როგორ შევარჩიოთ ჩვენზე მორგებული ავტოდაზღვევა საქართველოში?

გაზრდილი ავტოტრაფიკი, კლიმატის ცვლილება და გაუთვალისწინებელი შემთხვევები – ეს ყველაფერი ხშირად ჩვენს საკუთრებას ემუქრება. ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით დედაქალაქში, ავტომობილების რაოდენობა სწრაფად იზრდება და, შესაბამისად, იმატებს ავტოსაგზაო შემთხვევებიც. არც ამინდის გაუარესებით შექმნილი რთული მდგომარეობებია იშვიათი. ამ ყველაფრისგან ყველაზე ეფექტურად ავტოდაზღვევა გვიცავს.

თანამედროვე ყოველდღიურობაში დაზღვევა ავტომობილის დაცვის საშუალებაა – როგორ რთულ მდგომარეობაშიც უნდა აღმოჩნდეთ, გეცოდინებათ, რომ ზომები წინასწარ მიიღეთ და სანერვიულოც არაფერი გაქვთ. მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ საკუთარი და შემთხვევაში მონაწილე სხვა ავტომობილების შეკეთება, მით უმეტეს, ახლის ყიდვა, დიდ თანხებთანაა დაკავშირებული – დაზღვევა კი გეხმარებათ, ეს ყველაფერი მინიმუმამდე დაიყვანოთ.

ავტომობილის დაზღვევა არა მხოლოდ ავტოსაგზაო, არამედ სხვა მოულოდნელი შემთხვევებისგანაც გიცავთ. ბუნებრივი კატასტროფა, კრიმინალი თუ სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენა უკვე აღარ ხდება შფოთვისა და ნერვიულობის მიზეზი – მანქანის დაზღვევა, სწორედ ამიტომ, თქვენი სიმშვიდის გარანტიაც ხდება.

ამ დროს, ცხადია, ჩნდება კითხვა – როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის მისაღები სადაზღვევო პაკეტი და, საერთოდაც, რომელი ავტოდაზღვევა ჯობია სხვა დანარჩენებს? ამ ბლოგში სწორედ განსხვავებული შემოთავაზებებისა და ქართულ ბაზარზე არსებული მიდგომების შესახებ ვისაუბრებთ.

ავტოდაზღვევა საქართველოში – რა შემოთავაზებებია ბაზარზე?

სავალდებულო ავტოდაზღვევა საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს და სისტემაც შედარებით ახალია. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, უფრო და უფრო მეტი მძღოლი აზღვევს ავტომობილს, რაც უსაფრთხოების მნიშვნელობისა და ფინანსური რისკების შემცირების შესახებ გაზრდილი ცნობიერების შედეგია.

კომპანიებიც უფრო და უფრო მრავალფეროვან სერვისებს ნერგავენ, რომლებიც ძირითადად მოიცავს ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა:

  • სრული (კასკო) დაზღვევა – მოიცავს როგორც ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეულ ზიანს, ასევე ავტომობილის ქურდობას, ვანდალიზმს, სტიქიურ მოვლენებსა და სხვა გაუთვალისწინებელ შემთხვევებს.
  • მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა – ფარავს შემთხვევებს, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზიანი მიადგა სხვა პირს ან მათ ქონებას.
  • დამატებითი მომსახურებები – ამაში შედის ტექნიკური მხარდაჭერა და სხვა ისეთი სერვისები, რომლებიც დამატებით კომფორტს უქმნის მომხმარებლებს.

საქართველოში დაზღვევის ბაზარს რამდენიმე მახასიათებელი გამოარჩევს. მაგალითად, აქ საკმაოდ პოპულარულია ე.წ. მეორადი ავტომობილების შეძენა, რაც ზრდის ტექნიკური გაუმართაობის გამო ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს – ეს დამატებითი მიზეზია, რატომაც არის მნიშვნელოვანი ავტომობილის დაზღვევა. 

გარდა ამისა, დაზღვევის პოლისების ღირებულებაც მრავალფეროვანია და დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ავტომობილის ტიპი, ასაკი, მართვის გამოცდილება და პოლისის პირობები. 

როგორ შევარჩიოთ სადაზღვევა კომპანია?

ვის ვანდოთ ჩვენი ავტომობილის დაცვა და რომელი ავტოდაზღვევა ჯობია, შევარჩიოთ? ეს რამდენიმე საკითხზეა დამოკიდებული – უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ბიუჯეტი, რა მომსახურებას ვეძებთ და, რაც მთავარია, რამდენად სანდო, გამჭვირვალეა კომპანია, რომელსაც ავარჩევთ.

როგორც უკვე ვახსენეთ, საქართველოში ავტოდაზღვევის ბაზარი საკმაოდ მრავალფეროვანია, ამიტომ სწორი კომპანიისა და პაკეტის არჩევა შეიძლება რთული ამოცანა იყოს.

გადაწყვეტილების მიღებისას პირველი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სადაზღვევო კომპანიის სანდოობაა. სანამ პაკეტს შეიძენთ, გაარკვიეთ, რამდენი წელია კომპანია ოპერირებს ბაზარზე და რა გამოცდილება აქვთ სხვა მომხმარებლებს? რადგანაც საქმე ავტომობილს, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილს ეხება, მნიშვნელოვანია, რამდენად სწრაფად და ეფექტურად პასუხობს კომპანია მოთხოვნებს.

კომპანიები განსხვავებულ სერვისებს გვთავაზობენ. იმის გადასაწყვეტად, თუ რომელ მათგანს ვანდობთ ავტომობილს, კომპანიისგან უნდა მივიღოთ დეტალური ინფორმაცია, თუ რა ტიპის მომსახურებას მოიცავს პოლისი და არის თუ არა გაწერილი შემთხვევები, რომლებიც შეიძლება პრობლემად იქცეს? გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ინფორმაცია ლიმიტებისა და ფრანშიზის შესახებ – რა თანხამდე ფარავს სადაზღვევო პოლისი ზარალს და რა თანხის გადახდა შეიძლება გიწევდეთ პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში?

უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ბიუჯეტური, შედარებით ნაკლები ღირებულების პოლისი ყოველთვის არ ნიშნავს უკეთეს ვარიანტს. მნიშვნელოვანია ფასისა და დაფარვის შესაბამისობა – შედარებით მაღალი ტარიფის მქონე დაზღვევა, შეიძლება, უფრო მეტ ლიმიტსა და უკეთეს მომსახურებას გთავაზობდეთ. დაზღვევა ავტომობილის მახასიათებლებზეც უნდა იყოს გათვლილი და ამ შემთხვევაში შედარებით დაბალი ბიუჯეტით მომსახურება კონკრეტული მოდელისთვის, შეიძლება, საკმარისიც არ იყოს.

გამომდინარე იქიდან, რომ მანქანაზე პრობლემა რთულ პირობებში შეიძლება წარმოიშვას, გადაამოწმეთ კიდევ ერთი დეტალი – რამდენად მარტივია კომპანიასთან სწრაფად დაკავშირება და მათგან მომსახურების მიღება. მომხმარებლებთან რამდენიმე საკომუნიკაციო არხის ქონა და გამართული ონლაინსისტემა თანამედროვეობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

რას გვთავაზობს სადაზღვევო კომპანია „ირაო“?

ავტომობილის დაზღვევის არჩევისას მნიშვნელოვანია, რომ სადაზღვევო პაკეტი იყოს მოქნილი, სანდო და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული. „ირაოს“ ავტოდაზღვევა სწორედ ამ პრინციპებზეა აგებული და მაღალი ხარისხის მომსახურებას, ხელმისაწვდომ ტარიფებსა და ზარალის სწრაფ ანაზღაურებას უზრუნველყოფს. 

ავტოსაგზაო შემთხვევის, ბუნებრივი კატასტროფის ან სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენების დროს კომპანიის გუნდი სწრაფად და ეფექტურად რეაგირებს. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ირჩევს საქართველოში მძღოლების დიდი ნაწილი, რომ ავტოდაზღვევა სწორედ „ირაოს“ ანდოს.

„ირაოში“ დაზღვევის პაკეტის შეძენა მარტივი პროცესია – მომხმარებელი მიმართავს სადაზღვევო კომპანიას ცხელ ხაზზე, ან დატოვებს საკონტაქტო ნომერს სოციალურ ქსელში/ვებგვერდზე, ხოლო ირაოს წარმომადგენელი მასზე მორგებულ შეთავაზებას მოუმზადებს.  დაზღვევის შეძენა დისტანციურადაც არის შესაძლებელი. პოლისის პირობების დადასტურებისა და გადახდის  შემდეგ, პოლისი ავტომატურად აქტიურდება. თანაც, ავტოდაზღვევა ინდივიდუალურად ერგება მომხმარებლის საჭიროებებს, რაც გულისხმობს:

  • ფრანშიზისა დალიმიტების არჩევანს
  • გადახდის მოქნილ სისტემას
  • დამატებითი სერვისების ინტეგრაციას

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ზარალის დისტანციური შეფასების სისტემა. მცირე ზარალის შემთხვევაში მომხმარებლებს აღარ უწევთ ძველებურად ოფისში მისვლა – კომპანიის წარმომადგენლები ონლაინ რეჟიმში აფასებენ ზარალს, ეს კი ანაზღაურების პროცესსაც მნიშვნელოვნად აჩქარებს. ზარალის მოცულობასა და მდგომარეობის სირთულეზე, ცხადია, ბევრია დმაოკიდებული, თუმცა მომსახურების მთელი ჯაჭვი აწყობილია ისე, რომ მოულოდნელი შემთხვევების დროს, კომპანიის სერვისს დროულად მიიღებთ და დამატებითი ბიუროკრატიული სირთულეებისგან თავისუფალი იქნებით.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სერვისის ფართო არჩევანს და მთლიანად ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სადაზღვევო პაკეტს. ყველაზე მოთხოვნადი ე.წ. კასკო დაზღვევაა – სრული მომსახურების პოლისი გთავაზობთ კომპლექსურ დაცვას სხვადასხვა სახის რისკისგან, მათ შორის:

  • ავტოსაგზაო შემთხვევები
  • ვანდალიზმი
  • სტიქიური მოვლენები (მიწისძვრა, სეტყვა, წყალდიდობა და სხვა)
  • ხანძარი, აფეთქება და მეხის დაცემა
  • ქურდობა, ყაჩაღობა, ძარცვა
  • ცალკეული დეტალებისა და აქსესუარების დაზიანება ან დაკარგვა

ასევე, „ირაოში“ შესაძლებელია მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის დამატებაც, რაც ფარავს თქვენი ავტომობილის მიერ სხვა პირებისთვის მიყენებულ ზიანს. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევის დაზღვევით, რაც ავარიის შედეგად წარმოშობილი ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში აგინაზღაურებთ ზარალს. 

გარდა ამისა, ავტოდაზღვევა მოიცავს ისეთ დამატებით სერვისებს, რომლებიც მძღოლებისთვის მაქსიმალურ კომფორტს ქმნის. 24/7 მოქმედი ცხელი ხაზი „ირაო – ასისტანსი“ მზად არის, რომ საგზაო შემთხვევისას მოგაწოდოთ დახმარება, მათ შორის:

  • ევაკუატორის მომსახურება
  • ავტომობილის დაქოქვა
  • საბურავის შეცვლა
  • საწვავის ადგილზე მიტანა

ეს სერვისები მოქმედებს თბილისსა და მის შემოგარენში (წყნეთი, წავკისი, საგურამო, მცხეთა და სხვა), ასევე ქუთაისსა და ბათუმში.

რაც შეეხება დაზღვევის საფასურს – რადგანაც თითოეული პაკეტი ინდივიდუალურად დგება, შესაბამისად, ინდივიდუალურია ღირებულებაც. გარდა იმისა, რომ პაკეტის ფასზე გავლენას ახდენს თქვენ მიერ შერჩეული სერვისები, გასათვალისწინებელია ისეთი გარემოებებიც, როგორიცაა: ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები, მძღოლის გამოცდილება, გეოგრაფიული ფაქტორები (ძირითადად რომელ რეგიონში გადაადგილდება ავტომობილი) და თვითანაზღაურების თანხა (ის თანხა, რომელსაც მფლობელი თავად ფარავს ზიანის შემთხვევაში).

დეტალურად ტარიფების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, ეწვიოთ კომპანიის ვებგვერდს ან დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს, სადაც სპეციალისტები დაგეხმარებიან საუკეთესო პოლისის შერჩევაში.

რაც შეეხება ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას, მისი ტარიფი წინასწარ არის განსაზღვრული. შეგიძლიათ, აირჩიოთ თქვენთვის მისაღები ლიმიტის ოდენობა და საფასურის გადახდა მთელი წლის მანძილზე გადაანაწილოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ავტოდაზღვევა საქართველოში სავალდებულო ჯერ არ არის, სულ უფრო მეტი მძღოლი ირჩევს საკუთარი ქონების დაცვას. სადაზღვევო კომპანიის შერჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სანდოობას, მომსახურების ხარისხსა და მოქნილ პირობებს.

ხშირად დასმულ კითხვაზე, თუ რომელი ავტოდაზღვევა ჯობია, ბევრი მძღოლის პასუხი კომპანია „ირაოა“. ეს კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს:

  • მოქნილ სადაზღვევო პაკეტებს ინდივიდუალური საჭიროებებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით;
  • სრულ (კასკო) დაზღვევას, რომელიც ფარავს ავარიებს, ქურდობას, სტიქიურ მოვლენებსა და სხვა რისკებს;
  • დისტანციურად ზარალის შეფასებას, რაც ანაზღაურების პროცესსაც მნიშვნელოვნად აჩქარებს;
  • გზისპირა დახმარებას ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, რომელსაც შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში მიმართოთ;
  • დამატებით სერვისებს, როგორიცაა მესამე პირის პასუხისმგებლობისა და მგზავრების დაზღვევა.

„ირაოს“ ერთერთი მთავარი უპირატესობა სწრაფი და გამჭვირვალე მომსახურებაა, რაც მომხმარებლებს რთულ სიტუაციებში ზედმეტი სტრესისგან ათავისუფლებს. ამასთან, დაზღვევის ღირებულება ინდივიდუალურად განისაზღვრება – ეს კი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობა, შეარჩიოს მისთვის ოპტიმალური პირობები.

სწორი ავტოდაზღვევის არჩევა ნიშნავს არა მხოლოდ ავტომობილის დაცვას, არამედ ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას მოულოდნელი შემთხვევების დროს. სწორედ ამიტომ, თუ ეძებთ საიმედო პარტნიორს, რომელიც სწრაფ, მოქნილ და მაღალი ხარისხის მომსახურებას გთავაზობთ, „ირაო“ საუკეთესო არჩევანია.