რატომ არის ჯანმრთელობის დაზღვევა ყველასთვის აუცილებელი?
ჯანმრთელობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობაა ადამიანის ცხოვრებაში – ის განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების ხარისხს. ჯანმრთელი ადამიანი უფრო აქტიური, პროდუქტიული და თავდაჯერებულია, ხოლო ჯანმრთელობის პრობლემები შესაძლოა სერიოზული ფიზიკური, ემოციური და ფინანსური გამოწვევების მიზეზი გახდეს. სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობაზე ზრუნვა უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური პრიორიტეტი.
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობდეთ და ექიმსაც რეგულარულად ვსტუმრობდეთ პროფილაქტიკის მიზნით, ჯანმრთელობის პრობლემების შექმნის ალბათობა მაინც არსებობს, ამ შემთხვევაში კი დიდი ფინანსური გამოწვევის წინაშე ვდგებით. დღესდღეობით, სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ფასები ხშირად მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთად იქცევა ადამიანებისთვის. ბევრ შემთხვევაში, ეს იწვევს მკურნალობის გადავადებას ან მასზე სრულად უარის თქმას. ამ პრობლემის გადაჭრის გზად ჯანმრთელობის დაზღვევა გვევლინება — ეს არის ფინანსური დაცულობისა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გარანტი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.
ჯანმრთელობის დაზღვევა არა თუ სასურველი, არამედ აუცილებელიც არის თითოეული ჩვენგანისთვის. ის უზრუნველყოფს წვდომას ყველა იმ სამედიცინო მომსახურებასა და სერვისზე, რომლებიც ჯანმრთელობის დაცვასა და შენარჩუნებისთვის ან/და მკურნალობისთვის აუცილებელია.
ცხოვრება არაპროგნოზირებადია, ნებისმიერ მომენტში შესაძლოა დადგეთ მკურნალობის აუცილებლობის წინაშე, ისეთი შემთხვევების დროს როგორიცაა: უბედური შემთხვევები, ავტოსაგზაო ინციდენტები, და სხვა ჯანმრთელობისთვის სერიოზული რისკის შემცველი სიტუაციები. იმისათვის, რომ მკურნალობის ღირებულება არ გექცეთ ფინანსურ კოშმარად, მნიშვნელოვანია დაეზღვიოთ, რადგან ის დაგიცავთ გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან, რომელიც შესაძლოა გადაუდებელი შემთხვევების დროს დასჭირდეს ადამიანს. ასეთ დროს თქვენ აღარ მოგიწევთ ფიქრი კლინიკისა თუ მედიკამენტების გადახდის სახსრების მოძიებაზე, რადგან დაზღვევა ღირებულებას სრულად ან გარკვეული პროცენტის სახით აგინაზღაურებთ და მნიშვნელოვნად შეგიმცირებთ გადასახადს.
ამავდროულად, კვლევებმა აჩვენა, რომ მათ ვისაც აქვთ ჯანმრთელობის დაზღვევა, უფრო ხშირად მიმართავენ კლინიკებს, თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად, ვიდრე ისინი ვისაც არ აქვს დაზღვევა, თუ რატომ ხდება ეს ალბათ ყველა კარგად ხვდებით. დაუზღვეველ ადამიანთა დიდ ნაწილს უჭირთ გამოკვლევებისა და მედიკამენტებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვა, ექიმთან ვიზიტის გადადებამ კი შესაძლოა ცუდი შედეგები გამოიწვიოს და გააუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ჯანმრთელობის დაზღვევის ტიპები
არსებობს ჯანმრთელობის დაზღვევის რამდენიმე ტიპი, მათ შორის როგორც საოჯახო დაზღვევა, ასევე კორპორაციული და კერძო დაზღვევა.
- ჯანმრთელობის კერძო დაზღვევა
კერძო დაზღვევის დროს, შეგიძლიათ ისარგებლოთ მრავალფეროვანი შესაძლებლობებით. განვიხილოთ კომპანია ირაოს ჯანმრთელობის კერძო დაზღვევა.
ირაოში კერძო დაზღვევის არჩევის შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ შემდეგი მომსახურებებით: პირადი ექიმის მომსახურება, გეგმური და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, გეგმიური და გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება, ასევე სტომატოლოგია, კარდიოლოგია, ორსულობა და მშობიარობა, და ა.შ.
ინდივიდუალური დაზღვევის დროს, თქვენ შეძლებთ მოცემული პირობების მიხედვით შეარჩიოთ თქვენზე მორგებული პაკეტი, რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს.
- ჯანმრთელობის საოჯახო დაზღვევა
საოჯახო დაზღვევა განკუთვნილია როგორც თქვენთვის ასევე ოჯახის წევრებისთვის. საოჯახო დაზღვევა თქვენ და თქვენს ოჯახს გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობებს, რომ ყველანი იყოთ დაზღვეულები და თავიდან აირიდოთ მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები. ოჯახის დაზღვევის ერთ-ერთი მთავარი დადებითი თვისება არის ის, რომ ირაოში ოჯახის წევრების გარკვეული რაოდენობის დაზღვევაზე მოქმედებს ფასდაკლება და შედარებით იაფი ჯდება, შესაბამისად, ასეთი ტიპის დაზღვევა უფრო ეფექტური და ფინანსურად ხელსაყრელია ოჯახისთვის.
- ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა სპეციალურად არის შემუშავებული კომპანიებისთვის რომლებიც ზრუნავენ თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე. დღესდღეობით თითქმის ყველა კომპანია სთავაზობს თანამშრომლებს ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას. ირაოს კორპორაციული დაზღვევა გამორჩეული პირობებით, მოქნილობით და სწრაფი მომსახურებით გამოირჩევა. ირაოს გათავისებული აქვს თანამშრომლებზე ზრუნვის აუცილებლობა, სწორედ ამიტომ შემუშავებულია ისეთი დაზღვევის პირობები, რომელიც თქვენზე, თქვენს კომპანიაზე და თანამშრომლებზე იქნება მორგებული. უფრო დეტალურად რომ ჩავყვეთ თუ რა სერვისებს გთავაზობთ ირაოს კორპორატიული დაზღვევა შეგიძლიათ გაეცნოთ ჩამონათვალს: ირაო ასისტანსი, ოჯახის ექიმის კონსულტაცია, სასწრაფო სამედიცინო მომსახურება, ვაქცინაცია, პროფილაქტიკური კვლევები, ასევე გეგმური და გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია, კარდიოქირურგია, ონკოლოგია, დღის სტაციონარი, ორსულობა და მშობიარობა, სტომატოლოგია, მედიკამენტები და სამოგზაურო დაზღვევა და ა.შ. კორპორატიული დაზღვევა საკმაოდ დადებითად აისახება კომპანიის რეპუტაციაზე, რადგან ამ დროს ნათლად ჩანს, დამსაქმებლისთვის რაოდენ მნიშვნელოვანია თანამშრომლების ჯანმრთელობა და მათი უსაფრთხოება. ეს ყოველივე კი დადებითად მოქმედებს თავად თანამშრომელზეც, უზრდის მას მოტივაციას და ინტერესს სამსახურისადმი. მაშინ როცა, თანამშრომელმა იცის, რომ მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნავს მისი სამსახური, უფრო მშვიდად და დაცულად გრძნობს თავს და უფრო მეტი მოტივაციითა და შემართებით აგრძელებს მუშაობას, რაც როგორც თქვენთვის (კომპანიისთვის) არის ხელსაყრელი, ასევე თანამშრომლისთვისაც.
შეჯამება და რეკომენდაციები
ჯანმრთელობის დაზღვევა ამცირებს მკურნალობასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ასევე ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ დაზღვევით, უფრო ხშირად იტარებენ გამოკვლევებს, რაც ამცირებს ჯანმრთელობის გაუარესების რისკებს. მაშასადამე, შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ ჯანმრთელობის დაცვის და რისკების პრევენციისთვის ჯანმრთელობის დაზღვევა დიდ როლს თამაშობს.
რეკომენდაციის სახით გეტყვით, რომ გულდასმით გადახედეთ თითოეული სადაზღვევო პაკეტის პირობებსა და მახასიათებლებს და ამის შემდეგ აირჩიეთ სასურველი მათგანი.
გახსოვდეთ, ჯანმრთელობის დაზღვევა უმნიშვნელოვანესია თქვენი უსაფრთხოებისთვის!