Diagnose.me ირაოს პარტნიორია
სერვისის შესახებ:
Diagnose.me -ის სერვისის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტული შეფასება მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტებისგან, რომელთა ხელმისაწვდომობა სხვა შემთხვევაში უფრო რთული იქნებოდა.
აღნიშნული სერვისის შეძენა ირაოს კორპორაციული ჯანმრთელობის პაკეტზე დამატებითი შეთავაზების სახით არის შესაძლებელი.
ხელმისაწვდომია 2 ტიპის პაკეტის არჩევის შესაძლებლობა:
- ინდივიდუალური – წელიწადში 3 სხვადასხვა დიაგნოზის გადამოწმების საშუალება;
- საოჯახო – წელიწადში 5 სხვადასხვა დიაგნოზის გადამოწმების საშუალება.
სერვისით სარგებლობის გასამარტივებლად სპეციალურად ირაოს დაზღვეულთათვის შეიქმნა ვებ-გვერდი.
უპირატესობები:
- მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები – Diagnose.me პლატფორმაზე წარმოდგენილი სპეციალისტები არიან თავიანთ სფეროში წამყვანი ექსპერტები;
- გამჭვირვალობა – მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი სპეციალისტი, მათი პროფილის და შეფასებების მიხედვით;
- დასკვნის მომზადება სწრაფად და საფუძვლიანად – სამედიცინო დასკვნა მზადდება 7 სამუშაო დღეში, მას შემდეგ, რაც ყველა საჭირო სამედიცინო დოკუმენტაცია იქნება წარმოდგენილი;
- პირადი კონტაქტი – დასკვნის მიწოდების შემდეგ მომხმარებლებს შეუძლიათ კითხვების დასმა, ზოგიერთ ექიმთან კი შესაძლებელია ვიდეოზარის მოთხოვნა დამატებითი საფასურით;
- სტატისტიკურად, 5-დან 1 პაციენტს შესაძლოა არასწორად ჰქონდეს დიაგნოზი დასმული, ექსპერტული სამედიცინო აზრის მიღებით კი ორჯერ მცირდება არასწორი დიაგნოზის დასმის რისკი.
- Diagnose.me თავად უზრუნველყოფს მომხმარებელთა მხარდაჭერას მთელი პროცესის განმავლობაში ტელეფონით ან ონლაინ, მათ შორის დოკუმენტების, დასკვნებისა, სპეციალისტსა და მომხმარებელს შორის კომუნიკაციის თარგმნას.
რა დროს არის საჭირო სერვისით სარგებლობა?
- როდესაც ადგილობრივ ექიმებს არ აქვთ მკაფიო დასკვნა მომხმარებლის სიმპტომების გამომწვევ მიზეზზე – Diagnose.me-ის სპეციალისტებს აქვთ სიღრმისეული გამოცდილება მედიცინის კონკრეტულ სფეროებში, რაც საშუალებას აძლევთ კიდევ უფრო საფუძვლიანად განიხილონ შემთხვევები;
- როდესაც მომხმარებელს სურს თავისი სამედიცინო მდგომარეობის დაზუსტება – ადგილობრივ ექიმებს შესაძლოა არ ჰქონდეთ საკმარისი დრო, რომ პაციენტს მისთვის გასაგებად აუხსნან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც პაციენტს გაურკვევლობაში ტოვებს.
- როდესაც მომხმარებელს სურს გადაწყვიტოს რთული სამედიცინო პროცედურის ჩატარების საკითხი – მსოფლიოს წამყვანი ექსპერტის აზრი შეიძლება დაეხმაროს პაციენტს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ან/და ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტების პოვნაში;
- მსოფლიოს წამყვანი ექსპერტის აზრი შეიძლება სასარგებლო იყოს არა მხოლოდ რთული დიაგნოზების გასაანალიზებლად, არამედ იმ ყოველდღიური სამედიცინო პრობლემების მოსაგვარებლადაც, რომლებიც ცხოვრების ხარისხზე ახდენენ ზეგავლენას.