სამოგზაურო დაზღვევა ირაო

სამოგზაურო დაზღვევა

ერთჯერადი

1,5 ₾ – დან

დღეში

თუ ხანმოკლე მოგზაურობას გეგმავ, ერთჯერადი სამოგზაურო პოლისით თავად აირჩევ დღეების სასურველ რაოდენობას.

მულტიპოლისი

45 ₾ – დან

თვეში

თუ ხშირად გიწევს მოგზაურობა, შეიძინე მულტიპოლისი ერთჯერადად და დაეზღვიე 6-12 თვის განმავლობაში.

მოგზაური

75 ₾ – დან

თვეში

თუ საზღვარგარეთ ბევრს მოგზაურობ, შეგიძლია მოგზაურის პოლისით წინასწარ შეიძინო სამოგზაურო დღეების ულიმიტო რაოდენობა.

შიდა ტური

3 ₾ – დან

დღეში

თუ საქართველოს ფარგლებში მოგზაურობ, შეგიძლია, შიდა ტურის დაზღვევა შეიძინო და დაეზღვიო მოულოდნელი შემთხვევებისგან.

სამოგზაურო დაზღვევა არის სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს ფინანსურ მხარდაჭერას უცხოეთში მოგზაურობის დროს. ის დაგიცავთ მოულოდნელი ხარჯებისა და გაუთვალისწინებელი სიტუაციებისგან, როგორიცაა, მაგალითად, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროება. სამოგზაურო დაზღვევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოეთში, სადაც შესაძლოა ბევრნაირი გადაუდებელი საჭიროება გამოჩნდეს, ხარჯები კი - ძალიან მაღალი იყოს. ირაო გთავაზობთ სამოგზაურო დაზღვევის მოქნილ პაკეტებს, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა საჭიროებასა და მგზავრობის ტიპზე — იქნება ეს ტურისტული, საქმიანი თუ ხანგრძლივი ვიზიტი საზღვარგარეთ.

დიახ, სამოგზაურო დაზღვევის ონლაინ შეძენა შესაძლებელია. ეს ფორმატი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დაზოგოს დრო და თავიდან აირიდოს ზედმეტი ბიუროკრატია. „ირაოში“ შეგიძლიათ პოლისის მიღება სახლიდან გაუსვლელად — მხოლოდ irao.ge-ზე უნდა შეხვიდეთ, შეავსოთ საჭირო ინფორმაცია და პოლისს მომენტალურად მიიღებთ მეილზე. 

 

გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას და გაყიდვების მენეჯერი დისტანციურად შეგიდგენთ შესაბამის პოლისს. განსაკუთრებულ შემთხვევებში ასევე შესაძლებელია ოფისში მისვლა და პოლისის ფიზიკურად მიღება, თუმცა უმეტესწილად, ონლაინ შეძენა ყველაზე მარტივი და დროზე მორგებული არჩევანია.

 

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ სამოგზაურო დაზღვევა აუცილებლად უნდა შეიძინოთ მანამ, სანამ საქართველოს საზღვარს დატოვებთ.

სამოგზაურო დაზღვევა გიცავთ იმ არაპროგნოზირებადი შემთხვევებისგან, რომლებიც საზღვარგარეთ მოგზაურობისას შეიძლება შეგექმნათ. ის დაფარავს ხგადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების ხარჯებს, რომლებიც შესაძლოა დაგჭირდეთ უცხო ქვეყანაში.

 

დაზღვევა შეიძლება მოიცავდეს დახმარებას ისეთ შემთხვევაშიც, როგორიცაა ბარგის დაკარგვა - კომპანია „ირაო“ ამ დამატებით სერვისსაც გთავაზობთ.

 

გარდა ამისა, „ირაოს“ სამოგზაურო დაზღვევა მოქმედებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და მორგებულია როგორც პირად, ისე საქმიან ვიზიტებზე.



სამოგზაურო დაზღვევა არ არის სავალდებულო ყველა ქვეყანაში, თუმცა ბევრ ქვეყანაში შესვლისას ეს მოთხოვნა კანონითაა განსაზღვრული. განსაკუთრებით ეს ეხება შენგენის ზონის ქვეყნებს, სადაც ვიზის მიღების ან უვიზო მიმოსვლისას შესვლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მოქმედი სამოგზაურო დაზღვევის ქონა.

 

თუმცა, იქაც კი, სადაც დაზღვევა აუცილებელი არ არის, მისი ქონა მაინც გონივრული გადაწყვეტილებაა. მოულოდნელი სამედიცინო ხარჯები, ბარგის დაკარგვა - ეს ყველაფერი ხშირი პრობლემაა მოგზაურობისას და ამ ტიპის შემთხვევები შესაძლოა სერიოზულ ფინანსურ დანაკარგად იქცეს.

 

ამიტომ, მიუხედავად იმისა, მოითხოვს თუ არა კონკრეტული ქვეყანა სამოგზაურო დაზღვევას ოფიციალურად, პრაქტიკაში ის წარმოადგენს თქვენი უსაფრთხოებისა და სიმშვიდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას.

„ირაოს“ სამოგზაურო დაზღვევის პაკეტები შექმნილია სხვადასხვა ტიპის მოგზაურებისთვის და მარტივად ერგება როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან საჭიროებებს. თუ კონკრეტული, ერთჯერადი მოგზაურობისთვის აპირებთ დაზღვევის შეძენას, შეგიძლიათ ისარგებლოთ პაკეტით, რომელიც ძირითად რისკებს ფარავს და მაქსიმალურად მოქნილია დღეების რაოდენობის არჩევის მხრივ.

 

ასევე, მოგზაურებისთვის შეთავაზებულია გრძელვადიანი პოლისი — „მულტიპოლისი“, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, 6 თვის ან ერთი წლის განმავლობაში დაზღვეული იყოთ ერთი ხელშეკრულებით, ყოველ მოგზაურობაზე პოლისის განმეორებითი შეძენის გარეშე.

 

თუ თქვენ ხშირი, თუმცა მოკლევადიანი (არაუმეტეს 15-დღიანი) ვიზიტები გაქვთ, „მოგზაურის“ პაკეტი იდეალურია — მისი მეშვეობით შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში ისარგებლოთ დაზღვევით და იმოგზაუროთ რამდენჯერმე, შეზღუდვების გარეშე.

 

ამასთან ერთად, მათთვის, ვინც საქართველოს ფარგლებში მოგზაურობს, არსებობს შიდა ტურის დაზღვევაც. ეს პოლისი მოიცავს იმ ძირითად რისკებს, რაც ქვეყნის შიგნით გადაადგილებისას შეიძლება წარმოიშვას.

 

ამ მრავალფეროვანი არჩევანის წყალობით ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მის საჭიროებებზე მორგებული დაზღვევა და მოგზაურობისას თავი მშვიდად და დაცულად იგრძნოს.