ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანმრთელობაზე ზრუნვის ფინანსური მხარე
ჯანსაღი ცხოვრების წესი ადამიანების ნაწილს მხოლოდ ვარჯიში და დაბალანსებული კვება ჰგონია. მათ მთავარი რამ ავიწყდებათ – ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარულად შემოწმება და ექიმთან დროული ვიზიტი. ზოგჯერ ამის მიზეზი დროის ნაკლებობა ან შესაძლო ფინანსური ხარჯისგან თავის შეკავებაა. კვლევები, გეგმიური შემოწმებები, მედიკამენტები – რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის დაზღვევის ქონა. ამ შემთხვევაში სამედიცინო ხარჯების პირისპირ მარტო არ დარჩები.
„ირაოში“ ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა გვაქვს. ჩვენი პოლისები მრავლისმომცველია და დაზღვეულს სამედიცინო სერვისის მიღებას უმარტივებს. ჩვენ ევროპულ ცოდნასა და გამოცდილებას ქართულ რეალობაში ვიყენებთ. გვსურს, რომ დაზღვეულებმა სტაბილურობა და თავდაჯერებულობა იგრძნონ. კომპანიის კიდევ ერთი უპირატესობა ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრობაა.
მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია, რა შედის ჯანმრთელობის დაზღვევაში. „ირაოს“ პოლისის პირობების მიხედვით, შეგიძლია ისარგებლო ამბულატორიული მომსახურებით, მედიკამენტების დაფინანსებით, პროფილაქტიკური კვლევებითა და სხვა სერვისებით, რომელთაც უფრო დეტალურად გაგაცნობთ. მნიშვნელოვანია იცოდე, კონკრეტულად რას მოიცავს შენი პაკეტი და როგორ მიიღო საჭირო მომსახურება.
რატომ არ უნდა გადადო ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება?
ჯანსაღი ცხოვრების წესი ექიმთან რეგულარულ ვიზიტებსაც მოიაზრებს. მნიშვნელოვანია, შენს ორგანიზმში მიმდინარე შესაძლო ცვლილებების შესახებ ინფორმირებული იყო.
მსუბუქი ჩივილის დროს, შეიძლება იფიქრო, რომ ექიმთან ვიზიტი არ ღირს და სიმპტომები თავისით შემსუბუქდება. ეს არასწორი დამოკიდებულებაა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემა საწყის ეტაპზე მკაფიო სიმპტომებით არ ვლინდება. რეგულარული შემოწმება ექიმს ეხმარება, შეაფასოს შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი კვლევები დაგინიშნოს.
პრევენციული მიდგომა არ ნიშნავს, რომ ყველა შესაძლო კვლევა ხშირად უნდა ჩაიტარო. გამოკვლევების საჭიროება პაციენტის ასაკის, ჯანმრთელობის ისტორიის, ჩივილებისა და ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად დგინდება. მთავარია, საჭირო შემოწმება შესაბამის დროს ჩატარდეს და ჯანმრთელობის მდგომარეობა უყურადღებოდ არ დარჩეს.
რაც შეეხება ფინანსურ მხარეს. წინასწარ დაგეგმილი კონსულტაცია ან კვლევა ხშირად შესაძლოა უფრო ნაკლები დაგიჯდეს, ვიდრე ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების მკურნალობა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა დაავადების თავიდან აცილება ან მკურნალობის ხარჯის შემცირება შესაძლებელია. თუმცა დროული შეფასება გეხმარება, შესაძლო პრობლემებს უკეთ გაუმკლავდე და სამედიცინო ხარჯებიც კარგად გაანაწილო. ჯანსაღი ცხოვრების წესი სწორედ ასეთ თანმიმდევრულ მიდგომასაც მოიცავს.
ყოველდღიური ჩვევები და გრძელვადიანი ჯანმრთელობა
საკვები რაციონის შემადგენლობა, ძილის რეჟიმი და ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობაზე ყოველდღიურად მოქმედებს. მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვები რაციონით ორგანიზმი საჭირო ნივთიერებებით მარაგდება. მოძრაობა ხელს უწყობს გულისა და კუნთების ნორმალურ მუშაობას, ხოლო სრულფასოვანი ძილი ორგანიზმს აღდგენასა და ენერგიის შენარჩუნებაში ეხმარება.
ჯანსაღი ცხოვრება მკაცრი წესებისა და ძვირადღირებული პროდუქტების შეძენას არ გულისხმობს. შეგიძლია დაიწყო მცირე ცვლილებებით. მაგალითად, კვებაში მეტი მრავალფეროვნება შეიტანო, დღის განმავლობაში იმოძრაო, ძილისთვის სტაბილური დრო გამოყო და ისეთი აქტივობა აირჩიო, რომლის გაგრძელებაც რეალურად შეგიძლია.
გაითვალისწინე, ჯანსაღი ცხოვრების წესი ექიმის კონსულტაციასა და დანიშნულ მკურნალობას ვერ ჩაანაცვლებს. თუ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვს, კონკრეტული აქტივობების ინტენსივობა და საკვებ რაციონში ცვლილებები ექიმთან უნდა შეათანხმო.
სტრესი და მენტალური ჯანმრთელობა
ჯანმრთელობაზე ზრუნვისას ემოციური მდგომარეობაც გასათვალისწინებელია. ხანგრძლივმა სტრესმა შეიძლება ძილის ხარისხზე, კვებით ჩვევებზე, კონცენტრაციის უნარსა და ყოველდღიურ აქტივობაზე იმოქმედოს. თუ დაძაბულობა დიდხანს გრძელდება ან ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს გიშლის, სპეციალისტთან უნდა ისაუბროთ.
მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჯანსაღი ცხოვრების წესის ნაწილია. ფსიქოლოგთან ვიზიტი მხოლოდ იმის გამო არ უნდა გადადო, რომ კონსულტაციის ღირებულება გაღელვებს.
ადამიანზე ორიენტირებული მიდგომის ნათელი მაგალითია ისიც, რომ „ირაოს“ ჯანმრთელობის დაზღვევა მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერას მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ დაფარვის ფორმატი დამოკიდებულია სადაზღვევო პაკეტზე:
- კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა: კორპორაციული პაკეტები მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას პირდაპირ ითვალისწინებს. ეს ნიშნავს, რომ თანამშრომლებს შეუძლიათ ისარგებლონ ფსიქოთერაპიული სესიებით სადაზღვევო ლიმიტის და თანადაფინანსების ფარგლებში. დამატებითი ბენეფიტია HEALO-ს შეთავაზებით სარგებლობა. ჩვენი დაზღვეულებისთვის ექსკლუზიური პირობები მოქმედებს. ესენია 20%-იანი ფასდაკლება ფსიქოთერაპიაზე, ადგილობრივ ვებინარებსა თუ ვორკშოპებზე უფასოდ დასწრების შესაძლებლობა და საერთაშორისო ღონისძიებებზე 50%-მდე შეღავათი.
- ინდივიდუალური პაკეტები: პაკეტები, რომლებიც არ მოიცავს ფსიქოთერაპიის ხარჯების ანაზღაურებას, ავტომატურად სარგებლობს ექსკლუზიური შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით ჩვენს პარტნიორ პლატფორმა HEALO-ზე.
კვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებასა და საგანმანათლებლო რესურსებზე „ირაოს“ ნებისმიერ დაზღვეულს აქვს წვდომა.
პროფილაქტიკური კვლევები და „ირაოს“ პირობები
ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი კონკრეტული სიმპტომების გაჩენამდეც საჭიროა. ცხოვრების ჯანსაღი წესი ექიმთან გეგმური კონსულტაციებითა და შესაბამისი პროფილაქტიკური კვლევებითაც ყალიბდება.
„პულსის“ პირობებში გათვალისწინებულია პროფილაქტიკური კვლევების დაფინანსებაც, წელიწადში ორჯერ. გარდა ამისა, შედის ქრონიკული დაავადებების დაფინანსებაც მოცდის პერიოდების გარეშე. ჯანმრთელობის დაზღვევა ფარავს ისეთ სერვისებს, როგორიცაა რეპროდუქტოლოგიური მომსახურება/ანდროლოგია და ფსიქოთერაპია. გარდა ამისა, დაფარვა მოიცავს ონკოლოგიურ მომსახურებას, კარდიოლოგიას, სტომატოლოგიას, ორსულობასა და მშობიარობას.
პოლისში გათვალისწინებულია პირადი ექიმის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, პროფილაქტიკური ვაქცინაციის, მედიკამენტების, ამბულატორიული და ჰოსპიტალური მომსახურების დაფინანსება. პაკეტების მიხედვით განსხვავებულია დაფინანსების პროცენტები და ლიმიტები. დაფარვის პირობები და კვლევების ჩამონათვალი არჩეული პაკეტის მიხედვით უნდა გადაამოწმო.
ირაოს ჯანმრთელობის დაზღვევის პირობებში, გათვალისწინებულია 24-საათიანი „ირაო ასისტანსი“, პირადი მომსახურების მენეჯერი და პირადი ექიმის მომსახურება.
გეგმიური ამბულატორიული მომსახურების საჭიროებისას პირად ექიმთან ჩაწერა შესაძლებელია როგორც ცხელი ხაზით, ისე აპლიკაციის ან პირადი სივრცის საშუალებით. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის მიმართვებსა და რეკომენდაციებს სწორედ პირადი ექიმი გასცემს. თუკი პოლისით თავისუფალი არჩევანიც გათვალისწინებულია, შეგიძლია სასურველ კლინიკას პირადი ექიმის ჩართულობის გარეშე მიმართო და თანხა შემდგომ აგინაზღაურდება.
ჯანმრთელობის დაზღვევა და ხარჯების დაგეგმვა
სამედიცინო ხარჯები შენი საჭიროებების მიხედვით უნდა დაგეგმო. ამავე პრინციპით უნდა აირჩიო შესაბამისი სადაზღვევო პაკეტიც. გაითვალისწინე, გაქვს თუ არა ქრონიკული მდგომარეობა, რამდენად ხშირად გჭირდება ექიმთან ვიზიტი, იღებ თუ არა მედიკამენტებს რეგულარულად და რომელი კვლევების ჩატარებას გირჩევს ექიმი. შემდეგ შეადარე სადაზღვევო პაკეტები არა მხოლოდ ფასით, არამედ დაფარვის მოცულობით, ლიმიტებით, თანაგადახდით, მოცდის პერიოდებითა და მომსახურების მიღების წესით.
„პულსს“ აქვს რამდენიმე პაკეტი. ესენია: „პრემიუმი“, „კომფორტი“, „კლასიკი“, „სტანდარტი“, „პრემიუმ+“ „კომფორტ+“, „კლასიკ+“ და „სტანდარტ+“.
ისინი განსხვავდება დაფინანსების პროცენტებით, ლიმიტებითა და ცალკეული სერვისების პირობებით.
თუ უკვე დაზღვეული ხარ, გადაამოწმე, როგორ უნდა მიიღო მომსახურება. ზოგ შემთხვევაში საჭიროა პირადი ექიმის მიმართვა ან პროვაიდერ კლინიკაში ვიზიტი. სხვა შემთხვევაში შეგიძლია მომსახურების ღირებულება თავად გადაიხადო და შემდეგ წარადგინო ანაზღაურებისთვის საჭირო დოკუმენტები.
ასევე მნიშვნელოვანია იცოდე, რა ხარჯები იფარება დაზღვევით და რა თანხის გადახდა შეიძლება მოგიწიოს პირადად შენ. მოულოდნელი სამედიცინო ხარჯები რომ თავიდან აირიდო, დაზღვევა ექსპერტებისგან უნდა მიიღო. ასე შეძლებ თანხების სწორად განაწილებას და საჭირო სერვისებით დროულად სარგებლობას.
ჯანსაღი ცხოვრების წესი და ინფორმირებული გადაწყვეტილების მნიშვნელობა
ჯანსაღი ცხოვრების წესი ყოველდღიური გადაწყვეტილებების ერთობლიობაა. მაგალითად, ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს: რას მიირთმევ, რამდენად ბევრს მოძრაობ, როგორ ისვენებ, როდის მიმართავ ექიმს და როგორ აკონტროლებ ჯანმრთელობის მდგომარეობას.
იმისთვის, რომ სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტი მოულოდნელ ფინანსურ ტვირთად არ გექცეთ, თქვენს ინტერესებზე მორგებული სადაზღვევო პოლისი აირჩიეთ.
„ირაოში“ ვზრუნავთ, რომ თითოეული დაზღვეული მეტად თავდაჯერებული იყოს და ექიმთან ვიზიტის წინ არ ყოყმანობდეს. ჩვენ ქართულ ბაზარზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს. მომხმარებლების მხრიდან ნდობის ერთ-ერთი საფუძველი ესეცაა. სადაზღვევო პროდუქტების ფართო არჩევანი დაზღვეულებს საშუალებას აძლევს, მათთვის შესაფერისი პაკეტი აირჩიონ.
აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენი კომპანია პროცესებს მარტივად, სწრაფად და ორგანიზებულად მართავს. „ირაოს“ მობილური აპლიკაციაც აქვს, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა სადაზღვევო სერვისით სარგებლობა უფრო მარტივია.
ჯანსაღი ცხოვრება ყოველდღიური ჩვევებითა და სწორი გადაწყვეტილებებით ყალიბდება. ამიტომ ენდე სადაზღვევო ექსპერტებს და ჯანმრთელობაზე ზრუნვას მომავლისთვის ნუ გადადებ.