მოგზაურობის დაზღვევა - რაც გამგზავრებამდე უნდა იცოდე
თითოეული მოგზაურობა ახალი აღმოჩენების, ემოციებისა და შთაბეჭდილებების შესაძლებლობაა – გზა, რომელიც გვაშორებს ყოველდღიურ საზღვრებსა და რუტინას, თუმცა, ხშირად სწორედ ამ თავგადასავლების მიღმა იმალება მოულოდნელი სირთულეები: ავადმყოფობა, ტრავმა, დაკარგული ბარგი ან გაუქმებული ფრენა. ასეთ დროს წინასწარ შეძენილი მოგზაურობის დაზღვევა თამაშის წესებს მთლიანად ცვლის – ის გვიქმნის დაცულობის განცდას სწორედ მაშინ, როცა ეს ყველაზე აუცილებელია – როცა გარემო არაპროგნოზირებადია და როცა ყველა გადაწყვეტილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
საქართველოში მოგზაურობის კულტურის განვითარებასთან ერთად, ადამიანებმა დეტალებზე წინასწარ ზრუნვაც აქტიურად დაიწყეს – სამოგზაურო დაზღვევა სწორედ ამ პროცესის ნაწილია – ის უკვე აღარ განიხილება როგორც დამატებითი დანახარჯი, პირიქით, ეს ისეთივე აუცილებლობაა, როგორც ავიაბილეთის შეძენა ან სასტუმროს დაჯავშნა. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს საზღვარზე წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალში სამგზავრო დაზღვევაც წერია და საზღვრის გადაკვეთისას მისი არქონა შეიძლება სერიოზული დაბრკოლების მიზეზი გახდეს.
რატომ არის სავალდებულო სამოგზაურო დაზღვევის შეძენა?
უცხოეთში მოგზაურობისას ჩვეულებრივი, პატარა პრობლემები ხშირად დიდ ფინანსურ ტვირთად გვაწვება – მარტივი სამედიცინო პროცედურებიც კი ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება ძალიან ძვირი დაჯდეს, მაგალითად, ბრიტანეთში გადაუდებელი დახმარება რამდენიმე ასეული ფუნტი ღირს, ხოლო ოპერაციისთვის ხშირად ათი ათასობით ფუნტია საჭირო. ასეთ შემთხვევებში სამოგზაურო დაზღვევა ერთადერთი ბერკეტია საიმისოდ, რომ საკუთარი ჯანმრთელობა ეჭვქვეშ მხოლოდ ხარჯების გამო არ დააყენოთ.
გარდა ამისა, მოგზაურობისას საკმაოდ მაღალია ვირუსული ინფექციებისა და სეზონური ავადმყოფობების რისკი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ორგანიზმი ახალ კლიმატს, საკვებსა და გარემო პირობებს ეჩვევა. წყლის ხარისხის ცვლილება, სტრესი, დაღლილობა და საკვებისადმი შეუჩვევლობა ხშირად იმუნური სისტემის დასუსტებას იწვევს. ასეთ პირობებში სამოგზაურო დაზღვევა გვაძლევს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში სწრაფი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარება დაუბრკოლებლად მივიღოთ.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების გარდა, მოგზაურობისას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ბარგის დაკარგვაა. ავიაკომპანიების სტატისტიკის მიხედვით, ყოველი 1000 ბარგიდან საშუალოდ 6–7 იკარგება ან ზიანდება, თუმცა, დაზღვევის არსებობის შემთხვევაში ხშირად მგზავრებს საშუალება აქვთ, მიიღონ კომპენსაცია საჭირო ნივთების შესაძენად, რაც მნიშვნელოვნად ამსუბუქებს დისკომფორტს.
რას მოიცავს „ირაოს’’ სამოგზაურო დაზღვევა?
ირაო გთავაზობთ სამოგზაურო დაზღვევის პოლისის სამ ძირითად ტიპს, რომელიც ერთმანეთისგან ხანგრძლივობით, დაფარვის არეალითა და საჭიროებების მიხედვით განსხვავდება.
ერთჯერადი პოლისი – განკუთვნილია მოკლევადიანი მოგზაურობებისთვის (დაზღვეული დღეების რაოდენობას ირჩევს თავად). პოლისის მოქმედების ვადა 1-დან 366 დღემდეა და დაზღვევის არეალი მოიცავს როგორც ევროპას, ასევე მთელს მსოფლიოს.
მულტიპოლისი – ეს არის დაზღვევა საშუალო და გრძელვადიანი მოგზაურობისთვის. ამ შემთხვევაში დაზღვეული დღეების რაოდენობა 45 ან 90 დღეა, ხოლო პოლისის ხანგრძლივობის ვადა 6 თვიდან 1 წლამდე მერყეობს.
პოლისი მოგზაური – განკუთვნილია აქტიური მოგზაურებისთვის, რომლებიც წლის განმავლობაში ხშირად ტოვებენ ქვეყანას. მისი მოქმედების ვადა 1 წელია და საშუალებას გაძლევთ დააზღვიოთ დღეების ულიმიტო რაოდენობა. ყოველი გამგზავრებისას ავტომატურად იფარება მოგზაურობის საწყისი 15 დღე.
ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ პოლისში გათვალისწინებულია გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობა, სტომატოლოგიური და ოფთალმოლოგიური დახმარება და ასევე დაშავებული პირის ან გარდაცვლილის რეპატრიაცია. პოლისებს არ აქვს ფრანშიზა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზღვევა სრულად ფარავს გაწეულ ხარჯებს.
როგორ ავირჩიოთ ჩვენთვის შესაფერისი სამოგზაურო პოლისი?
სამოგზაურო დაზღვევის არჩევისას მთავარი ამოსავალი წერტილი თქვენი საჭიროებების ზუსტი შეფასება და მგზავრობის ტიპის სწორად განსაზღვრაა. უნივერსალური პოლისი არ არსებობს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს რამდენიმე ძირითადი კითხვა დაუსვათ:
სად მივდივარ და რა ტიპის ქვეყანაა?
განსხვავებული მიმართულებები განსხვავებულ რისკებთან არის დაკავშირებული, მაგალითად, განვითარებულ ქვეყნებში სამედიცინო მომსახურება ძვირია, ხოლო ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში შეიძლება პრობლემა იყოს სერვისის ხარისხი, მედიკამენტების ხელმისაწვდომობა ან ენობრივი ბარიერი.
რამდენი ხნით მივემგზავრები?
პოლისის ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს მგზავრობის რეალურ პერიოდს. ზედმეტად ხანგრძლივი პოლისი შეიძლება გაუმართლებელი ხარჯი აღმოჩნდეს, მაშინ როცა ძალიან მოკლე ვადა რეალურ რისკებს სრულად ვეღარ დაფარავს.
რა სახის აქტივობებს ვგეგმავ?
თუ ექსტრემალური სპორტით ან სათავგადასავლო ტურებით ხართ დაინტერესებული, აუცილებლად შეამოწმეთ, ფარავს თუ არა პოლისი ამ რისკებს.
მაქვს ბარგი, რომელსაც დაზღვევა სჭირდება?
თუ თან მიგაქვთ ძვირადღირებული ტექნიკა, ფოტოაპარატი ან სპორტული აღჭურვილობა, ბარგის დაზღვევა დამატებით დაგიცავთ მატერიალური და მორალური ზიანისგან.
საბოლოოდ, დაზღვევის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმები უნდა იყოს თქვენი რეალური საჭიროებები და მოგზაურობის სპეციფიკა – ქვეყანა, ხანგრძლივობა, აქტივობები და მგზავრების რაოდენობა. რაც უფრო დეტალურად შეაფასებთ ამ ფაქტორებს, მით უფრო მარტივად აირჩევთ ისეთ პოლისს, რომელიც მთელი მოგზაურობის პერიოდში მხარდაჭერას შეუფერხებლად გაგიწევთ.
სამოგზაურო დაზღვევის შეძენა ონლაინ – სწრაფი, მარტივი და კომფორტული პროცესი
დღევანდელ ციფრულ სამყაროში სამოგზაურო დაზღვევის შეძენა ონლაინ საკმაოდ სწრაფი და მოსახერხებელი პროცედურაა – ,,ირაოს’’ ვებგვერდზე ეს პროცესი მხოლოდ რამდენიმე მარტივ ეტაპს მოიცავს:
პირველ რიგში უთითებთ მოგზაურობის დაწყებისა და დასრულების თარიღებს და ირჩევთ დაზღვევის არეალს: ევროპა, მთელი მსოფლიო თუ მხოლოდ შენგენის ზონა. სისტემა ასევე გთავაზობთ კოვიდ-19 დაზღვევის დამატების შესაძლებლობასაც და ამის შემდეგ აზუსტებთ სასურველ ვალუტასა და მგზავრების რაოდენობას. აქვე შეგყავთ პირადი მონაცემები და სურვილის შემთხვევაში ამატებთ ბარგის დაზღვევას.
საბოლოო ეტაპი – არჩეული პოლისის დადასტურებაა. დაზღვევა თანხის გადახდისთანავე აქტიურდება და თქვენს ელფოსტაზე მომენტალურად იგზავნება.
რა უნდა გავაკეთოთ დაზღვევის გამოყენების აუცილებლობისას? – მითითებები საგანგებო სიტუაციებისთვის
საგანგებო ვითარებაში სწორი რეაგირება დაზღვევის ეფექტურად გამოყენების მთავარი წინაპირობაა. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დაიცვათ ისეთი კონკრეტული მითითებები, როგორიცაა:
დაუყოვნებლივი კონტაქტი – საგანგებო სიტუაციისას პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ,,ირაოს’’ ოპერატორთან ან საერთაშორისო ასისტანტთან დაკონტაქტება. ეს არა მხოლოდ თქვენი ვალდებულება, არამედ პოლისის ამოქმედებისთვის აუცილებელი პირობაა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაბიჯი გადადგათ რაც შეიძლება სწრაფად, რადგან რაც უფრო დააგვიანებთ რეაგირებას, მით უფრო გაიზრდება ანაზღაურების პროცესის გართულების რისკი.
სრული ინფორმაციის მიწოდება – ოპერატორს უნდა გაუზიაროთ ყველა რელევანტური დეტალი: პოლისის ნომერი, თქვენი სრული სახელი და პირადი მონაცემები, ზუსტი ადგილმდებარეობა და აღწერილობა, რა მოხდა, როდის და როგორ ვითარდება სიტუაცია. სასურველია, რომ წინასწარ მოიძიოთ თქვენი პოლისის ნომერი და საბუთების ელექტრონული ასლები.
ოფიციალური დოკუმენტაცია – ნებისმიერი ინციდენტი, რომლის საფუძველზეც ანაზღაურებას ითხოვთ, ოფიციალურად უნდა დადასტურდეს. მაგალითად:
- სამედიცინო შემთხვევისას საჭიროა კლინიკის მიერ გაცემული ცნობა, მკურნალობის აღწერილობა და მიღებული მომსახურებების დეტალური ჩამონათვალი.
- ბარგის დაკარგვის შემთხვევაში აუცილებელია PIR (Property Irregularity Report) ნომერი, რომელიც გაიცემა ავიაკომპანიის მიერ ბარგის განყოფილებაში.
ამ დოკუმენტების არქონა შესაძლოა ავტომატურად გამორიცხავდეს ანაზღაურების შესაძლებლობას, ამიტომ მათი დროული მიღება და შენახვა უმნიშვნელოვანესია.
ყველა ხარჯის დაფიქსირება – ნებისმიერი გადახდილი თანხა, რომელსაც კომპენსაციის მოთხოვნით წარადგენთ, უნდა იყოს დოკუმენტირებული – ეს ნიშნავს სამედიცინო მომსახურების, მედიკამენტებისა და დიაგნოსტიკური ტესტების ინვოისებსა და ქვითრებს.
,,ირაოს’’ ინსტრუქციების შესრულება – პოლისის აქტივაცია და ანაზღაურების პროცესი პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ზუსტად მიჰყვებით კომპანიის მითითებებს. ოპერატორი მოგცემთ კონკრეტულ რეკომენდაციებს: რომელი კლინიკა გამოიყენოთ, როგორ მოიქცეთ შემთხვევის დაფიქსირებისას, რა საბუთებია აუცილებელი და რა ვადებში უნდა წარადგინოთ ისინი. მნიშვნელოვანია, რომ არ იმოქმედოთ დამოუკიდებლად, წინასწარი შეთანხმების გარეშე – მაგალითად, არ გადაიხადოთ სოლიდური თანხა დაზღვევის იმედად, თუ ეს პოლისის პირობებით არ არის გათვალისწინებული.
გეგმავ მოგზაურობას? – შეიძინე სამოგზაურო პოლისი დღესვე
მოემზადე ყველა შესაძლო სცენარისთვის, აირჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული დაზღვევა და გადააქციე თითოეული სამოგზაურო თავგადასავალი სასიამოვნო გამოცდილებად.
