
სავალდებულო
უბედური შემთხვევის
დაზღვევა
ჩვენ ვანაზღაურებთ დამქირავებლის პასუხისმგებლობის ხარჯებს, თუ კომპანიის თანამშრომელმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრავმა, დაიზიანა ჯანმრთელობა ან შემთხვევა ფატალურად დასრულდა.
პასუხისმგებლობის დაზღვევა
სავალდებულოა მასობრივი თავშეყრის ადგილებში კომერციული ობიექტების მფლობელთათვის და ფარავს მასობრივი თავშეყრის ობიექტებში ხანძრის, აფეთქების ან კონსტრუქციის ნგრევის შედეგად გამოწვეული ზიანის ხარჯებს მესამე პირთა მიმართ.
სავალდებულო დაზღვევა არის კანონით დადგენილი დაზღვევის ტიპი, რომლის გაფორმება აუცილებელია გარკვეული სეგმენტისთვის, რომ მოხდეს კომპანიის, დასაქმებულის ან მესამე პირის დაცვა კონკრეტული რისკებისგან. „ირაო“ გთავაზობთ როგორც უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევას, ისე პასუხისმგებლობის დაზღვევას.
თუკი თქვენს კომპანიაში დასაქმებულმა თანამშრომელმა მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრავმა, ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობა ან გარდაიცვალა, უბედური შემთხვევის დაზღვევით ირაო აგინაზღაურებთ ხარჯებს.
დაზღვევა ვრცელდება მხოლოდ დაზღვეული კომპანიის თანამშრომლებზე და ფარავს ზიანს, რომელიც მიადგათ:
- სამუშაო პროცესში, როგორც კომპანიის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ
- იმ ტრანსპორტით მგზავრობისას, რომელიც დამქირავებლის მიერ სამუშაო მიზნით იყო გამოყოფილი
დაზღვევა ფარავს შემდეგ შემთხვევებს:
- თუ თანამშრომელი გარდაიცვალა ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა
- ჯანმრთელობის პრობლემა, რაიმე სახის დაზიანება მოხდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას
- დაზღვეულს შეეზღუდა შრომისუნარიანობა (დროებით ან მუდმივად)
პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულოა მასობრივი თავშეყრის ადგილების მფლობელთათვის (მაგალითად: სავაჭრო ცენტრები, კინოთეატრები, სპორტული არენები). იგი ფარავს მესამე პირის მიმართ მიყენებულ ზიანს, რომელიც გამოწვეულია:
- ხანძრის შედეგად
- აფეთქების შედეგად
- შენობის კონსტრუქციის ნგრევით
კომერციული ობიექტების მფლობელებს, რომლებიც ემსახურებიან ან მასპინძლობენ მასობრივ შეკრებებს – ევალებათ აღნიშნული დაზღვევის ქონა. ეს საშუალებას აძლევს მათ, დაცული იყოს როგორც სტუმრების ჯანმრთელობა და ქონება, ასევე თავად კომპანიის რეპუტაცია და ფინანსური უსაფრთხოება.
დაზღვევის გაფორმება შეგიძლიათ:
- ირაოს ფილიალში ვიზიტით
- დისტანციურად – კონსულტაციის მიღებით ჩვენი წარმომადგენლებისგან
ჩვენი ექსპერტები დაგეხმარებიან საჭირო სავალდებულო პაკეტის შერჩევასა და თქვენს საჭიროებებზე მორგებაში, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე.