შინაური ცხოველების დაზღვევა - უკეთესი პირობები ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობის დასაცავად

ირაოს შინაური ცხოველების დაზღვევა ფარავს როგორც გადაუდებელ, ისე გეგმიურ ვეტერინარულ მომსახურებას. მათ შორის ჰოსპიტალურ და ამბულატორიულ მკურნალობას, ონკოლოგიურ სერვისებს, მედიკამენტებს, ვაქცინაციასა და ასისტანსს. განახლებული პირობები ვეტერინარულ კლინიკებში მოქმედ ფასებზეა მორგებული, რაც ცხოველის პატრონს მოულოდნელი ხარჯების თავიდან აცილებაში ეხმარება. პოლისის შეძენა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ 10 წლამდე ასაკის ძაღლები ან კატები გყავთ.
ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც სახლში ძაღლი ან კატა ჰყავს, კარგად იცის, რომ ისინი უბრალოდ ოთხფეხა ბინადრები კი არა, ოჯახის სრულუფლებიანი წევრები არიან. ბუნებრივია, მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩვენთვის პრიორიტეტულია. თუმცა, ვეტერინარულ კლინიკაში ვიზიტი, გეგმიური გამოკვლევები თუ მოულოდნელი ოპერაციები ხშირად საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ შევქმენით პროდუქტი, რომელიც შინაური ცხოველის პატრონს ფინანსურ საკითხებთან გამკლავებაში ეხმარება. ამავდროულად კი, ოთხფეხა მეგობრების ხარისხიან მკურნალობას უზრუნველყოფს.
ჩვენი განახლებული შინაური ცხოველების დაზღვევა ზუსტად ერგება დღევანდელ რეალობასა და ვეტერინარული კლინიკების საფასო პოლიტიკას.
კონკრეტულად რა არის შინაური ცხოველების დაზღვევა და რას ფარავს?
მარტივად რომ ვთქვათ, შინაური ცხოველების დაზღვევა არის სადაზღვევო პოლისი, რომელიც გაუთვალისწინებელი ვეტერინარული ხარჯებისგან გიცავთ. როდესაც თქვენს ოთხფეხა მეგობარს სამედიცინო დახმარება დასჭირდება, ჩვენ გაწეული ხარჯების ნაწილს ავანაზღაურებთ.
ჩვენი განახლებული პოლისით ვცდილობთ მაქსიმალურად სრულყოფილი დაფარვა შემოგთავაზოთ. ჩვენი პროდუქტი ითვალისწინებს:
- ჰოსპიტალურ მომსახურებას: ფარავს როგორც გადაუდებელ, ისე გეგმიურ ქირურგიულ ჩარევებსა და სტაციონარში მკურნალობის ხარჯებს 2 000 ლარამდე ლიმიტით;
- ამბულატორიულ მომსახურებას: მოიცავს ექიმის კონსულტაციას, ლაბორატორიულ თუ ინსტრუმენტულ კვლევებს, ექოსკოპიასა და რენტგენს წლიური 1 000-ლარიანი ლიმიტის ფარგლებში;
- ონკოლოგიურ მკურნალობას: ონკოლოგიური დაავადებების თერაპიისა და მკურნალობის ხარჯებს 800 ლარამდე;
- მედიკამენტებსა და პრევენციას: ვეტერინარის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს (800 ლარამდე), ჭიის წამალს (40 ლარი) და ყოველწლიურ გეგმიურ ვაქცინაციას (40 ლარი);
- 24/7 საინფორმაციო მხარდაჭერას: „ირაო ასისტანსის“ ულიმიტო მომსახურებას, რომელიც ნებისმიერ დროს გეხმარებათ სადაზღვევო პროცესების მართვაში.
„ირაოს“ მიზანია, ოთხფეხა მეგობრის ჯანმრთელობაზე ზრუნვაში ფინანსური ხარჯები დაბრკოლებად არ იქცეს. სწორედ ამიტომ შევქმენით მოქნილი დაზღვევის პირობები, რომლებიც მოულოდნელი ხარჯების მართვას გაგიმარტივებთ.
ძაღლის დაზღვევა და კატის დაზღვევა – რას მოიცავს?
ძაღლები ენერგიული და ცნობისმოყვარე ცხოველები არიან. სეირნობა, სირბილი და გარემოს შეცნობა მათთვის ყოველდღიური აუცილებლობაა, თუმცა სწორედ ამ დროს ხდება ყველაზე მეტი გაუთვალისწინებელი შემთხვევა. ძაღლის დაზღვევა სწორედ იმ რისკებზეა გათვლილი, რომლებიც ამ შინაური ცხოველის პატრონებს ყველაზე ხშირად აწუხებთ.
აი რამდენიმე რეალური სიტუაცია, როდესაც პოლისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
- სეირნობისას მიღებული ტრავმები: ეზოში თუ პარკში სირბილისას ძაღლმა შესაძლოა თათი იტკინოს, იოგი დაიზიანოს ან ძვალი მოიტეხოს. ასეთ დროს ხშირად საჭირო ხდება ოსტეოსინთეზი ან რთული ოპერაცია;
- უცხო სხეულის გადაყლაპვა: ძაღლებს უყვართ საგნების ღეჭვა. სათამაშოს ნაწილაკის, ძვლის ან უცხო სხეულის გადაყლაპვისას ხშირად ოპერაციული ჩარევა დაუყოვნებლივ არის საჭირო;
- მოწამვლა და მწვავე ინფექციები: ქუჩაში რამე მავნე ნივთიერების ალოკვამ ან ინფექციამ შეიძლება უეცარი ინტოქსიკაცია გამოიწვიოს, რაც გადაუდებელ გადასხმებსა და ინტენსიურ თერაპიას საჭიროებს.
თუ ძაღლის დაზღვევა გაქვთ, საჭიროების შემთხვევაში ვეტერინართან მისვლას ფინანსური მიზეზების გამო აღარ გადადებთ. ამასთან, დაზღვევა მოულოდნელი ვეტერინარული ხარჯებისგანაც დაგიცავთ.
გარდა ამისა, თუ ფიქრობთ, რომ კატა სახლში ცხოვრობს და მას საფრთხე არ ემუქრება, სამწუხაროდ, ცდებით. რეალობა განსხვავებულია. კატებს ახასიათებთ ჯანმრთელობის სპეციფიკური პრობლემები და ტკივილის შეუმჩნევლად გადატანის უნარი. კატის დაზღვევა სწორედ ამ თავისებურებების გათვალისწინებით შევიმუშავეთ.
განვიხილოთ ტიპური შემთხვევები, როდესაც პოლისი პატრონისთვის რეალური შვებაა:
- საშარდე სისტემის პრობლემები: კატებში ძალიან ხშირია შარდკენჭოვანი დაავადება. კათეტერიზაცია, ექოსკოპია, ანალიზები და შემდგომი მკურნალობა ხშირად საკმაოდ ძვირი ჯდება;
- ფანჯრიდან ან აივნიდან გადმოვარდნა: კატები ცნობისმოყვარეები არიან და ხშირად ფანჯარასთან ან აივანზე ადიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ წონასწორობის შენარჩუნება კარგად შეუძლიათ, სიმაღლიდან გადმოვარდნის საშიშროება მაინც არსებობს. ეს კი ხშირად მძიმე ტრავმებისა და შინაგანი დაზიანებების მიზეზი ხდება;
- ვირუსული ენტერიტები: ინფექციური დაავადებები სწრაფ დიაგნოსტიკასა და ინტენსიურ ამბულატორიულ მკურნალობას მოითხოვს.
„ირაოს“ პოლისის მეშვეობით, თქვენი ფუმფულა მეგობარი საჭირო დახმარებას დროულად მიიღებს. თქვენ კი მოულოდნელი ფინანსური დაბრკოლების წინაშე არ აღმოჩნდებით.
„ირაოს“ პოლისის პირობები – ვისთვისაა განკუთვნილი და როგორია დაფარვის სტრუქტურა
ჩვენი სადაზღვევო პოლისი შექმნილია იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოერგოს თქვენი ოთხფეხა მეგობრის საჭიროებებსა და ოჯახის ბიუჯეტს.
ვისთვის არის განკუთვნილი პოლისი?
ამ კითხვაზე ჩვენ კონკრეტული და გამჭვირვალე პასუხი გვაქვს:
- ნებისმიერი ჯიში: დაზღვევა ვრცელდება როგორც ჯიშიან, ისე მეტის ძაღლებსა და კატებზე;
- ასაკობრივი ზღვარი: ცხოველის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს;
- სავალდებულო პირობა: შინაური ცხოველი აუცილებლად უნდა იყოს ჩიპირებული და ჰყავდეს კონკრეტული მფლობელი.
გამჭვირვალე ფასები და ტარიფები
ხელშეკრულებაში მკაფიოდ არის გაწერილი კონკრეტული ვეტერინარული პროცედურების ღირებულება, რისი ნახვაც ბმულზე შეგიძლიათ.
პოლისის პირობები საქართველოს ვეტერინარულ კლინიკებში მოქმედ ფასებსა და ტარიფებზეა მორგებული. ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, მოულოდნელი ხარჯების მართვა უფრო მარტივი ხდება და შინაური ცხოველის მკურნალობა ნაკლებ ფინანსურ ტვირთთან არის დაკავშირებული.
რატომ არის ცხოველის დაზღვევა გონივრული გადაწყვეტილება?
დღეს ვეტერინარული სფერო სწრაფად ვითარდება, იზრდება დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარისხი. თუმცა, შესაბამისად იზრდება კლინიკების ფასებიც. როდესაც ცხოველს სერიოზული მკურნალობა სჭირდება, ხარჯი ხშირად ასეულობით ან ათასობით ლარს აღწევს.
ასეთ შემთხვევებში ცხოველის სამედიცინო დაზღვევა ფინანსური სტრესისგან გაგათავისუფლებთ. ჩვენი პროდუქტის არჩევით თქვენ იღებთ:
- ფინანსურ დაცვას: გაუთვალისწინებელი ვეტერინარული ხარჯები ოჯახის ბიუჯეტს აღარ დააზარალებს;
- არჩევანის თავისუფლებას: შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერ ლიცენზირებულ ვეტერინარულ კლინიკას საქართველოს მასშტაბით;
- პრევენციულ მოვლას: ვაქცინაციისა და ჭიის წამლის თანხის სადაზღვევოს მხრიდან ანაზღაურება დაავადებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
ნათელია, რომ ცხოველის სამედიცინო დაზღვევა არის საუკეთესო ინვესტიცია, რომელსაც თქვენი ოთხფეხა კომპანიონის ჯანმრთელობაში ჩადებთ. ამიტომაც ამ პოლისით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება.
როგორ გავაფორმო პოლისი ონლაინ?
პოლისის შეძენის პროცესი მაქსიმალურად მარტივია და რამდენიმე წუთს მოითხოვს. არ გჭირდებათ ოფისში მოსვლა ან დოკუმენტების შეგროვება. პროცესი სრულად დისტანციურად არის შესაძლებელი.
შეგიძლიათ ეწვიოთ „ირაოს“ შინაური ცხოველების დაზღვევის გვერდს და გაიაროთ შემდეგი ნაბიჯები:
- მონაცემების მომზადება: მიუთითეთ ცხოველის ჩიპის საიდენტიფიკაციო ნომერი, ასაკი, ჯიში, სქესი და კლინიკა, სადაც ჩიპია დარეგისტრირებული;
- მფლობელის მონაცემები: ჩაწერეთ თქვენი პირადი ნომერი, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ელფოსტა;
- გადახდის გრაფიკი: აირჩიეთ ყოველთვიური, 2-ჯერადი, 4-ჯერადი ან ერთჯერადი გადახდა. ერთჯერადი წლიური გადახდისას მოქმედებს 5%-იანი ფასდაკლება;
- გააქტიურება: ხელშეკრულების გაფორმებისა და პირველი შენატანის შემდეგ პოლისი ამოქმედდება.
ანაზღაურების მისაღებად, უბრალოდ გადაიხადეთ მომსახურების საფასური კლინიკაში, ხოლო სამედიცინო დოკუმენტაცია და ჩეკი 30 კალენდარული დღის ვადაში ატვირთეთ ჩვენს პორტალზე (online.irao.ge). თანხა 5 სამუშაო დღეში ჩაგერიცხებათ.
თუ გსურთ, რომ თქვენს ოთხფეხა მეგობრისთვისმშვიდი და ჯანმრთელი მომავალი უზრუნველყოთ, „ირაოს“ შინაური ცხოველების დაზღვევა საუკეთესო არჩევანია. გააფორმეთ პოლისი დღესვე!
რას ფარავს შინაური ცხოველების დაზღვევა?
„ირაოს“ შინაური ცხოველების დაზღვევა ფარავს გადაუდებელ და გეგმიურ ჰოსპიტალურ მომსახურებას, გადაუდებელ და გეგმიურ ამბულატორიას, ონკოლოგიას, მედიკამენტებს, ჭიის წამალს, ყოველწლიურ ვაქცინაციასა და 24/7 ასისტანსის სერვისს.
რა ასაკის ცხოველი შეიძლება დავაზღვიო?
პოლისი ვრცელდება 10 წლამდე ასაკის პატრონიან ძაღლებსა და კატებზე, რომლებიც ჩიპირებული არიან.
რა ღირს შინაური ცხოველების დაზღვევა?
ჩვენი სადაზღვევო პოლისის ღირებულება შეადგენს თვეში 40 ლარს. წლიური პრემიის ერთჯერადად გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 5%-იანი ფასდაკლება.