ჯანმრთელობის დაზღვევა: ფასები და პირობები საქართველოში
ჯანმრთელობა მართლაც რომ ფასდაუდებელი სიმდიდრეა ადამიანის ცხოვრებაში. ჯანმრთელობა განაპირობებს ცხოვრების ხარისხს. ჯანმრთელობა არის საფუძველი რომლის მეშვეობითაც ვაღწევთ მიზნებს და ვცხოვრობთ სრულფასოვანი ცხოვრებით. ამიტომ მის დაცვაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს. ვინაიდან მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესი არ გვიცავს ჯანმრთელობის გაუარესებისგან, მის დასაცავად, ჯანმრთელობის დაზღვევა აუცილებელია.
ჯანმრთელობის დაზღვევა სწორედ ის ინსტრუმენტია, რომელიც გეხმარებათ, რეგულარულად გადაამოწმოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია და მიიღოთ საჭირო სამედიცინო მომსახურება; როგორც კლინიკაში ასევე მედიკამენტების სახით.
განვიხილოთ ჯანმრთელობის დაზღვევა, ფასები ,პირობები და პაკეტები, თითოეული დაზღვევის პაკეტი მოიცავს სხვადასხვა სერვისს, მათ შორის: გეგმიური სამედიცინო შემოწმებები, გადაუდებელი დახმარება, მედიკამენტების დაფინანსება და ა.შ. პაკეტის არჩევისას რეკომენდებულია, ყურადღებით გაეცნოთ თითოეულ პუნქტს და შეაფასოთ, რამდენად აკმაყოფილებს ის თქვენს საჭიროებებსა და მოთხოვნებს.
ქვემოთ დეტალურად განხილულია სადაზღვევო კომპანია ირაოს დაზღვევის პაკეტებს, სერვისებსა და ფასებს შორის სხვაობა, რათა დაგეხმაროთ თქვენთვის ოპტიმალური არჩევანის გაკეთებაში.
რა განაპირობებს ჯანმრთელობის დაზღვევის ფასებს შორის სხვაობას?
ჯანმრთელობის დაზღვევის ფასებს შორის სხვაობა განპირობებულია პაკეტის მოცულობითა და დაზღვევის პირობებით. დაზღვევის ღირებულებაზე დიდ გავლენას ახდენს პაკეტში შესული სერვისების რაოდენობა, სახეობა და ჯამური სადაზღვევო ლიმიტი. რომ განვიხილოთ ირაოს სადაზღვევო პოლისი “პულსი”, მას მრავალფეროვანი პაკეტები აქვს. თითოეულ მათგანს განსხვავებული თანადაფინანსების პროცენტი და ლიმიტი გააჩნია, რაც განსაზღვრავს პაკეტებს შორის ფასთა სხვაობას.
- სტანდარტი
- კომფორტი
- კომფორტ+
- პრემიუმი
რას გთავაზობთ პულსის პაკეტები?
თითოეული პაკეტი გთავაზობთ უამრავ შეთავაზებას, როგორიცაა: პირადი ექიმის მომსახურება, გადაუდებელი და სასწრაფო სამედიცინო მომსახურება, ასევე პროფილაქტიკური კვლევების 100%-ით დაფინანსება, უბედური შემთხვევების შედეგად გამოწვეული გადაუდებელი და გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება, გადაუდებელი და გეგმიური სტაციონარის მომსახურება. ასევე პულსის პაკეტებში შედის კარდიოლოგია, ონკოლოგია, ორსულობა და მშობიარობა. თქვენ ასევე შეძლებთ შეიძინოთ დანიშნული მედიკამენტები, ისარგებლოთ გადაუდებელი/ გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურებით და ა.შ.
ირაოს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტები მომხმარებლებისთვის მრავალფეროვან და მოქნილ პირობებს სთავაზობს. პრემიის ოდენობა განსხვავებულია პაკეტისა და დაზღვეულის ასაკის მიხედვით, ხოლო პაკეტებს შორის ძირითადი განსხვავება დაფარვებისა და ლიმიტების პროცენტულ მაჩვენებლებშია, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, აირჩიონ მათ საჭიროებებზე ყველაზე მეტად მორგებული ვარიანტი.
მაგალითად: “სტანდარტი” ყველაზე ბიუჯეტური პაკეტია, მისი გადასახადი იწყება 65 ლარიდან, მაგრამ მიუხედავად მისი დაბალი ღირებულებისა ის უზრუნველყოფს მრავალფეროვან სერვისებს რომლებიც გათვლილია ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ საჭიროებებზე.
დამატებითი ინფორმაცია თითოეული პაკეტის პირობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ირაოს ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც დეტალურად არის აღწერილი პაკეტების მახასიათებლები, მათი ღირებულება და დაფინანსების პირობები. ასევე, ვებგვერდზე შესაძლებელია სხვადასხვა პაკეტების შედარება, რაც არჩევის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს.
ირაო – დაზღვევა, რომელიც თქვენთვისაა შექმნილი
ირაო გამოირჩევა მისი ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი პაკეტებით. ირაოსთვის თქვენი ჯანმრთელობა უმთავრესი პრიორიტეტია, ხოლო თქვენი ფინანსური სტაბილურობა და სიმშვიდის უზრუნველყოფა მთავარი მისია.
ირაოს მიერ შემუშავებული სადაზღვევო პირობები სრულად პასუხობს ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, რაც მას საიმედო პარტნიორად აქცევს ყველა ასაკისა და საჭიროების მქონე ადამიანებისთვის.