შეიძინე “ირაოს” ავტოდაზღვევა და მიიღე საწვავი საჩუქრად

“ირაო” მომხმარებლებისთვის ახალ, მომგებიან აქციას იწყებს – ავტოდაზღვევის შეძენისას საწვავის 30-ლიტრიან ვაუჩერს მიიღებთ „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურებზე გამოსაყენებლად.

როგორ შეუძლიათ მომხმარებლებს აქციაში მონაწილეობა? 

აქციაში ჩასართავად დამატებითი პროცედურების გავლა არ დაგჭირდებათ. აქციაში ჩართვი სურვილის შემთხვევაში დაგვიტოვეთ საკონტაქტო ნომერი ვებგვერდზე, სოციალურ ქსელში ან ცხელ ხაზზე. ამის შემდეგ დაზღვევის მენეჯერი თავად დაგიკავშირდებათ და გაგიწევთ დეტალურ კონსულტაციას. გადახდისთანავე პოლისი აქტიურდება, ხოლო ყველა პირობა ინდივიდუალურად ერგება თქვენს საჭიროებებს.

ჩვენთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ ავტოდაზღვევა იყოს სანდო, მოქნილი და ჩვენივე საჭიროებებზე მორგებული. „ირაო“ სწორედ ამ პრინციპებით ქმნის დაზღვევის პაკეტებს, რაც მძღოლებს საშუალებას აძლევს, მიიღონ სწრაფი ანაზღაურება, გამჭვირვალე პირობები და კომფორტული მომსახურება.

„ირაოს“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ზარალის დისტანციურად შეფასების სისტემა გახლავთ. მცირე დაზიანების შემთხვევაში მომხმარებელს აღარ უწევს ოფისში მისვლა – ზარალი ონლაინ რეჟიმში ფასდება, რაც ანაზღაურების პროცესს საგრძნობლად აჩქარებს. ამასთან, 24/7 მხარდაჭერის სერვისი უზრუნველყოფს გზაზე წარმოშობილი პრობლემების სწრაფ მოგვარებას თბილისში, მის შემოგარენში, ბათუმსა და ქუთაისში –  იქნება ეს ევაკუატორის გამოძახება, საბურავის შეცვლა თუ საწვავის ადგილზე მიწოდება.

კომპანია მძღოლებს სრულყოფილ დაცვას სთავაზობს „კასკო“ დაზღვევის საშუალებით, რომელიც ფარავს ავტოსაგზაო შემთხვევებს, ვანდალიზმს, სტიქიურ მოვლენებს, ხანძარს, ქურდობას და სხვა რისკებს. შესაძლებელია მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის დამატებაც, რაც დაზღვეულს იცავს იმ შემთხვევაშიც, თუ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხვა პირსა და მის მანქანას მიადგათ ზარალი. ასევე, გათვალისწინებულია მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ტრავმის ან სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

ვინ ისარგებლებს ამ აქციით?

საჩუქრად 30-ლიტრიანი ვაუჩერის აქციით სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ფლობენ პირადი დანიშნულების ავტომობილებს. რაც მთავარია, შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ახალ, ისე არსებულ კლიენტებს, რომლებიც ავტოდაზღვევას განაახლებენ აქციის პერიოდში. გარდა ამისა, აქცია მოქმედებს საქართველოს ყველა რეგიონში და ნებისმიერი ღირებულების ავტომობილზე.

წესებიც მარტივია – ავტოდაზღვევის თქვენთვის სასურველი სერვისების შეძენის შემდეგ ავტომატურად ერთვებით აქციაში. რადგანაც კონკრეტული, წინასწარ განსაზღვრული პაკეტები არ არსებობს, ნებისმიერი მომხმარებელი, ვინც შეიძენს მისთვის სასურველ პოლისს ან გააგრძელებს უკვე არსებულს, ავტომატურად ჩაერთვება აქციაში და მიიღებს საწვავის ვაუჩერს.

ცხადია, გექნებათ კითხვა – როგორ უნდა გამოიყენოთ ვაუჩერი? ამისთვის საჭიროა, ავტომობილის დამზღვევმა პირმა მიაკითხოს „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურს და წარადგინოს შესაბამისი ტალონი. ამისთვის სულ რამდენიმე პირობის დაცვა მოგიწევთ:

  • ვაუჩერის მისაღებად მომხმარებელს გადახდილი უნდა ჰქონდეს პირველადი შენატანი, რომელიც გათვალისწინებულია გადახდის გრაფიკით. 
  • ვაუჩერის გასატანად უნდა მიხვიდეთ “ირაოს” სათავო ოფისში თბილისში ან რეგიონალურ ფილიალებში.
  • რაც მთავარია, ვაუჩერი 2025 წლის 18 მარტამდე უნდა გაიტანოთ.

გარდა იმისა, რომ ეს შეთავაზება მომხმარებლებისთვის დამატებითი ფინანსური შეღავათია, რადგან 30 ლიტრი საწვავი მათთვის სრულიად უფასოა. ეს ნაბიჯი ავტოდაზღვევის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასაც შეუწყობს ხელს. 

ავტოდაზღვევის შეძენისას საწვავის ვაუჩერის მიღების შესაძლებლობა მომხმარებლებს 2025 წლის 5 თებერვლიდან 19 თებერვლამდე ექნებათ.