზე პირდაპირპროპორციულად მოქმედებს.
თუ ზარალი ფრანშიზაზე ნაკლებია, ის არ ანაზღაურდება. სხვა შემთხვევაში ანაზღაურება ხდება ფრანშიზის თანხის გამოკლებით.
მაგალითად, თუ პოლისში ფრანშიზა 100 ლარია და ანაზღაურებადი ზარალი 1 000 ლარს შეადგენს, „ირაო“ 900 ლარს აანაზღაურებს პოლისის პირობებისა და ლიმიტების ფარგლებში.
არჩეული დაფარვები
მანქანის დაზღვევა შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა რისკის დაფარვას. ამიტომ პაკეტის შერჩევისას ნახე, კონკრეტულად რა შედის მასში და რა არის გამონაკლისი.
მაგალითად, დამატებით შესაძლებელია მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის, მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევის და მძღოლის დაზღვევის შეძენა.
ავტომობილის გამოყენების პირობები
ავტომობილის დაზღვევის ღირებულება პირდაპირაა დამოკიდებული მის გამოყენების მიზანზე. პოლისში ცალკეა გამოყოფილი ისეთი რისკ-ჯგუფები, როგორიცაა ტაქსი, კომერციული საქმიანობა, სასწავლო ან სპორტული დანიშნულება.
მნიშვნელოვანია: თუ ავტომობილზე გაცემულია ტაქსის ლიცენზია ან გამოიყენება კომერციულად, და ამის შესახებ მზღვეველს არ შეატყობინებ, ზარალის ანაზღაურებაზე შესაძლოა შეზღუდვა გავრცელდეს.
დაზღვევის პაკეტები – „კასკო“ და მესამე პირის პასუხისმგებლობა
თავდაპირველად, უნდა გავავლოთ ზღვარი დაზღვევის ორ მთავარ მიდგომას შორის. ესენია: მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა და საკუთარი ავტომობილის სრული დაზღვევა ანუ „კასკო“.
მათ შორის განსხვავება მარტივად შეიძლება დაინახო. ამისთვის უნდა ვუპასუხოთ კითხვას: ვინ არის პასუხისმგებელი ზიანზე და ვისი მანქანის დაზიანებაზე ვსაუბრობთ?
მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა
მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა ფარავს ზიანს, რომელიც შენმა ავტომობილმა შეიძლება მიაყენოს სხვა პირის ქონებას ან ჯანმრთელობას. თუ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხვა პირის ჯანმრთელობას, ავტომობილს ან სხვა ქონებას ზიანი მიადგა, ეს დაფარვა სწორედ მესამე პირის მიმართ შენს პასუხისმგებლობას ეხება.
მნიშვნელოვანია იცოდე, რომ ავტოპასუხისმგებლობა შენი ავტომობილის შეკეთების ხარჯებს არ ფარავს. ეს არის განსხვავება „კასკოსგან“, რომელიც შენი ავტომობილის დაზიანებასთან დაკავშირებულ განსაზღვრულ რისკებს ფარავს.
„კასკო“
ნებაყოფლობითი დაზღვევა (კასკო) შენს ავტომობილს დაიცავს. „კასკო“ ანაზღაურებს შენი მანქანის დაზიანებით გამოწვეულ ხარჯებს. „ირაოს“ პირობებით შესაძლო რისკები მოიცავს: ავარიას, ქურდობას, ხანძარს, ვანდალიზმსა და სტიქიურ უბედურებებს. ასევე გათვალისწინებულია ცალკეული დეტალებისა და აქსესუარების, მათ შორის მინებისა და სარკეების დაზიანება ან დაკარგვა.
მანქანის დაზღვევის ფასები სწორედ იმ სერვისებით განისაზღვრება, რასაც პოლისის ფარგლებში მიიღებ.
მანქანის დაზღვევის ფასები – რა უნდა იცოდე?
ხშირად მომხმარებლები მოგვმართავენ კითხვით; მანქანის დაზღვევის ფასი რამდენია? ბუნებრივია, ეს საკითხი მათთვის საინტერესოა. „ირაოში“ კი ვზრუნავთ, რომ ადამიანებმა ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ. მათ უნდა იცოდნენ, რა ღირს მანქანის დაზღვევა.
საქმე ისაა, რომ ამ კითხვაზე უნივერსალური თანხის თქმა სწორი არ იქნება. სადაზღვევო თანხა პოლისის მიხედვით განისაზღვრება.
პაკეტის ასარჩევად, ნახე რა რისკებია დაფარული, მოქმედებს თუ არა ფრანშიზა, რა არის სადაზღვევო თანხა და რა გამონაკლისები აქვს პოლისს.
სწრაფი და ეფექტური ასისტენსი სადაზღვევო შემთხვევის დროს
არ აქვს მნიშვნელობა შენი მანქანა დაზიანდა თუ შენ მიაყენე სხვას ზარალი – სადაზღვევო შემთხვევა სტრესთან ასოცირდება. ამ დროს, უნდა გყავდეს სანდო სადაზღვევო მრჩეველი, რომელიც ზოგიერთ საკითხზე შენს ნაცვლად იზრუნებს.
გარდა საიმედო დაფარვისა, „ირაოს“ დაზღვევის ღირებულებაში შედის ის სერვისი, რომელსაც ადამიანი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას იღებს. ჩვენი გუნდი პროცესს მკაფიოდ გაწერილი გეგმის მიხედვით მიჰყვება. ეს კი შემდეგ ნაბიჯებს მოიცავს:
- დაუყოვნებლივი შეტყობინება: სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე მიმართე ჩვენს ცხელ ხაზს (032 2 949 949) და შესაბამის საპატრულო/კომპეტენტურ ორგანოებს;
- მარტივი ადმინისტრირება: 1500 ლარამდე ზარალის შეფასება და ანაზღაურება
- ხდება შემთხვევის ადგილზე ან დისტანციურად (ფოტომასალის გამოგზავნის საფუძველზე), 1500 ლარზე მეტი ზარალის შეფასებას კი იღებ პროვაიდერ ცენტრში;
- სწრაფი ანაზღაურება: კუთვნილი ანაზღაურება სრული დოკუმენტაციის მიღებიდან 1 სამუშაო დღეში ირიცხება შენს ანგარიშზე.
ირაოს ავტოდაზღვევა ამიტომაცაა კომფორტული. ჩვენ ადამიანების საჭიროებებზე ორიენტირებულ სერვისს ვქმნით. ამაში კი ევროპული ცოდნა და გამოცდილება გვეხმარება.
მომსახურების სისწრაფეც მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენი კომპანია პროცესებს მარტივად, სწრაფად და ორგანიზებულად მართავს. თანამედროვე მომხმარებლისთვის ასევე მნიშვნელოვანია სერვისების ციფრულად მიღების შესაძლებლობა. ჩვენს დაზღვეულებს მომსახურების მიღება უმეტესწილად დისტანციურად შეუძლიათ. სასიამოვნოა, როდესაც მანქანის დაზღვევის ფასები მოლოდინებს ამართლებს.
რატომ „ირაო“?
სადაზღვევო კომპანია „ირაო“ მრავალწლიანი გამოცდილებითა და ევროპული ცოდნით გამოირჩევა. ჩვენთვის თითოეული მომხმარებლის მიერ გამოხატული ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ირაოს“ გუნდი ქართულ ბაზარს კარგად იცნობს და ზუსტად იცის, როგორ უპასუხოს ადამიანების საჭიროებებს. დაზღვევის პაკეტები და პირობებიც სწორედ ამის მიხედვით მუშავდება. სადაზღვევო პროდუქტების ფართო არჩევანი დაზღვეულებს საშუალებას აძლევს, მათთვის შესაფერისი პაკეტი აირჩიონ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სრულყოფილ ინფორმაციას ფლობდეთ. იცოდეთ, რა იფარება კონკრეტული პოლისით, რა თანხის გადახდა მოგიწევთ და როგორ წარიმართება ანაზღაურების პროცესი. ამ მიზნით, ვცდილობთ, რომ რთული საკითხები მარტივად აგიხსნათ და გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაცია მოგაწოდოთ.
სწორედ ეს არის ადამიანზე ორიენტირებული დაზღვევის პრინციპი – ჯერ მომხმარებლის საჭიროებებს ვაანალიზებთ, შემდეგ კი შესაბამის სერვისს ვთავაზობთ.
„ირაოს“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრობაა. ეს გამოცდილება ჩვენს თითოეულ გადაწყვეტილებაში აისახება.