რომელი დაზღვევა ფარავს საუკეთესოდ სტომატოლოგიურ მომსახურებას?
სტომატოლოგთან ვიზიტი თითქმის ყოველთვის მოულოდნელ და სოლიდურ თანხებთან ასოცირდება. ამიტომაც, პაციენტები ექიმის სავარძელში ჯდომისას, ტკივილთან ერთად, ხშირად პოტენციურ ხარჯებზეც ნერვიულობენ. მსგავსი ტიპის მომსახურებას საუკეთესოდ ირაოს „პულსი“ ფარავს.
ბაზარზე უამრავი სადაზღვევო შემოთავაზებაა, თუმცა რეალურ სარგებელს ცოტა თუ გვთავაზობს. სტომატოლოგიური ხარჯების მაქსიმალურად ასანაზღაურებლად, ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი ირაოს ინდივიდუალური დაზღვევა „პულსია“. მისი ფასი სულ რაღაც 65 ლარიდან იწყება (ასაკის მიხედვით) და სტომატოლოგიური საჭიროებების სრულ სპექტრს ითვალისწინებს.
ეს გზამკვლევი დაგეხმარებათ დეტალურად გაერკვეთ ჩვენი სადაზღვეო პაკეტების პირობებში, ისწავლოთ ლიმიტებისა და პროცენტების სწორად წაკითხვა და შეარჩიოთ ის პოლისი, რომელიც ყველაზე მეტად გჭირდებათ.
რას ნიშნავს სტომატოლოგიის დაფარვა – ტერმინების მარტივი განმარტება
სადაზღვევო პოლისში ბევრი ისეთი ტერმინია, რომლებიც ერთმანეთში არ უნდა აგერიოთ, რადგან მათ მიღმა სრულიად განსხვავებული დაფინანსების პირობები მოქმედებს. სტომატოლოგიური მომსახურება სადაზღვევო სფეროში, როგორც წესი, სამ ძირითად კატეგორიად იყოფა.
გადაუდებელი სტომატოლოგია: ეს არის სასწრაფო დახმარება მწვავე ტკივილის, ღრძილის აბსცესის (ჩირქოვანი ანთების) ან მოულოდნელი ტრავმის დროს. მისი მიზანია ტკივილის მომენტალური გაყუჩება, კბილის ექსტრაქცია (ამოღება) ან გადაუდებელი არხული მკურნალობა.
გეგმიური სტომატოლოგია: აქ შედის ყველა ის პროცედურა, რომელსაც წინასწარ გეგმავთ კბილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მაგალითად: კარიესის მკურნალობა, ბჟენის (პლომბის) ჩასმა, კბილის ქვებისა და ნადების პროფესიული წმენდა, ღრძილების თერაპიული მკურნალობა.
ორთოპედია, ორთოდონტია და იმპლანტაცია: ეს არის სტომატოლოგიის ყველაზე ძვირადღირებული, ესთეტიკური და აღდგენითი ნაწილი. კერძოდ:
- ორთოპედია გულისხმობს კბილის გვირგვინების (მეტალო-კერამიკა, ცირკონო-კერამიკა) და პროთეზების დამზადებას;
- ორთოდონტია მოიცავს კბილთა მწკრივის გასწორებას ბრეკეტების სისტემით ან ფირფიტებით;
- იმპლანტაცია არის დაკარგული კბილის ფესვის ჩანაცვლება ხელოვნური ხრახნით (იმპლანტით) და მასზე გვიგვინის დამაგრება.
თანაგადახდა და ლიმიტი – როგორ უნდა წაიკითხოთ სადაზღვევო პირობები?
კლინიკის სალაროში გადასახდელი თანხის მოცულობა, პირველ რიგში, ორ პირობაზეა დამოკიდებული: წლიური ლიმიტი და თანაგადახდის პროცენტი. თუ ამ პრინციპს ერთხელ კარგად გააანალიზებთ, თავიდან აიცილებთ მოულოდნელ ხარჯებსა და უსიამოვნო სიურპრიზებს.
სადაზღვევო ლექსიკონი
- წლიური ლიმიტი: ეს არის მაქსიმალური ფულადი ლიმიტი, რომელსაც სადაზღვევო კომპანია ერთი წლის განმავლობაში გადაიხდის თქვენი მკურნალობისთვის. 1500-ლარიანი ლიმიტის შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანია თქვენს მკურნალობას ამ თანხის ამოწურვამდე დააფინანსებს.
- თანაგადახდა (პროცენტული დაფარვა): ეს ციფრი გიჩვენებთ, რა პროპორციით იყოფა მკურნალობის საფასური თქვენსა და კომპანიას შორის. მაგალითად, თუ წერია „დაფარვა 60%“, ეს ნიშნავს, რომ სადაზღვევო იხდის პროცედურის ღირებულების 60%-ს, ხოლო თქვენ ადგილზე ამატებთ მხოლოდ დარჩენილ 40%-ს.
როგორ მუშაობს ეს პრაქტიკაში?
წარმოვიდგინოთ, რომ გეგმავთ კარიესის მკურნალობას, რომელიც 100 ლარი ღირს. თქვენი პაკეტი ითვალისწინებს 60%-იან დაფინანსებას პროვაიდერ კლინიკაში. კლინიკის სალაროში თქვენ იხდით მხოლოდ 40 ლარს, ხოლო 60 ლარს სადაზღვევო დაფარავს. ეს 60 ლარი გამოაკლდება თქვენს მთლიან წლიურ სტომატოლოგიურ ლიმიტს.
ირაოს პაკეტების სრული შედარება სტომატოლოგიისთვის
ჩვენ მომხმარებელს „პულსის“ რვა სხვადასხვა პაკეტს ვთავაზობთ. თითოეულ მათგანს ინდივიდუალური ლიმიტები და თანაგადახდის პირობები აქვს. ისინი მკურნალობის ტიპის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
პაკეტი „სტანდარტი“ / სტანდარტ+
- გადაუდებელი სტომატოლოგია: ანაზღაურდება 100%-ით, წლიური ლიმიტი შეადგენს 1 000 ლარს.
- გეგმიური სტომატოლოგია: სადაზღვევო ფარავს ხარჯების 50%-ს, 1 000-ლარიანი წლიური ლიმიტის ფარგლებში. კლინიკებში „HBI dent“, „დენსი“ და „ალბიუსი“ სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს ხარჯის 20%-ს. გარდა ამისა, მოქმედებს ცალკე გამოყოფილი 200-ლარიანი წლიური ლიმიტი. ამ ზღვარის ამოწურვის შემდეგ ხარჯებს სრულად პაციენტი ფარავს.
- იმპლანტი, ორთოპედია, ორთოდონტია: კომპანია ანაზღაურებს მკურნალობის 10-40%-ს (ულიმიტოდ).
პაკეტი „კლასიკი“/კლასიკ +
- გადაუდებელი სტომატოლოგია: ანაზღაურდება 100%-ით, ყოველგვარი წლიური ლიმიტის გარეშე (ულიმიტო).
- გეგმიური სტომატოლოგია: სადაზღვევო ფარავს ხარჯების 60%-ს, 1 500-ლარიანი წლიური ლიმიტის ფარგლებში. კლინიკებში „HBI dent“, „დენსი“ და „ალბიუსი“ სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს ხარჯის 40%-ს. გარდა ამისა, 300-ლარიანი წლიური ლიმიტი მოქმედებს. ამ ზღვარის ამოწურვის შემდეგ ხარჯებს სრულად პაციენტი ფარავს.
- იმპლანტი, ორთოპედია, ორთოდონტია: ირაო ანაზღაურებს მკურნალობის 10-40%-ს (ულიმიტოდ).
პაკეტი „კომფორტი“/კომფორტ+
- გადაუდებელი სტომატოლოგია: ანაზღაურდება 100%-ით, ყოველგვარი წლიური ლიმიტის გარეშე (ულიმიტო).
- გეგმიური სტომატოლოგია: სადაზღვევო ფარავს ხარჯების 70%-ს, 2 000-ლარიანი წლიური ლიმიტის ფარგლებში. კლინიკებში „HBI dent“, „დენსი“ და „ალბიუსი“ სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს ხარჯის 50%-ს. ამ შემთხვევაში, 500-ლარიანი წლიური ლიმიტი მოქმედებს. ამ ზღვარის ამოწურვის შემდეგ ხარჯებს სრულად პაციენტი ფარავს.
- იმპლანტი, ორთოპედია, ორთოდონტია: კომპანია ანაზღაურებს მკურნალობის 10-40%-ს (ულიმიტოდ).
პაკეტი „პრემიუმი“/ პრემიუმ+
- გადაუდებელი სტომატოლოგია: ანაზღაურდება 100%-ით, ყოველგვარი წლიური ლიმიტის გარეშე (ულიმიტო).
- გეგმიური სტომატოლოგია: სადაზღვევო ფარავს ხარჯების 80%-ს, 3 000-ლარიანი წლიური ლიმიტის ფარგლებში. კლინიკებში „HBI dent“, „დენსი“ და „ალბიუსი“ სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს ხარჯის 60%-ს. ამასთანავე, 800-ლარიანი წლიური ლიმიტი მოქმედებს. ამ ზღვარის ამოწურვის შემდეგ ხარჯებს სრულად პაციენტი ფარავს.
- იმპლანტი, ორთოპედია, ორთოდონტია: კომპანია ანაზღაურებს მკურნალობის 10-40%-ს (ულიმიტოდ).
მნიშვნელოვანი ნიუანსი: გაითვალისწინეთ, რომ იმპლანტაციის, ორთოპედიისა და ორთოდონტიის შემთხვევაში, დაფინანსების პროცენტი ვრცელდება მკურნალობის სრულ ღირებულებაზე და ამ კატეგორიას არ აქვს ცალკე გამოყოფილი ლიმიტი. ის ულიმიტოა ყველა პაკეტში, რაც ძვირადღირებული მანიპულაციების დროს ძალიან დიდ შეღავათს გაძლევთ.
რომელი პაკეტი ვისთვის არის საუკეთესო?
რომელი დაზღვევა ფარავს იმპლანტს საუკეთესოდ – ეს საკითხი ბევრ ადამიანს აინტერესებს. პაკეტის შერჩევა მთლიანად დამოკიდებულია თქვენი კბილების მიმდინარე მდგომარეობასა და იმ გეგმებზე, რაც უახლოეს ერთ წელიწადში გაქვთ.
- სტანდარტი: ბაზისური საჭიროებებისთვის
ეს პაკეტი იდეალურია მათთვის, ვისაც იშვიათად აწუხებს კბილები. მათ დაზღვევა ძირითადად მხოლოდ „ფორსმაჟორული“ სიტუაციებისთვის ან წელიწადში ერთხელ სტანდარტული ჰიგიენური წმენდისთვის სჭირდებათ. გადაუდებელი პრობლემების დროს ის 1 000 ლარამდე ხარჯს სრულად ანაზღაურებს, რაც სავსებით საკმარისია მწვავე ტკივილის მოსახსნელად.
- კლასიკი და კომფორტი: რეგულარული მკურნალობისთვის
თუ იცით, რომ რამდენიმე კბილი გაქვთ სამკურნალო, გჭირდებათ ძველი ბჟენების შეცვლა, პერიოდული კონსულტაციები თერაპევტთან ან ღრძილების მკურნალობა, ეს ორი ოპტიმალური ვარიანტია. 60%-იანი და 70%-იანი თანადაფინანსება და 1 500-დან 2 000 ლარამდე გაზრდილი წლიური ლიმიტები გაძლევთ საშუალებას, ეტაპობრივად, ზედმეტი ფინანსური სტრესის გარეშე მოიწესრიგოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა.
- პრემიუმი
თუ მალე კომპლექსურ მკურნალობას გეგმავთ – მაგალითად, იმპლანტაციას, ბრეკეტებს ან ქირურგიას, ბიუჯეტურ პაკეტებს ნუ აირჩევთ. ეს არაპრაქტიკულია. ასეთ დროს „პრემიუმ“ პაკეტის არჩევაა მიზანშეწონილი.
ის გთავაზობთ 3 000-ლარიან წლიურ ლიმიტს გეგმიურ მომსახურებაზე, ხოლო ორთოპედიულ და იმპლანტოლოგიურ ნაწილში ხარჯების 10-40%-ს ფარავს. როდესაც საქმე არაბიუჯეტურ ქირურგიულ ჩარევას ეხება, ეს 40%-მდე თანადაფინანსება საკუთარი ჯიბიდან გადასახდელ თანხას საგრძნობლად გიმცირებთ.
ზუსტი პირობებისა და ტარიფების სანახავად, ირაოს ჯანმრთელობის დაზღვევის გვერდი მოინახულეთ. ეს თქვენთვის საჭირო პაკეტის არჩევაში დაგეხმარებათ.
ხშირად დასმული კითხვები
რომელი დაზღვევა ფარავს სტომატოლოგიას საუკეთესოდ?
ირაოს ინდივიდუალური პოლისებიდან საუკეთესო დაფარვა აქვს პაკეტ „პრემიუმს“. ის გეგმიურ სტომატოლოგიას პროვაიდერ კლინიკებში 80%-ით აფინანსებს და აქვს ყველაზე მაღალი წლიური ლიმიტი – 3 000 ლარი.
ფარავს თუ არა დაზღვევა გეგმიურ სტომატოლოგიას?
დიახ, ირაოს ოთხივე პაკეტი ფარავს გეგმიურ სტომატოლოგიას (კარიესის მკურნალობა, წმენდა და ა.შ.) პროვაიდერ კლინიკებში 50%-დან 80%-მდე თანადაფინანსებით, თქვენ მიერ შერჩეული პოლისის მიხედვით.
რა არის თანაგადახდა სტომატოლოგიაში?
თანაგადახდა არის ხარჯის ის წილი, რომელსაც პაციენტი თავად იხდის კლინიკის სალაროში. მაგალითად, თუ დაზღვევა ფარავს პროცედურის 70%-ს, თქვენი თანაგადახდის წილი არის 30%.
